1958 წელს არქეოლოგმა ჯეიმს მელაარტმა გააკეთა აღმოჩენა, რომელიც თავისი მნიშვნელობით ალბათ მხოლოდ ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენას თუ შეედრება - ეს აღმოჩენა ჩათალ-ჰუიუკი იყო. ანატოლიაში მდინარე უარშამბაჩაის ნაპირას მისი ყურადღება მიიპყრო ბორცვმა, რომელსაც თურქები ჩათალ-ჰუიუკს - ორმაგ ბორცვს უწოდებდნენ.
ჩათალ ჰუიუკი სამჯერ დიდია იერიქონზე, თავიდან მელაარტს არც კი დაუჯერეს, რომ მან ასეთი დიდი ხნის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინა, მაგრამ გათხრების შემდეგ დაადგინეს უძველესი შრეები სადაც ნახეს ფრესკული ნახატები, ქანდაკებები, სპილენძის და ტყვიის ნაკეთობები, მძივები, ხის ჭურჭელი. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა 6800-5800 წელი ჩვ წ.ა-ღმდე! ეს სენსაცია იყო!
დათხრილია მე-12 შრე (6800 წელი ჩვ tსა-ღმდე) და დღემდე არაა აღმოჩენილი ქალაქის დაცემის და აღმავლობის ნიშნები - თითქოს 1000 წელი აქ ცხოვრება ერთნაირად - მკვეთრი კატაკლიზმების და ომების გარეშე მიმდინარეობდა
ქალაქი დაპროექტებული იყო მართკუთხა სახლებით (8-10 = 4-6 მ), რომელთაც არ ჰქონდათ ფანჯრები - უფრო სწორედ ფანაჯარაც და კარებიც სახურავზე იყო. ქალაქში არ იყო ქუჩები, ვინაიდან სახლები მჭიდროდ იყო მიბჯენილი ერთმანეთს.
სახლებს აგებდნენ აგურებისაგან, გარე სამყაროს უკავშირდებოდნენ კიბეების დახმარებით. საშენი მასალა თიხა იყო. მისგან კეთდებოდა საწოლები და სახლის შიდა ინტერიერი. აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა ხარის გამოსახულება, რომელიც თითქმის ყველა სახლში იყო.
ეს ნამოსახლარი ვრცელდება 12,8 ჰა ფართობზე.
სახლები სწორკუთხაა, ალიუზით ნაშენი. არის ნეოლითური კულტურა, განვიოთარებული იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. გვხვდება კაჟის შრომის იარაღები, პრიმიტიული კერამიკა. ქვისა და ხის ჭურჭელები. გვიანდელ ხანას ეკუთვნის უკмე კერამიკის ახალი დამუშავების ტექნოლოგიები, გვხვდება ნახატიანი ჭურჭელი, სადაც გამოსახულია ნადირობის სცენები და საკურთხეველი.
გვხვდება მცირე ზომის ქანდაკებები, ცხოველების და ადამიანების...
ეს ხალხი უნდა ყოფილიყო საკმაოდ განვითარებული, მათ ქონდათ საკუთარი ხელოვნების მკაცრად ჩამოყალიბებული სტილი, ალბათ სკოლებიც. ეს აისახება ჩუქურთმებში, ქანდაკებებში, კედლის მხატვრობაში.
ეთაყვანებოდნენ ქალის კულტს, რომელიც ზის ტახტზე უმეტესად და დაკავშირებული კატისებრთა ოჯახის რომელიმე მტაცებელ ცხოველთან. ამის დასკვნას გვაძლევს ქალი-ღვთაების ტახტის სახელურთა თავები.
ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება, ნადირობა და მეცხოველეობა. დაადგინეს კულტივირებული მცენარეების 14 სახეობა, - სხ/სხ სახის ხორბალი, ქერი და ბარდა. ნუში, შესაძლოა ჰქონდათ ზეთიც.
Из ÑемÑн крапивного дерева, вероÑтно, делалоÑÑŒ вино.!!!
ჰყავდათ შინაური ცხოველები - საქონელი, მოშინაურებული იყო ძაღლი.
საინტერესო ისაა, რომ ნადირობდნენ გარეულ ხარზე! და ირემზე - არის ფრესკები სადაც ეს ნადირობაა გამოსახული - ფიგურირებს ასევე ტახზე ნადირობაც! ნადირობის კულტს უძღვნიდნენ ცალკე შენობებს- ალბათ -ეს ტაძარი იყო, სადაც რიტუალებს ატარებდნენ..
ფრესკებზე არის გამოსახული ადამიანები, რომლების ცეკვავენ დიდი ცხოველების გარშემო - საინტერესოა ხარის და გარშემომყოფი ადამიანების გამოსახულება -
არის გამოსახული შვილდ-ისრები. დოლები, ხელში უჭირავთ რქები. არის დათვის, ტახის, გარეული ვირის - ონაგრას, ლეოპარდის !! გამოსახულებაც კი!
საინტერესოა კიდევ ერთი გამოსახულება -
აი ციტატა სტატიიდან - ეს სცენა შედარებული კრეტას ტავრომახიას და ბასკური წარმოშობის კორიდას!!
Ð“Ð»Ð°Ð²Ð½Ð°Ñ Ñ€Ð¾ÑпиÑÑŒ из другого храма наводит на мыÑль о минойÑкой Ñпохе Крита. ЗдеÑÑŒ изображен огромный бык, вокруг которого танцуют люди. Один из них делает Ñальто на Ñпине быка. Подобные же прыжки через три-четыре тыÑÑчи лет ÑчиталиÑÑŒ на Крите ритуальным видом Ñпорта. Следы таких же игр проÑлеживаютÑÑ Ð²Ð¿Ð»Ð¾Ñ‚ÑŒ до Индии, а в наше Ð²Ñ€ÐµÐ¼Ñ Ñ‚Ñ€Ð°Ð½ÑформировалиÑÑŒ в корриду. Быка из Чатал-Гуюка мужчина держит за выÑунутый Ñзык: Ñтот болезненный прием, очевидно, раÑÑчитан на то, чтобы удержать быка на меÑте.
საინტერესოა ლეოპარდის გამოსახულება ჩათალ-ჰუიუკში - ლეოპარდის კულტი განსაკუთრებით გავრცელებული იყო პირველყოფილ კულტურებში. ეს კულტი იყო გავრცელებული აფრიკაში და აზიაში უძველეს დროში ეგვიპტეში ქურუმები ატარებდნენ ლეოპარდის ტყავის მანტიებს. და ისინი იჩვლებოდნენ სამეფო ცხოველად. ტუტანხამონის აკლდამაში ფარაონის მცველი ქანდაკებები სწორედ ლეოპარდზე იდგნენ.
ლეოპარდის კულტი აფრიკის ტომებში დღესაც გავრცელებულია.
ჩათალ-ჰუიუკშიც არის ლეოპარდის კულტის გამოსახულებები -
ქალი და კაცი ცდილობენ ლეოპარდის იმიტაციას - არის ორი ლეოპარდის ბარილეფიც. ერთ-ერთ ტაძარში გამოსახულია ლეოპარდი - ზევით ყვითელი ფერის -შავი წინწკლებით, მწვანე პირით და ქვედა მხარეს კი შავი თეთრის ფონზე და წითელი თათებით. მათ წინ იდგა ქალის ქვის ქანდაკება.
მაგრამ საუკეთესო სენსაცია იყო შიშველი ქალის ქანდაკება ლეოპარდისთავებიან ტახტზე.

ფეხებთან იყო თავის ქალები და ასევე ახალშობილის თავი - ეს ალბათ იყო ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც ანსახიერებდა წარსულს (თავის ქალები) და მომავალს -(ახალშობილი) ანუ სიცოცხლეს. ასეთ ტაძრებში პოულობდნენ მხოლოდ ქალების ჩონჩხებს - რაც ჩათალ-ჰუიუკში ქალის კულტზე და მატრიარხატზე მიუთითებს - შესაძლოა ქალები ასრულებდნენ ქურუმების როლსაც.

ხშირად ქალის ქანდაკება ხართან ერთად ან ახლოს გამოისახებოდა რაც ხარის და დედა-ღვთაების კულტის ურთიერთკავშირზე მიუთითებს.
მამაკაცებს ჩათალ ჰუიუკში მარხავდნენ ცალკე - ძირითადად საცხოვრებელი სახლის ქვეშ - ზოგჯერ თავის ქალა ცალკე იმარხებოდა და ტანი ცალკე. ძნელი სათქმელია - რატომ...
აღმოაჩინეს კიდევ ერთი სახის დამარხვის წესი - ნახეს ტაძარი სადაც თავის ქალები დალაგებული იყო ხარის თავების ან ნახატების წინ. დაასკვნეს, რომ მამაკაცის სიკვდილის შემდეგ სხეული გაჰქონდათ ქალაქის გარეთ- სანამ სვავები არ მოაცილებდნენ მთელ ხორცს და მერე ძვლებს აბრუნებდნენ უკან შენობაში და სახლის ქვეშ მარხავდნენ. თუმცა ზოგიერთ კაცებს მაშინვე მარხავდნენ. რატომ - ჯერ უცნობია.
საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთ ხალხში დამარხვის ასეთი წესი მერეც შემორჩა - ამის შესახებ წერდა სტრაბონი - როცა კვდებოდა ბელადი მის ხორცს ხარშავდნენ ხარის ხორცთან ერთად და მთელი ტომი სჭამდა მას - რათა ყველაზე გადასულიყო ბელადის ძალა. მემკვიდრეს აძლევდნენ გულ-ღვიძლს.
ფრიგიაში თურმე ქურუმების ნეშტს ღებავდნენ ოქროსფერი საღებავით და დგამდნენ როგორც ძელს - მიაჩნდათ, რომ ქურუმები სიკვდილის მერეც უნდა ყოფილიყვნენ ხალხის დამცველები ავი სულებისაგან.

მამაკაცებს საფლავში ატანდნენ ხანჯლებს, ობსიდიანისგან გაკეთებულ იარაღს - ქამრებს, მშვილდ-ისარს.ჭურჭელი ჰქონდათ თიხისგან და ქვისგან გაკეთებული,სამარხებში არაა ნაპოვნი ცულის და სეკირას მსგავსი იარაღი თუმცა მათი გამოსახულებებ არსებობს - შესაძლაო იარაღი კეთდებოდა მეტალისგან და იმდენად ძვირფასი იყო, რომ გადაეცემოდა შთამომავლობას და ენანებოდათ მისი სამარხში ჩატანება.
ჩათალ-ჰუიუკში 7000 წლის წინ ჩვ. წ.ა-ღმდე უკვე იცოდნენ სპილენძის და ტყვიის დამუშავება. ამას მამაკაცები აკეთებდნენ. მიწათმოქმედებით დაკავებულები იყვნენ ქალები, კაცები კი მეცხოველეობით და ნადირობით.
ჩათალ ჰუიუკში იყო სოციალური თანასწორობა. არაა შემჩნეული მდიდრები და ღარიბები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ ბელადები და ქურუმები...
ეს კი საინტერესოა! ეს ბორჯაღო უნდა იყოს!!
Удивительной находкой Ñтала ВифлеемÑÐºÐ°Ñ Ð·Ð²ÐµÐ·Ð´Ð°, нариÑÐ¾Ð²Ð°Ð½Ð½Ð°Ñ Ð½Ð° Ñтене одного из храмов. Ðикто не предполагал, что она наÑтолько древнÑÑ. Как, впрочем, и креÑÑ‚: в другом храме изображен креÑÑ‚ в пурпурных и оранжевых тонах, поверх краÑки нанеÑен Ñлой толченого горного хруÑталÑ. Ðетрудно предÑтавить, как таинÑтвенно-магичеÑки ÑветилÑÑ Ð¾Ð½ в отблеÑках коÑтра.
ჩათალ-ჰუიუკმა უცებ შეწყვიტა არსებობა - არაა ნაპოვნი კატასტროფის ან შემოსევის კვალი - საინტერესო ისაა, რომ საბერძნეთში ნეანიკომედიაში იპოვეს ჩათალ-ჰიუკის ანალოგიური 7 ათასწლეულის (ჩვtსაღმდე) კერამიკა და თიხის ბეჭდები - არაა გამორიცხული ადგილი ჰქონდა რაღაც მიგრაციას...
ჩათალ-ჰუიუკის დაცარიელების შემდეგ ჩნდება სხვა კულტურული ცენტრები ანატოლიაში ოღონდ 2000 წლის დაშორებით - ანუ შუმერული კულტურა არ აღმოჩნდა ყველაზე ძველი და პირველი - როგორც ეს ჩათალ-ჰუიუკის აღმოჩენამდე ეგონათ.
ეს ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო დედამიწაზე.