Int3lig3nt
წივწივა, ალექსა და ჯინიყა, სამივეზე რაც დაწერე სრული სიმართლეა, მაგრამ ერთი ადამიანი გამოგრჩა, ჯინიყას მერე რომ გვინათებდა ბანაკისკენ გზას, ვანო ერქვა და შლიაპა ეხურა
და ერთი რამეც მინდა დავაფიქსირო რა, დღეს მე და ჩემი პლიუსი, თამუნაც ვლაპარაკობდით, რაც მოხდა მოხდა და არავისი ბრალი არ იყო ნამდვილად.
ყოველ შემთხვევაში ის რომ ჩვენ, ის 8 ადამიანი კლდეზე აღმოვჩნდით თამუსიას ორგანიზატორობის თუ ვიღაცის წინ წასვლის ბრალი არ იყო, გვალვას თქმისა არ იყოს, გზა რომელიც გავიარეთ ჩვენ თვითონ ავირჩიეთ.
ბანაკში ჩვენზე ადრე მისულებიდან ვინც მობრუნდა და დაგვეხმარა, უღრმესი მადლობა გადავუხადე უკვე და კიდევ 50000-ჯერ, ყოველ ნახვაზე გადავუხდი. თუმცა ვინც არ გამოვიდა ბანაკიდან ვერც იმათზე ვიტყვი რამეს, ვერავის დავავალდებულებ გამოდი და მომეხმარეთქო.
თამო, წივწივა არ დადის ნელა, წივწივა ისევე დადის როგორც ბაქარი (ცეცხლია, ცეცხლი)

ის უბრალოდ ნელა მოსიარულეებს ეხმარებოდა
mika
სხვისი არ ვიცი და მიუხედავად იმ შიშისა რაც იმ ღამეს 'ვჭამე', უკვე კარგად მაგონდება ყველაფერი. ერთადერთი რაც დამაკლდა, დროა. სიამოვნებით დავრჩებოდი 1-2 დღე ტბებთან, არჩვეულებრივი საბანაკე ადგილებია ლურჯსა და მწვანეს შორის. დავტკბებოდი იქაური ბუნებით და ჩემი კბილებით და ფრჩხილებით შენარჩუნებული სიცოცხლით

Keep Smiling...