ალბათ საჭირო ხდება ლაშქრობის
(იგულისხმება დიდი და რთული ლაშქრობები)
საერთო წესების ჩამოყალიბება
და დანერგვა.
მარტივი ლაშქრობებიც კი ითხოვს გარკვეული წესების შემოღებას
და მაგ. ერთი ასეთი საკითხი უკვე დავსვით
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
დიდ ლაშქრობებში:
1) ყველა ემორჩილება ორგანიზატორს და ხელმძღვანელს
ის რასაც იტყვის - აკეთებენ იმას.
ანუ როდის იქნება გასვლა, დასვენება, ჭამა და ა .შ.
2) უნდა იყოს ჩამკეტი და ლაშქრობის მოწინავე ჯგუფი
თუ ჯგუფი დიდია - უნდა გაიყოს სამ ნაწილად -
მოწინავე, შუა და უკანა ნაწილი (ნელა მოსიარულეთათვის)
სამივე ჯგუფში უნდა იყოს გამოცდილი მოლაშქრე, რომელსაც ყველა
დაუჯერებს.
3) სამივე ჯგუფი ერთმანეთს ელოდება
დათქვამენ ხოლმე შეხვედრის დროს და ადგილს
და სიარულისას აუცილებელია გადაძახილი.
ეს ჩემი აზრია --
ტყეში და კლდეებზე მივლია
დიდ ლაშქრობების გამოცდილება არ მაქვს,
მაგრამ აქაური ამბების მერე ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა.
დანარჩენი დაწერონ და შეაფასონ გამოცდილმა მოლაშქრებმა.