პოსტი 5XX
"ტრილოგია"
ქუთეისი ქალაქია იმფერი
მეიფიქრებს ვინცხა რაცხას საცხა:
მეიტეხეტ ბარკალი და კისერი -
ვარიები ქე გვყავს ბევრი რაცხა.
(აქ ძვირფასო მკითხველო პირველი მესიჯი დასრულდა და მეორეს მოსვლაც მალევე მამცნო ტელეფონმა

თბილისი კი ქალაქია ისეთი
რომელიც რომ მენატრება მუდამ,
ხან შავ-თეთრი, ხანაც ჭრელი ფერებით,
ხანაც თეთრი, როგორც თოვლის გუნდა.
(აქ დასრულდა მეორე მესიჯი და უკვე გამოცდილი მკითხველი მიხვდება რომ მესამემაც არ დააგვიანა)
კარავი.ჯე ოჯახია ისეთი
სადაც შესვლას მუდამ გულით ველი.
მოწიწებით გესალმებით შორიდან,
სიყვარულით - გობე კარაველი.
(ძვირფასო მკითხველო, ეს ტრილოგია მე დღის 3 საათზე უკვე მქონდა მარა აქამომდე მისი გამოქვეყნება ვერ შვძელი რადგან სამსახურში ინტერნეტს ვთხოულობთ... მეზობელი ორგანიზაციისგან... იმ ორგანიზაციაში ქალებმა გამორთეს სვიჩი და შეაერთეს პლიტა... მერე წავიდნენ სახლში... და მერე ორი დღე აღარ მოვიდნენ და ის ოთახი ვეღარ გააღეს სადაც გამორთული სვიჩია დარჩენილი...)