

ესაა ჯიპ-ტური მათთვის, ვისაც გურიის მთიანეთის, კონკრეტულად კი ბახმაროს ნახვა უნდა. თუმცა ბახმაროში ნებისმიერი მანქანა ადის და ჯიპი აუცილებელი არაა. დეტალებს დაწვრილებით მოგვიანებით დავწერ, მანამ კი ზოგადად. თბილისიდან გავალთ 14-ში, პარასკევს, სამუშაო საათების შემდეგ. ღამე ჩავალთ ან ჩემთან სოფელში, ან - სადმე სამტრედია-ჩოხატაურის ტერიტორიაზე გავათევთ კარვებში. ჩემი სოფელი ხევისწყალას ხეობაშია, მთავარი გზიდან 10 კილომეტრში და ცოტა ეს მაფიქრებს. თორემ იქ თუ ავალთ, დილით, ბახმაროში წასვლამდე ორკეს მთაზე ავარბენთ და მთელ ხეობას გადავხედავთ ზემოდან. დროის მიხედვით, იმ ჩანჩქერებსაც ვნახავთ ან სხვა ლამაზ ადგილებს, "ჩემი სოფლის" თემაში რომ დავდე. დაახლოებით 12 საათზე იქიდან წავალთ ბახმაროში, გზად ნაბეღლავის ჩამომსხმელ ქარხაბნაში შევივლით და ნაღდ ნაბეღლავსაც გავსინჯავთ (შეგვიძლია ხევის ეკლესიაც მოვინახულოთ, მაგრამ ეს სუულ ცოტათი გზას გაგვიმრუდებს), შევისვენებთ ცხრაწყაროში იქაური წყალის დასაგემოვნებლად და ფოტოებისთვის და ავალთ ბახმაროში. იქ იმ გორაზე ავალთ, საიდანაც მზის ჩასვლა მოჩანს. ამბობენ, რომ ეს ულამაზესი სანახაობაა. კვირა დილას, თუ ვივაჟკაცებთ, მზის ამოსვლასაც შეგვიძლია ვუყუროთ, ოღონდ საამისოდ საკმაოდ შორს მოგვიწევს წასვლა და ძაან ადრეც უნდა ავდგეთ - სადღაც დილის 4 საათზე. მაგრამ ეს თუ დაგვეზარება, შეგვიძლია, არ წავიდეთ, ბახმარო დალაგებულად მივიარ-მოვიაროთ და წამოვიდეთ თბილისისკენ, გზად კი ან ერკეთის ეკლესია ვნახოთ, ან - სუფსის ხეობაში გურის ტბაზე ავარბინოთ - ამის გადაწყვეტა პრობლემა არაა.
თბილისიდან გასვლასტან დაკავშირებით, თუ ვინმეს პარასკევი საღამო არ აწყობს, შეგვიძლია შაბათ დილითაც გავიდეთ, მაგრამ მაშინ ჩემს სოფელში ვერ ავალთ (აქ ნოემბრისთვის კიდევ ერთ გასვლას ვგეგმავ - მხოლოდ ამ ერთ სოფელში და არა სხვაგან). თბილისიდან დილის 7 საათზე რომ გავიდეთ, ბახმაროში 3-4 საათისთვის მაინც ვიქნებით, რაც უნდა ნელა ვიაროთ.
მოკლედ, ველოდები თქვენს რეაქციებს.