ეხლა დავიწყებ რეპორტაჟის გაგრძელებას , ალპინიადის მონაწილის-ზურას ფოტოებით. მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ პლატოს მივაღწიეთ, ოოო აქ კი რა ხდება.. ცივა,გყინავს ისე ქარია თოვლია სეტყვა თუ რავიცი რაიყო.. გიჟობა ამინდია , გავიკეთეთ წრიეპები დასვენებას აზრი არ აქვს უფრო იყინები და გავუდექით გზას რომელიც ყველაზე რთულია, თოვლიც მაღლდება აღმართიც დიდია, ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ.. ყველაზე რთული მონაკვეთები რაც კი ამ გასვლაში გამიჭირდა, 1 კვირის შიმშილობამ და უძილობამ თავისი ქნა,ვოცნებობ როდის მომცემენ ჩემ წილ ჩურჩხელას და შოკოლადს,ვაიმე როგორ მინდა აი ვკვდები ისეეე..მგონია ერთ ლუკმა შოკოლადს რო შევჭამ ეგრევე კარგად გავხდები, მარა ვერ ვამბობ მერიდება, ჩემ წინ გოგოს აქვს ჯიბეში სნიკერსები და ჩემი გულისთვის ხო არ გავაჩერებ მთელ ხაზს... უკვე ვიქცევი ყოველ 2 ნაბიჯში ,მაგარი ქარია და ეგეც ხელს მიწყობს წაქცევაში..

ჩემს უკან მდგომი ბიჭი უკვე გრძნობს რო ვერ არის ჩემი საქმე კარგად და ჩემი ჩანთის მოკიდებას მთავაზობს, თან იმით მანუგეშებს რო ჩემზე საერთოდ არ ზრუნავს უბრალოდ შეიძლება ჩემი გულისთვის თვითონაც უკან გაბრუნება მოუწიოს და ეს არ უნდა

)ლლაპარაკის თავიც არ მაქვს ხმა ჩამეხლიჩა, თმაზე დავიხედე და ყინულებს ვხედავ, ისე კიარა თმა მთლიანად იყოს მოყინული , ყოველ თმის ღერზეა სათითაოდ ყინული, უცებ ჭაღარებიც კი მეგონა..ხელები მეყინება საშინლად, თავიდან ვცდილობ ცოტა ვამოძრაო.. მერე უკვე მტკივა მაგრად..მერე საერთოდ ვეღარ ვგრძნობ..მერე ხათუნა(ჩემს წინ მდგომი გოგო) მეკითხება როგორც იქნა ცუდად ხო არა ვარ და კიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ვარ ვარ ვარ

ზურას ეძახის კუჭავას ,ზურა მოვიდა ხელთათმანები გამხადა და ხელები მოყინული მაქ

წავიდა მასაჟები და მთელი ამბებიიიიიიიიი.. აუ რა მტკივნეული იყოოოოოო.. კუნძზე რო ხელს დაგიდებენ და ზედ ჩაქუჩს გირტყავენ.. კოშმარიიიი.. სუ გამომაფხიზლა ამ ტკივილმა

მერე კიდევ სხვა ხელთათმანები ჩამაცვეს და გავაგრძელეთ გზა.. აი ისევ ისე ვარ.. 2 წუთში ხელებიც ისევ ისე , ფეხებიც ,თავიც, ენერგიაც... ვიარეთ ვიარეთ და ვგრძნობ რო უკვე უნდა დავეცე და მესმის სიმღერა.. ჩვენ 5ად ვიყავით ჯგუფები დაყოფილი, ჩვენი ხაზი ყველაზე ბოლო იყო..რას მღეროდნენ არ მახსოვს მგონი ჩემი ხატია სამშობლოს.. უცებ გამომაფხიზლა.. ნუთუ მივედით ვფიქრობ, წინ დიდად არაფერი ჩანს ნისლია მაგარი..არადა ხმა ახლოს ისმის სიმღერის ჰაჰა 20 ნაბიჯი და იქ ხარ.. ნუთუ ესაა ბოლო.. დამთავრდა ყველაფერი..მეშინია ვიკითხო მივედით თუ არა..მგონი მოვედით, წარმოვიდგინე და უცებ ყელში ბურთი გამეჩხირა თვალებზეც ცრემლები მომადგა(აბაა.. ეგეც შემძლებია:D)
ხო იმის თქმა დამავიწყდა რომ 28დან მხოლოდ სამი გამოეთიშა გასვლას,1 თავიდანვე და 2 პლატომდე