ეგ ილია კი არა, გათანამედროვებული იაკობ გოგებვშვილიაZVIOSULI wrote:kurush
ჩემს თვალში ილი ხარ ჭავჭავაძე ოღონდ მოდერნიზირებული
დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
optimisti
კარგი პოსტი იყო!
ეხლა არავინ შემისწოროს, თორემ კახურად დედას მოუ....ავ
(შუტკაა რა)
კარგი პოსტი იყო!

ეხლა არავინ შემისწოროს, თორემ კახურად დედას მოუ....ავ

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა
ჰოდა, ასე:
პრეზენტაცია - წარდგინება, ჩვენება
აპდეიტი, აპდეიტირება - განახლება
არ გაგიკვირდეთ, "აპდეიტირებას" რომ ვწერ, ამასაც შევხვდი პრაქტიკაში
საით მიგვეჩქარება? ან რად არ გვაკმაყოფილებს ჩვენივე ფრაზები და სიტყვები? ის კი არა და, ერთმა ნაცნობმა ქართულ ენაზე ანგარიშის წარმოდგენისას განაცხადა ინსტიტუციონალური სტრენგტჰენინგიო... მდაააა... რას არ გაიგებს კაცი... 
პრეზენტაცია - წარდგინება, ჩვენება
აპდეიტი, აპდეიტირება - განახლება
არ გაგიკვირდეთ, "აპდეიტირებას" რომ ვწერ, ამასაც შევხვდი პრაქტიკაში

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ცხადია, ენა ვითარდება, ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ.
თუმცა, უცხო სიტყვების ჩანაცვლებას ენის განვითარებასთან შეხება არ ვქვს.
პირიქით, მას აკნინებს კიდეც.
აბა, საღ კბილს ხელოვნურით ვინ ცვლის ან ვინ იჭრის ჯანმრთელ კიდურს და ხელოვნურს იკეთებს?
ალბათ, უჭკუო.
ენაც ასეა - მშობლიურს უცხო სიტყვის ჩანაცვლება რად უნდა?
რომ არ გქონდეს შესაბამისი სიტყვა და მოფიქრებაც ძნელი იყოს, კი ბატონო,
შემოვიტანოთ ახალი ენაში.
უცხო სიტვის შემოსვლის კი არა, ქართულის უცხოთი ჩანაცვლების წინააღმდეგი ვარ.
კიდევ 1 მაგალითს მოვიყვანდი -
წარმოვიდგინოთ ქართული ჩოხა.
ვინმეს აზრად მოუვა, რომ მასზე ჰალსტუხი ჩამოიკიდოს?
თუ კი, ის არც ჩოხა იქნება, არც - ევროპული კოსტიუმი.
აი, ჩოხის შესეკრედ ევროპული ქსოვილი რომ გამოვიყენოთ, ეგებ ქართული კოსტიუმი გამდიდრდეს
კიდეც, მაგრამ ამას ჩოხის დამახინჯებასთან კავშირი არ ექნება

რამდენი წლისაც არის ქართული ენა, მეტი თუ არა, იმდენი წლის მაინც არის შეშის გამათბობელი.
დღეს მას თურქული სიტყვა "ღუმელით" მოვიხსენიებთ.
ახლა მითხარით, ქართული სიტყვის დაკარგვა და უცხოს შემოტანა ენის გამდიდრებაა?
რა თქმა უნდა - არა.
იგივე ბედი დაემართა, ვთქვათ, "საათს".
რა, არაბების შემოსვლამდე ჩვენი წინაპრები საათს არ ხმარობდნენ?
ხმარობდნენ და დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ქართული სიტყვით მოიხსენიებდნენ.
ის, ვინც "აფდეითს", "ლანჩსა" თუ "მენეჯერსა" და "სენსეტიურს" იყენებს, გვატყუებს, როდესაც ამბობს, ენას ვამდიდრებო.
კიდევ უფრო უარეს შემთხვევაში, მან კგდ არც მშობლიური იცის, არც ინგლისური.
დღეს მას თურქული სიტყვა "ღუმელით" მოვიხსენიებთ.
ახლა მითხარით, ქართული სიტყვის დაკარგვა და უცხოს შემოტანა ენის გამდიდრებაა?
რა თქმა უნდა - არა.
იგივე ბედი დაემართა, ვთქვათ, "საათს".
რა, არაბების შემოსვლამდე ჩვენი წინაპრები საათს არ ხმარობდნენ?
ხმარობდნენ და დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ქართული სიტყვით მოიხსენიებდნენ.
ის, ვინც "აფდეითს", "ლანჩსა" თუ "მენეჯერსა" და "სენსეტიურს" იყენებს, გვატყუებს, როდესაც ამბობს, ენას ვამდიდრებო.
კიდევ უფრო უარეს შემთხვევაში, მან კგდ არც მშობლიური იცის, არც ინგლისური.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
ეხლა ორივემ მოკუმეთ საინფორმაციო ღრუ... თქვენ თვითონ ხართ "მკვდარი სეულები" თუ კარგია!!! "მე ვარ ის ვინაც უკუაგდო უდაბნოს ცეცხლი"GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეგ ილია კი არა, გათანამედროვებული იაკობ გოგებვშვილიაZVIOSULI wrote:kurush
ჩემს თვალში ილი ხარ ჭავჭავაძე ოღონდ მოდერნიზირებული

მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს
დავიცვათ ქართული ენა
kurush"]
მათ შემდეგ კიდევ უამრავი ტერმინი შეიქმნა, და მათ გაქართულებასაც სჭირდება მათსავით კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანები, ვინც მათსავით სრულყოფილად იციან ქართულიც და უცხო ენებიც.
აქ კი მოვიყვან არანაკლები ქართველის სტრიქონებს:
"ტა, ტა, ტა ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო, ხო, ხო,ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს,--
თვარა,-- კი!--
სხვა როცა მე შემომნატრის,
მე მივბაძო სხვას?!
მე-პატრონმა,
მე-პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე-პატრონმა,
მე-პატრონმა ამისთანა ცის,-
თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ-
სხვას მივბაძო?!
ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?!-
მატრო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი....
არა!
სხვისი მისაბაძი რა მჭირს,
თვარა, -კი!"
(მუხრან მაჭავარიანი 1960)
"კი, მაგრამ...
ღმერთი აღარაა!
ბნელა?! -
ქართული იქნებ ვინმეს ნორჩი ჰქონია ენა!!
ვინმემ,
არცაა გასაკვირი, -
არც იცის იქნებ, -
ქრისტეს შობამდე რომ შეიქმნა ქართული წიგნი.
არა!
ეს ასე რომ არ იყოს, კიდე, - ხო,-
მარა! -ასე რომ არის?!
არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მე მგონი, ცოტა
არც იმას, -
წერდნენ რა ენაზე ვაჟა და შოთა!
კი, მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?! -
ქართული იქნებ ვინმეს მდარე ჰგონია ენა?!"
(მუხრან მაჭავარიანი. 1974)
ამ სტრიქონებს შექმნის თარიღები საგანგებოდ მივუთითე.
დამეთანხმებით რომ დღესაც დგას იგივე პრობლემა.
ამჯერად რუსული ინგლისურმა შეცვალა .
მიჩნდება კითხვა : თუ "კომუნიზმის" მშენებელ ოკუპირებულ ქვეყანას და დემოკრატიის მშენებელ დამოუკიდებელ ქვეყანას ერთიდაიგივე პრობლემა აქვს თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, აქ თვით ამ ქვეყნის
მოქალაქენი ხომ არ არიან ბრალეულნი?
პირადად ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი ისევ მუხრან მაჭავარიანის სტრიქონებით გამოვხატავ:
"...შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიყვა,
რომელიც გეჩოთირება -
ვცდილობ გაშორო,
რაც შემიძლია...."
პროგრესზე უარს არავინ ამბობს (ამ თემაში მაინც), მაგრამ შეგახსენებ, რომ თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია შექმნეს ისეთმა დიდმა ქართველებმა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, გიორგი ნიკოლაძე, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია.....იაკობ ცურტაველის შემდეგ შეიქმნა მთელი თანამედროვე მეცნიერება, შესაბამისი ტერმინოლოგიაც. მაგალითად მენდელეევის ტაბულა როგორ უნდა გადმოქართულდეს??? თუ ენის "დაცვის" მოტივით უარი უნდა ვთქვათ მროგრესზე...
მათ შემდეგ კიდევ უამრავი ტერმინი შეიქმნა, და მათ გაქართულებასაც სჭირდება მათსავით კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანები, ვინც მათსავით სრულყოფილად იციან ქართულიც და უცხო ენებიც.
აქ კი მოვიყვან არანაკლები ქართველის სტრიქონებს:
"ტა, ტა, ტა ტა!
რანაირად ბრდღვინავს არაგვი!
ხო, ხო, ხო,ხო! -
ხმელეთს როგორ ეხეთქება ზღვა!
არა!
სხვისი მისაბაძი
რა მჭირს,--
თვარა,-- კი!--
სხვა როცა მე შემომნატრის,
მე მივბაძო სხვას?!
მე-პატრონმა,
მე-პატრონმა
ამისთანა ზღვის,
მე-პატრონმა,
მე-პატრონმა ამისთანა ცის,-
თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ-
სხვას მივბაძო?!
ვის?!
რა გინდა რომ აქ არ იყოს,
ენა იტყვის რას!
სიტყვა გინდა?!-
მატრო წვიმას
აქვს სახელი ცხრა.
მე შენ გეტყვი -
არ გეყოფა სიტყვის მარაგი....
არა!
სხვისი მისაბაძი რა მჭირს,
თვარა, -კი!"
(მუხრან მაჭავარიანი 1960)
"კი, მაგრამ...
ღმერთი აღარაა!
ბნელა?! -
ქართული იქნებ ვინმეს ნორჩი ჰქონია ენა!!
ვინმემ,
არცაა გასაკვირი, -
არც იცის იქნებ, -
ქრისტეს შობამდე რომ შეიქმნა ქართული წიგნი.
არა!
ეს ასე რომ არ იყოს, კიდე, - ხო,-
მარა! -ასე რომ არის?!
არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მე მგონი, ცოტა
არც იმას, -
წერდნენ რა ენაზე ვაჟა და შოთა!
კი, მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?! -
ქართული იქნებ ვინმეს მდარე ჰგონია ენა?!"
(მუხრან მაჭავარიანი. 1974)
ამ სტრიქონებს შექმნის თარიღები საგანგებოდ მივუთითე.
დამეთანხმებით რომ დღესაც დგას იგივე პრობლემა.
ამჯერად რუსული ინგლისურმა შეცვალა .
მიჩნდება კითხვა : თუ "კომუნიზმის" მშენებელ ოკუპირებულ ქვეყანას და დემოკრატიის მშენებელ დამოუკიდებელ ქვეყანას ერთიდაიგივე პრობლემა აქვს თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, აქ თვით ამ ქვეყნის
მოქალაქენი ხომ არ არიან ბრალეულნი?
პირადად ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი ისევ მუხრან მაჭავარიანის სტრიქონებით გამოვხატავ:
"...შენ -
სისხლო ჩემო -
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიყვა,
რომელიც გეჩოთირება -
ვცდილობ გაშორო,
რაც შემიძლია...."
დავიცვათ ქართული ენა
optimisti
მაპატიე მეგობარო მაგრამ ვერ ვხვდები რაში არ მეთანხმები?
იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩამოთვალე თავიანთი საკეთებელი უკვე გააკეთეს და მთაწმინდაზე განისვენებან. სად არიან დღეს ის დიდი ქართველები რომლებიც გადმოაქართულებენ "ატომებს" "პროტონებს" "ნეიტრონებს" "იზოტოპებს" "ეუკარიოტებს" "პულსარებს" "ფლეშკებს" და სხვა? სანამ სულხან საბას რეინკარნაცია მოხდება მანამდე თანამედროვე ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნოლოგიები და სხვა არ მივიღოთ? მათზე არ ვიმსჯელოთ, არ გავიაზროთ თუ... უმარტივესი: რა არის მზე? ციური სხეული სადაც ჰელიუმის და ჰიდროგენის ბირთვული წვა მიმდინარეობს... ეგ მონიშნულები ქარულად როგორ ვთქვათ

Kurush
მე შენი ციტატატა უფრო მაგალითის საჩვენებლად მოვიტანე და არა შენთან საკამათოდ. მე მგონი ძირითადად აქ ერთნაირი პოზიცია უნდა გვქონდეს.
მაგრამ თუ მართლა გაინტერესებს, გეტყვი, რომ ჰიდროგენის ბირთვის წვა უფრო გამართული ქართულით იქნება "წყალბადის ბირთვის" წვა.
მაგრამ მაინც კარგია რომ "წვის" ნაცვლად "burning" არ იხმარე და "ბირთვის" ნაცვლად "nucleus". ( nucleus - ბირთვი - აი ქართული ტერმინის შესანიშნავი მაგალითი).
რაც შეეხება "helium"-ს, იგი თავისი ლათინური სახელით დამკვიდრდა და არ მოიძებნა მისი ქართული შესატყვისი, განსხვავებით წყალბადის, ჟანგადის, ნახშირბადის და კიდევ სხვა ტერმინებისა.
აქ არ წამოვიწყებ პოლემიკას ტერმინოლოგიის შემოღების პრინციპების შესახებ, ასეთი დილეტანტური გამოსვლა ჩემგან თავხედობა იქნებოდა.
მე სწორედ იმას ვამბობ, რომ რომელი სიტყვაც არსებობს (ან შექმნილია სპეციალურად) ქართულად, ისინი გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი, უბრალო მოკვდავთა საქმე.
უფრო მეტის გაკეთება - ანუ ახალი ტერმინების შემოღებაზე უფრო კომპეტენტურმა ხალხმა იზრუნოს მეთქი.
(ისე, გამართული ქართული ტერმინების მიგნებას და დამკვიდრებას თუ ვინმე შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას).
P.S.
მთაწმინდაზე განსვენება შენ მათი ღირსეულობის დასადასტურებლად ახსენე, რაშიც რა თქმა უნდა გეთანხმები.
ამას საკამათოდ არ ვამბობ, მაგრამ მაინც უფრო დაზუსტების მიზნით: დიმიტრი უზნაძე და შალვა ნუცუბიძე უნივერსიტეტის ბაღში განისვენებენ როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებელნი, კონსტანტინე გამსახურდია კოლხური კოშკის ეზოშია დაკრძალული, გრიგოლ რობაქიძე შვეიცარიაში, გიორგი ნიკოლაძის განსასვენებელი კი ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცი.

იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩამოთვალე თავიანთი საკეთებელი უკვე გააკეთეს და მთაწმინდაზე განისვენებენ.
მთაწმინდაზე განსვენება შენ მათი ღირსეულობის დასადასტურებლად ახსენე, რაშიც რა თქმა უნდა გეთანხმები.
ამას საკამათოდ არ ვამბობ, მაგრამ მაინც უფრო დაზუსტების მიზნით: დიმიტრი უზნაძე და შალვა ნუცუბიძე უნივერსიტეტის ბაღში განისვენებენ როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებელნი, კონსტანტინე გამსახურდია კოლხური კოშკის ეზოშია დაკრძალული, გრიგოლ რობაქიძე შვეიცარიაში, გიორგი ნიკოლაძის განსასვენებელი კი ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცი.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
kurush
იმის თქმა მინდა, რომ შენი სიტყვა რომ გაქვს, მას მოუფრთხილდი.
ყველაფერს კი, უბრალოდ, მართლა ვერ თარგმნი.
თუმცა, გული მიწუხს, როდესაც ქართულ ლექსიკონებში ჩანერგილი ულამაზესი
სიტყვები აღარ წარმოითქმის.
ასე დავკარგეთ - ტალანი (დერეფანი), სატუცავი (კალოში), საწმერთული (ქალის გრძელტოტიანი ტრუსი), რონოდა (ვაგონი), წუმწუმა (ასანთი), კაპარჭი (კაბურა) სპა (არმია), ცთომილი (პლანეტა), შორენკეცი (კაფელი), ყმაწვილი (თინეიჯერი).
დავკარგეთ კვირის დღეებისა თუ თვეების სახელები და კიდევ სხვაც ბევრი.
ვეჭვობ, სულ მალე არ დავკარგოთ სიტყვები: უღელტეხილი (პერევალი), საძილე ტომარა (სპალნიკი), ქვეშაგები (პარალონი), ბრონი (ჯავშანი), ბანაკი (კემპი, კემპინგი), რული (საჭე), მუხრუჭი (ტორმუზი), მოსახვევი (პავაროტი), კალოტკა (ხუნდი), შვეულმფრენი (ვერტმფრენი) და ა.შ

თვითონ საწმერთულს აღარავინ იცვამს და აღარ გამოიყენება სიტყვა აბა როგორსაწმერთული (ქალის გრძელტოტიანი ტრუსი),

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ჩაგეთვალაLinda wrote:თვითონ საწმერთულს აღარავინ იცვამს და აღარ გამოიყენება სიტყვა აბა როგორსაწმერთული (ქალის გრძელტოტიანი ტრუსი),
ჰო, მაგრამ ბოდიში და "ნიფხავს" ჰომ ხმარობენ?
რა მაგის პასუხია ბანქოს ჰომ თამაშობენ?
და ბანქოს რას ეძახიან? - კარტს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
და ვისგან უნდა დავიცვათ?
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
შენგან, ჩემგან და სხვა უამრავი ქართველისგანArchil wrote:და ვისგან უნდა დავიცვათ?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
ჩემგან?
აუჰ...
შენგანაც?
კიდევ აუჰ....
მგონი ამ თემის სათაურიც კალკაა სხვა ენიდან, ასე რომ... რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ, ქართულად რომ ჟღერდეს