დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ივლ 2009, 04:37

pauna wrote::lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ნეტავი არ გეზარებოდეთ დააააა
რას ამბობ, ეგ მე2დ არ თქვა.
მეზარებოდეს კი არა, კბილებით უნდა ვიცავდეთ მშობლიურს.
მარტო ის რად კმარა, რომ გაიზრო, თუნ ვინ მეტყველებდნენ ამ ენაზე...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by keto » 21 ივლ 2009, 09:40

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჭაუხები-2009ის თემაში 1გან წერია - "შესვენება გააკეთა".
უნდა იყოს, შეისვენა
ეს დამხმარე სიტყვები არ ჭირდება, რა ქართულს
იმდენად მოქნილია ჩვენი ენა.
მსგავსი შეცდომები:

ბოდიში მოუხადა - მოუბოდიშა
ფეხბურთელმა შესანიშნავი დარტყმა განახორციელა - ფეხბურთელმა შესანიშნავად დაარტყა
საქონლის რეალიზაცია მოახდინა - საქონელი გაყიდა

ხედავთ, ჰო, სწორი ქართული წინადადები როგორი მარტივი და ტევადია და რაღად უნდა ჩახუჭუჭება?
გეთანხმები, ინგლისურიდან გადმოტანილი პირდაპირი კალკია შესვენების გაკეთება, დარტყმის გაკეთება და ა.შ., მაგრამ მე თუ მკითხავ, ფრაზა ბოდიში მოუხადა მათ რიგებში არ დგას. მობოდიშება თავისთავად სწორი ფორმაა, მაგრამ არც ბოდიშის მოხდაა გაუმართავი ქართული. ქართული ენის სიმდიდრეა ისიც, რამდენიმენაირად რომ შეგვიძლია ერთი მოვლენის გადმოცემა. ხოდა, მოდი, ნუ დავკარგავთ ერთ სწორ ფორმას მეორის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეორე უფრო გველამაზება და მოგვწონს ;)
Keep Smiling...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 21 ივლ 2009, 10:09

დღეს რაღაც დოკუმენტს ვკითხულობდი და ერთგან ასეთ რაღაცას წავაწყდი მოწვევის 'ოფერტა'. :)

შევეცადე გამერკვია რას ნიშნავდა სიტყვა 'ოფერტა'. რუსული წარმოშობის არ ჩანდა, რომ 'გადამერუსულებინა' და ისე გამერკვია. ინგლისური წარმოშობის სიტყვებში უფრო რთულად გვაქვს საქმე. ხშირად სიტყვა დამახინჯებული წარმოთქმით შემოდის და ისე მკვიდრდება ქართულში (თითქოს ბარბარიზმი არ გვეყოფოდა, ახლა დამახინჯებული სიტყვების თარგმნით რომ არ გვემტვრია თავი).

ბოლოს დავადგინე რომ თურმე ეს 'ოფერტა' იგივე ყოფილა რაც 'offer'. ბიზნეს წრეებში პირდაპირ 'ოფერტას' იყენებენ, მაგრამ დავიჯერო არ შეიძლება ცოტა თავი შევიწუხოთ, სწორი ქართული შესატყვისი მოვძებნოთ და ისე დავამკვიდროთ ქართულში?

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
დავიცვათ ქართული ენა

Post by saskva » 21 ივლ 2009, 10:51

ამ თემაში აქამდე არაფერი დამიწერია და არც ვაპირებდი, მაგრამ რაღაც უცბად გამიჩნდა სურვილი ერთი ორი სიტყვა მეთქვა.

ძალიან კარგია რომ კარავზე ვებრძვით ბარბარიზმებს, ეს პრობლემა ყოველთვის მქონდა, ისეთი ფართო მაშტაბით როგორითაც გოგა უსწორებს ხალხს არასდროს შემისწორებია თუმცა ყოველთვის ვცდილობდი ბარბარიზმები არ გამომეყენებინა, მაგრამ რაზეა საერთოდ საუბარი მაშინ როდესაც ტელევიზიით რაღაც საშინელებებს ისმენენ ბავშვები. ჟურნალისტებს და მათ შეცდომებს რომ თავი დავანებოთ "ვა-ბანკის" წამყვანი ყოველ მეორე წუთას გაყვირის ბანკირისგან გადასარევი ოFერი მივიღეო, ნუ ზვიოს გახმოვანებულ გადაგპარჭყავ ღობეებზე მულტფილმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ჩვენ ვხვდებით რომ ესე არ უნდა ვილაპარაკოთ მაგრამ აბა ჩემ პატარა ბიძაშვილს კითხეთ ვანოს შოუს და ზვიოს გახმოვანებული მულტფილმების ფრაზებით რომ მელაპარაკება. თითქოს ეს არ გვაკლდა ეხლა კოხორაც დაგვემატა

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 21 ივლ 2009, 11:53

Naia wrote:დღეს რაღაც დოკუმენტს ვკითხულობდი და ერთგან ასეთ რაღაცას წავაწყდი მოწვევის 'ოფერტა'. :)

შევეცადე გამერკვია რას ნიშნავდა სიტყვა 'ოფერტა'. რუსული წარმოშობის არ ჩანდა, რომ 'გადამერუსულებინა' და ისე გამერკვია. ინგლისური წარმოშობის სიტყვებში უფრო რთულად გვაქვს საქმე. ხშირად სიტყვა დამახინჯებული წარმოთქმით შემოდის და ისე მკვიდრდება ქართულში (თითქოს ბარბარიზმი არ გვეყოფოდა, ახლა დამახინჯებული სიტყვების თარგმნით რომ არ გვემტვრია თავი).

ბოლოს დავადგინე რომ თურმე ეს 'ოფერტა' იგივე ყოფილა რაც 'offer'. ბიზნეს წრეებში პირდაპირ 'ოფერტას' იყენებენ, მაგრამ დავიჯერო არ შეიძლება ცოტა თავი შევიწუხოთ, სწორი ქართული შესატყვისი მოვძებნოთ და ისე დავამკვიდროთ ქართულში?
ოფერტა სამოქალაქო კოდექსის ტერმინია... ანუ სავალდებულოა!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 21 ივლ 2009, 13:25

kurush
მერე ქართულად არ შეიძლებოდა მისი მოთარგმნა? თუ ვერ იპოვეს ქართული შესატყვისი :)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 21 ივლ 2009, 14:21

NAIA

ოფერტას გვერდზე აქცეპტი (ანუ თანხმობა accept) არ შეგხვდა?

საერთაშორისო სავაჭრო სამართალში და პრაქტიკაში ეს ტერმინები (ოფერტა, აქცეპტი, აკრედიტივი, ექსპედიტორი და მრავალი სხვაც, ისეა დამკვიდრებული, რომ მგონი არსად არ თარგმნიან. ისტორიას სცემენ პატივს! საგარეო ვაჭრობის ლიდერი 17-19 საუკუნეები ინგლისი იყო... მეორეც თავისი (იურიდიული) შინაარსით ვთქვათ ოფერტი უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ქართული ტერმინი "შეთავაზება."
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 21 ივლ 2009, 14:29

kurush
მიშა, ძალიან კარგად მესმის რასაც ამბობ. მაგრამ რისი თარგმნაც შეიძლება ის ტერმინები რომ ითარგმნოს არაფერი დაშავდება. და ის, რომ კანონში ასე წერია, ეს იმას კი არ მიანიშნებს, რომ სწორი ტერმინია, არამედ იმას, რომ ვიღაც 'დასავლური განათლების მქონე' იურისტს მათი ქართულად გადათარგმნა დაეზარა :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ივლ 2009, 01:57

saskva wrote:რაზეა საერთოდ საუბარი მაშინ როდესაც ტელევიზიით რაღაც საშინელებებს ისმენენ ბავშვები. ჟურნალისტებს და მათ შეცდომებს რომ თავი დავანებოთ "ვა-ბანკის" წამყვანი ყოველ მეორე წუთას გაყვირის ბანკირისგან გადასარევი ოFერი მივიღეო
გეთანხმები.
დღეს ტელევიზორით ძნ ბევრ დამახინჯებულ სიტყვას ვისმენთ.
ასე წარმატებით ამკვიდრებენ სუტყვა "მონიტორს" "დამკვირვებლის" ნაცვლად".
ენა როგორ უტრიალდებათ ამის წარმოსათქმელად?
აგერ, საქართველოში ახლახანს ევრო2განიზაციის ყოფილი, ამჟამინდელი და და მომავალი
თავმჯდომარეები იყვნენ და მედია წამდაუწუმ ამბობდა, საქართველოში "ტროიკა" ჩამოვიდაო.

ბოდიში, მაგრამ ამის მთქმელები უვიცები არინ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 ივლ 2009, 02:54

kurush wrote:NAIA

ოფერტას გვერდზე აქცეპტი (ანუ თანხმობა accept) არ შეგხვდა?

საერთაშორისო სავაჭრო სამართალში და პრაქტიკაში ეს ტერმინები (ოფერტა, აქცეპტი, აკრედიტივი, ექსპედიტორი და მრავალი სხვაც, ისეა დამკვიდრებული, რომ მგონი არსად არ თარგმნიან. ისტორიას სცემენ პატივს! საგარეო ვაჭრობის ლიდერი 17-19 საუკუნეები ინგლისი იყო... მეორეც თავისი (იურიდიული) შინაარსით ვთქვათ ოფერტი უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ქართული ტერმინი "შეთავაზება."
მე17-მე19 საუკუნის ვაჭრობაში პორტუგალიასაც ნუ დაუკარგავ წილს, მაგრამ მას პატივს არ სცემენ,
რომ პორტუგალიური სიტყვები არ დამკვიდრდა?
ინგლისი მე19-მე20 საუკუნის სპორტულ თამაშობათა (რაგბი, ფეხბურთი, კრიკეტი და ა.შ) გამავრცელებელიც იყო.
ინგლისური სიტყვები აღარ გვეთარგმნა?
კგ, რაგბი ინგლისის ქალაქიც არის და ვერ ვთარგმნით, მაგრამ ის სჯობდა, სოკერი, ფუტბოლი
(2ვე ფეხბურთი), გოლკიპერი (მეკარე), ფლეიმეიქერი (გამთამაშებელი), ფორვარდი (თავდამსხმელი) გვეხმარა?

მგონი, არ სჯობდა.
ხლ, კიდევ კგ, რაგბშიც მკვიდრდება ქართული სიტყვები, თორემ რა მოსასმენია:
ლუზჰედ ფროფი, loose-head prop (მარცხენა ბურჯი, N1ით მოთამაშე),
ჰუკა, რეიქ hooker, rake, (კვაჭი, N2 მოთამაშე),
თაითფედ ფროპ, tight-head prop (მარჯვენა ბურჯი, N3 მოთამაშე)
ბრეიქევეი, break-away, (მარბიელი, N6 მოთამაშე)
ფეჩა, fetcher (მღლეტელი, N7)
ეითმენ, ლუზი, aightman, loosie (მარბიელი, შემკვრელი)
ბენჩჰ, რეზერვი (მარქაფა),
გასინბინება (გაძევება),
ფულბეკი (მგონი, უკანახაზელი, იგივე ბოლოხაზელი, მე15 Nად მოთამაშე მორაგბე).

დააკვირდით, რა ლამაზი სიტყვებია?
ამას დაურთეთ სხვა ქართული სარაგბო სიტყვები:
ლელო, არეკნი,
გარდასახვა

აგრეთვე, არასწორია ?რაგბისტი". უნდა იყოს "მორაგბე"


ნაია
აბსოლუტურად მართალი ხარ.
სჯობს, ვთარგნოთ ის სიტყვები, რომლის ქართულის შესატყვისებიც გვაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 22 ივლ 2009, 10:29

GAMARJOBA SAKARTVELO

აბა სადა ბანაობ? პორტუგალიის ჰეგემონია XV საუკუნეშივე დამთავრდა.... მათი 1-2 კოლონია აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში ამინდს აღარ ქმნიდა... თანაც სად ანგლო-საქსონური ცივილიზაცია და სად ლთინოზები.... როგორც მზე და მთვარი იმ მაშტაბის განსხვავებაა
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ივლ 2009, 01:54

kurush wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

აბა სადა ბანაობ? პორტუგალიის ჰეგემონია XV საუკუნეშივე დამთავრდა.... მათი 1-2 კოლონია აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში ამინდს აღარ ქმნიდა... თანაც სად ანგლო-საქსონური ცივილიზაცია და სად ლთინოზები.... როგორც მზე და მთვარი იმ მაშტაბის განსხვავებაა
მეფეთმეფეოვ, თუ კგდ დააკვირდები, ვწერ, რომ პორტუელები ლიდერები კი არა, ვაჭრობის წილი
მათზეც მოდიოდა-მეთქი, ისევე, როგორც ჰოლანდიელებზე, რისი ბედნიერებაც იმ დროის სხვა იმპერიებს არ ჰქონდათ (რუსეთი, გერმანია, ოსმალეთი და ა.შ).
თუ შეიძლება, დავაზუსტებ, რომ ეს თემა მსოფლიო მატიანის საკითხებს კი არა, ქართული ენის
დაცვას ეხება და ჩემი აზრით, ვისი გავლენის ქვეშაც არ უნდა მოვექცეთ, ვისი ჰეგემონიაც არ უნდა
იყოს კონკრეტულ ეპოქაში, ჩვენი მშობლიური მარგალიტები არ უნდა დავკარგოთ.

ნამდვილად, დღეს ამერიკული ჰეგემონიაა (ინგლისური ენით), მაგრამ ეს არ ნიშნავს, ბრმად გადმოვიტანოთ
სიტყვები -
კოფებრეიკი (სამხარი, ან უბრალოდ, შესვენება),
აფდეითი (განახლება),
სეილი (ფასდაკლება),
ივენთი (ღონისძიება),
ფართი (წვეულება),
ბეიბისითერი (ძიძა) და ა.შ

მგონი, მალევე "გილოცათ ქრისთმასსო", ხეპრეები გვეტყვიან და სიტყვა "შობა" აღარც გაახსენდებათ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 23 ივლ 2009, 10:00

ანეგდოტები არასწორი ფორმაა, ეს ბერძნული სიტყვაა და უნდა ეწეროს ხოლმე "ანეკდოტები", ისევე როგორც "რეკვიემი", "კოლოკვიუმი" და ა.შ.

ანეკდოტების მაგიერ შაირების დაწერას ნუ მოითხოვთ ოღონდ.


;)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 23 ივლ 2009, 11:07

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: თუ შეიძლება, დავაზუსტებ, რომ ეს თემა მსოფლიო მატიანის საკითხებს კი არა, ქართული ენის
დაცვას ეხება და ჩემი აზრით, ვისი გავლენის ქვეშაც არ უნდა მოვექცეთ, ვისი ჰეგემონიაც არ უნდა
იყოს კონკრეტულ ეპოქაში, ჩვენი მშობლიური მარგალიტები არ უნდა დავკარგოთ.

ნამდვილად, დღეს ამერიკული ჰეგემონიაა (ინგლისური ენით), მაგრამ ეს არ ნიშნავს, ბრმად გადმოვიტანოთ
სიტყვები -
კოფებრეიკი

არა ნუ. ბრიგადირ განვმეორდები ჭეშმარიტად შენზე ნათქვამი: "და ირწმუნა მეფეთ-მეფემან რამეთუ არა განემართების კუდი ძაღლისაი და არცა კირჩხიბი მართად ვალს... (ციტატა "ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა" XI საუკუნე, უცნობი მატიანე. რომელ დავითზეა საუბარი ალბათ ხვდები)


მე მგონია "ლამაზად" მაგრამ მაინც დონ კიხოტივით იქცევი. ქართული ენა დროის პერსპექტივაში განწირულია... ეხლაც და მით უფრო 20-40 წლის შემდეგ ის მენეჯერები (მართველები) მეცნიერები და ზოგადად მოაზროვნეები რომელთა სააზროვნო ენა ქართულია და არა ინგლისური ერთი ნაბიჯით უკან დგანან. მართალია ამ კატეგორიის ხალხი ყველგან უმცირესობაა, მაგრამ ელიტური, წარმატებული, მისაბაძი უმცირესობა. სამწუხაროდ რეალობაში ქართული ენისათვის დროის და სივრცის ჰორიზონტი შეზღუდულია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შეიკუმშება... ინდოეთში ხომ ყოფილხარ? ეგენი მილიარდი არიან და ჰინდუს ვერ ინარჩუნებენ. ჩვენ 3-4 მილიონიღა ვართ. იმედია ხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ!
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 23 ივლ 2009, 15:36

kurush wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: თუ შეიძლება, დავაზუსტებ, რომ ეს თემა მსოფლიო მატიანის საკითხებს კი არა, ქართული ენის
დაცვას ეხება და ჩემი აზრით, ვისი გავლენის ქვეშაც არ უნდა მოვექცეთ, ვისი ჰეგემონიაც არ უნდა
იყოს კონკრეტულ ეპოქაში, ჩვენი მშობლიური მარგალიტები არ უნდა დავკარგოთ.

ნამდვილად, დღეს ამერიკული ჰეგემონიაა (ინგლისური ენით), მაგრამ ეს არ ნიშნავს, ბრმად გადმოვიტანოთ
სიტყვები -
კოფებრეიკი

არა ნუ. ბრიგადირ განვმეორდები ჭეშმარიტად შენზე ნათქვამი: "და ირწმუნა მეფეთ-მეფემან რამეთუ არა განემართების კუდი ძაღლისაი და არცა კირჩხიბი მართად ვალს... (ციტატა "ცხოვრება მეფეთ მეფე დავითისა" XI საუკუნე, უცნობი მატიანე. რომელ დავითზეა საუბარი ალბათ ხვდები)


მე მგონია "ლამაზად" მაგრამ მაინც დონ კიხოტივით იქცევი. ქართული ენა დროის პერსპექტივაში განწირულია... ეხლაც და მით უფრო 20-40 წლის შემდეგ ის მენეჯერები (მართველები) მეცნიერები და ზოგადად მოაზროვნეები რომელთა სააზროვნო ენა ქართულია და არა ინგლისური ერთი ნაბიჯით უკან დგანან. მართალია ამ კატეგორიის ხალხი ყველგან უმცირესობაა, მაგრამ ელიტური, წარმატებული, მისაბაძი უმცირესობა. სამწუხაროდ რეალობაში ქართული ენისათვის დროის და სივრცის ჰორიზონტი შეზღუდულია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შეიკუმშება... ინდოეთში ხომ ყოფილხარ? ეგენი მილიარდი არიან და ჰინდუს ვერ ინარჩუნებენ. ჩვენ 3-4 მილიონიღა ვართ. იმედია ხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ!

kurush
ქართულ ენაზე აზროვნება მაჩანჩალობა ნამდვილად არ არის,
:) ენა დროსა და სივრცეში ვითარდება. უფრო კი , იცვლება და არა მგონია 20-40 წელმა, ან საუკუნეებმა გაწიროს ენა........
ენა კვდება, როცა ერი აღარ არსებობს და ეს ღმერთმა ნუ ქნას. ბოლოს და ბოლოს უმწერლობო ენებმა გაუძლეს დროს.
რაც შეეხება, ბარბარიზმების შემოტანასა და დამკვიდრებას ჟარგონების სახით (მაგ:მესიჯი,მენეჯერი და მისთანანი),მერე კი სალიტერატურო ენაში გადმოტანა, რა თქმა უნდა მიუღებელია.
მაგრამ დღეს ძნელი წარმოსადგენია ალბათ, რომ ფანჯარა, ოჯახი და უამრავი ყოველდღიური გამოყენების სიტყვა არაქართულია .... თუმცა ამას ქართული ენის უნიკალურობა არ გაუკნინებია.
მხოლოდ ლექსიკის ცვლლებაზე არ არის გამოკიდებული ენის ყოფნა არყოფნა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]