anano
ეს მე ვარ ბოროტი და აუტანელი ხო?
არადა რომ მიცნობდე რა ნეტარი ვარ, შორიდან ვჩანვარ ეგეთი საშიში, თორემ ახლოდან იმისთანა საყვარელი ვარ, თითებს ჩაიკვნეტ (ჰა, გამომადგა მგონია აბალდუის PR ტვინის ბურღვები

)
ის რომ მთელი კარავი ჩაერთო, მაგი კარგია, ზნაჩიტ გული შასტკივათ. ეგ კაია. ნამდვილად.
ეს გასვლა სამაგალითოა იმდენად, რამდენადაც კარავზე ბოლო ხანს დაგროვებული პრობლემების გამოვლინების კარგი საშუალება იყო და მათი გამოაშკარავება შემდგომში მათი თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.
ლაშქრობის წინასწარ კარგი ორგანიზებულობა - დაწყებული რუქებზე მარშუტის განხილვით და ეგეთებით, ამინდის პროგნოზით და შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევით..
ლაშქრობის მსვლელობის ორგანიზება, დილით რომელზე უნდა ადგეს ლაშქარი, როგორ დანაყრდეს (ძალიან თუ მცირედ, რომ მერე მუცელში სიმძიმემ სიარულში არ შეაწუხოს), ალკოჰოლი რამდენი მიიღოს (მერე აღმართებზე ძალიან რომ არ დააწვეთ), დიდი შესვენება დაახლოებით რამდენ ხანში გაკეთდეს და დაახლოებით სად, რომ მოლაშქრეებს ძალიანაც არ მოშივდეთ და არც ყოველ წამში შეჩერდნენ
საორიენტაციო ადგილების დაგეგმვა - აი იმ მთას რომ გადავცდებით, ყველანი ვიკრიბებით - იქით მივდიივართ ყველანი. საღამოს მწვანე ტბაზე ვბანაკდებით და ეგეთები.
მომეწონა ვიღაცამ ახსენა "ხერგიანები". მაგიც პრობლემაა უკვე. მუხლი ერჩით და მირბიან. საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ რომ მაგრები არიან. არიფები
მათ საკუთარ თავში დარწმუნება სჭირდებათ, მაგიტომ მირბიან, თორემ გამოცდილი მოლაშქრეს საკუთარ თავში დარწმუნება არ სჭირდება - მაგი ეტაპი გავლილი აქვს უკვე. მიდის იმ ტემპით, რომელიც მთლიანად ლაშქრობისთვისაა საჭირო. თუ საჭიროა ნელა, თუ საჭიროა სწრაფად, თუ საჭიროა და სირბილით. ისე, გამოცდილ მოლაშქრეებს ნელი, მაგრამ გაუჩერებელი სიარულის ტემპი ახასიათებთ.
როცა გვერდზე ახალი მოგყვება, ბუნებრივია ის შედარებით ნელა ივლის, მეტი პრობლემა ექნება და დახმარება შეიძლება იყოს საჭირო - თითოეული ჩვენთაგანი რაღაც ეტაპზე ახალი იყო და თუნდაც მაქედან ვიცით ეგ. მერე უკვე ფეხიც ეჩვევა, მუხლიც, ზურგიც, თვალიც და უფრო ადვილია. მერე უკვე სხვასაც ეხმარები.
და კიდევ, ყოველთვის გული მწყდება როცა არ მეხმარებიან

აქაოდა მაგარიაო და საკუთარ თავს მიხედავსო, ისე გაივლიან, ერთხელაც არ გადმომხედავენ, არადა იქნებადა ვკვდები (თუმცა ჯერ ეგეთი არ ყოფილა მგონია). ასე რომ მხარში დგომა ყველას სჭირდება, არა მარტო ახლებს. მით უმეტეს, რომ გამოცდილ მოლაშქრესაც შეიძლება რაიმე პრობლემა შეემთხვას. დაზღვეული არავინ არის (არ ვგულისხმობ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევას).
ერთი სიტყვით ნაყინი მიყვარს
