მოსალოდნელიც იყო, რომ რიცხვი-ციფრზე გამოხმაურებები იქნებოდა.
მოდით, ჯერ ვნახოთ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი:
ციფრ-ი [ლათ. cifra < არაბ.] - რიცხვის აღმნიშვნელი ნიშანი.
ახლა კი, იმ წერილებს გაეცანით, რომელიც ქართულ ინტერნეტ-სივრცეშია.
აქვე გთავაზობთ
ARCHILIს
მოწერილ წერილსაც, რომელიც, ასევე, საინტერესოა:
http://jiblog.ge/?p=71#more-71
ათობით თვლის სისტემაში, სულ არის ათი ციფრი: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9.
ციფრს, არანაირი კონკრეტული შინაარსი არ გააჩნია. იგი არის, მხოლოდ სიმბოლო, ნიშნაკი, რომლის საშუალებითაც გამოიხატებიან, გამოისახებიან რიცხვები. რიცხვებს თავისთავად რა თქმა უნდა, გააჩნიათ შინაარსი — მათი საშუალებით აღიწერებიან რაოდენობრივი მახასიათებლები, ისინი გამოიყენებიან არითმეტიკულ მოქმედებებში და ა.შ.
ARCHILI wrote:
ციფრი და რიცხვი სხვა და სხვაა, ქართულობაზე არაა, მაგალითად 56 არის რიცხვი, რომელიც ორი ციფრისაგან შედგება, "5" და "6".
0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 კი ნატურალური რიცხვებია.
შეგიძლია ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ ვინმე იტყვის, "ციფრი 56", შეუსწორო, რომ "56" ციფრი კი არა, რიცხვია.
http://www.sapikhvno.org/viewtopic.php? ... &start=130,
ციფრი არის რიცხვების ჩასაწერი სიმბოლო და ამიტომაა რომ 0‚ 1‚ 2‚ 3‚ 4‚ 5‚ 6‚ 7‚ 8‚ 9 არის როგორც რიცხვი ასევე შესაბამისი გრაფიკული სიმბოლოს სახელიც.
ციფრი 2 578 292 არ არსებობს‚ და ცხრაზე უნდა ვთქვათ რიცხვი თუკი იგი რაოდენობის გამომხატველიაჩ ხოლო თუკი არის მათემატიკური ანბანის ასო‚ მაშინ უნდა ვთქვათ ციფრი.
ციფრები არის მათემატიკური ანბანის ასოები. განვიხილოთ A‚ რა არის იგი?
A არის ლათინური ანბანის ასო და ამასთანავე ინგლისური სიტყვაა.
ასევეა ციფრების შემთხვევაშიც.
ქართულმა სალაპარაკო ენამ კარგად მოახდინა ამის გაყოფა.
კერთოდ კი‚ ნულიანი‚ ერთიანი‚ ორიანი‚ სამიანი‚ ოთხიანი‚ ხუთიანი‚ ექვსიანი‚ შვიდიანი‚ რვიანი‚ ცხრიანი არის ციფრი‚ ხოლო ნული‚ ერთი‚ ორი‚ სამი‚ ოთხი‚ ხუთი‚ ექვსი‚ შვიდი‚ რვა‚ ცხრა კი - რიცხვი.
სრული ჭეშმარიტებაა, ციფრი - მოიხსენიება რიცხვის აღმნიშვნელ ნიშნად.
თუმცა, მე ციფრებით
ვწერ თუ რიცხვებით და მგონი, ეს არც სმეტყველო ენას ვნებს, არც ამდიდრებს.
მოდით, უბრალოდ, ყველამ გამართულად ვიმიეტყველოთ, რა