Tamari-ch. wrote:keto
რა მოხდა?
..კლდესთან რატომ აღმოჩნდნენ?
.....
მეც მაგ კითხვას ვუსვამ მეორე დღეა ჩემს თავს და პასუხი ვერ მიპოვნია. თამუსიას თქმის არ იყოს, მგონი მართლა ჭაუხი დაიპყრეს უღელტეხილის ნაცვლად. მაგრამ ეს ხომ წარმოუდგენელი ჩანაფიქრია იმ აღჭურვილობით და იმ შემადგენლობით?

. ჩვენ, გზის უცოდინარი, სრულიად გამოუცდელი რამდენიმე ადამიანი, ვინც ამჟამად ჩემდა სავალალოდ, დავწინაურდით, მივხვდით, რომ ჭაუხებიდან კი არადა, უღელტეხილის თოვლიანი ყელიდან რაც შეიძლება შორს უნდა აგვეღო გეზი და ისე ავფოფხებულიყავით ქედზე. თუმცა ის კი არ ვიცოდით, მთაზე ასულები სად აღმოვჩნდებოდით და შესაძლებელი გახდებოდა თუ არა ქედ-ქედ უღელტეხილისკენ გადასვლა. ეს გეზი ლოგიკური მსჯელობის შემდეგ მიიღო იმ 7-მა ადამიანმა. ჰოდა დალოდებას რაც შეეხება, ძალიან ძნელია სამიათასმეტრიან სიმაღლეზე მდინარეში და შემდეგ თეძოებამდე თოვლში სიარულისგან სველი ფეხები უმოძრაოდ ამყოფო და მოყინვის საშიშროების წინ დააყენო. ერთად სიარულს რაც შეეხება, არც ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მახსოვს ჩვენი პატარა ჯგუფის მიერ დაგორებული, დანისწვერივით ბასრი ლოდები როგორ ჩაგვიქროლებდა ხოლმე მარჯვნივ და მარცხნივ და ჩვენც სასწაულისა და უკან მომავალი ხალხის გაფრთხილების წყალობით კოჭები არ გადაგვიჭრია. მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი შეცდომა ხალხის დიდი რაოდენობა იყო. ასეთი ტიპის ლაშქრობებისთვის ძალიან ბევრნი ვიყავით. მაგრამ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ვერავის აუკრძალავ ლაშქრობაში წასვლას და მოუკლავ გულს. თუმცა ასეთი ტიპის ლაშქრობებისთვის შეიძლება გამონაკლისის დაშვება და ადგილების შეზღუდვა 15-16 ადამიანამდე. ეს ჩემი აზრია. თუმცა კვლავ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე, ვერავინ შეამოწმებს სიაში ჩაწერილი , ჯერ კიდევ უცნობი ადამიანების ფიზიკურ მომზადებას. ამიტომ საქმე მხოლოდ რაოდენობაში არ არის.
Gvalva wrote:მე მგონი მაინც ფსიქოლოგიური მომენტია.
მე ჩემს თავზე ვიტყვი:
...უკვე რომ საკმაოდ ჩამოსული ვიყავით დაუზარელი ქსოვრელი მოვიდა დასახმარებლად. ზურგჩანთა გამომართვა.
აქამდე ხომ მარტო მოვდიოდი. ბეეევრად დიდი სირთულეები მარტომ გადავლახე, ეხლა ზურჩანთაც აღარ მქონდა მაგრამ, რომ ვიღაც მეხმარებოდა, შეიძლება ხელზეც დაგეყრდნობი - მეთქი!!
და ქსოვრელმა რომ დაინახა ის ბოლო ჯგუფი გამოჩნდა, მე ზურგჩანთა ისევ დამიბრუნა და ახლა იმათ დასახმარებლად აბრუნდა...
ზურგჩანთაც მეკიდა და არც ვინმეს ვეყრდნობოდი - ვიარე მშვენივრად.
მოკლედ, მე იმას ვამბობ რომ განწყობა განსაზღვრავს ყველაფერს, მე მეხმარებიან - მე აღარაფერს აღარ ვაკეთებ, დამეხმარებიან. ...!
გეთანხმები. ჩემი მაგალითიც სწორედ ამას ამტკიცებს, ბაქო რომ არ ყოფილიყო ჩემს გვერდით და არ დამხმარებოდა იმ ნაშალზე ჩამოსვლისას, ალბათ საკუთარი ძალების მობილიზებას გავაკეთებდი და როგორმე დამოუკიდებლად ჩამოვიდოდი, უკიდურეს შემთხვევაში
ძირს დავჯდებოდი და ხოხვა-ხოხვით ჩამოვფოფხდებოდი. მაგრამ დამხმარე გამოჩნდა, თან როგორი?! საიმედო, უშიშარი, ქარივით სწრაფი და მოხერხებული და ჩემი თავდაცვის ინსტინქტი და მობილიზება სადღაც გაქრა.
zura N.
ეს ჩამკეტი, წივწივა იყო, ყველაზე მომზადებული ადამიანი იმ პირობებისთვის. ყველას ფავორიტი და დღის გმირი, როგორც გოგოებმა უწოდეს

მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა ყველაზე დიდი განსაცდელის წინ
კიდევ ერთს ვიტყვი, რატომღაც ორგანიზატორს ძალიან ბევრ რამეს ვთხოვთ ხოლმე, თუ რამე ხდება, მაშინვე იმას ვამბობთ, რომ ორგანიზატორის ბრალია. გვავიწყდება რომ ჩვენს შემთხვევაში ორგანიზატორი (ზოგადად ნებისმიერი გასვლის ორგანიზატორს ვგულისხმობ) კომერციული ტურისტული კომპანიის პროფესიონალი მეგზური არ არის. შეიძლება ორგანიზატორს თავად არ ჰქონდეს მარშრუტზე წარმოდგენა, მაგრამ მონაწილეთაგან სხვას ჰქონდეს ის გზა გავლილი. ამიტომ არ უნდა ითავოს მარშრუტის ორგანიზება? ასე ახალი მარშრუტებიც ვერასოდეს დაგვიგეგმია და განგვიხორციელებია მაშინ. გეგმიდან გადახვევები კი ხშირად ხდება და თუ ამას ასეთი შედეგები მოყვება, სამწუხაროა. მაგრამ საბედნიეროა, თუ ყველაფერი კარგად, ან უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი სტრესით მთავრდება.
მადლობა ღმერთს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
იმედი მაქვს გავა დრო და ეს ლაშქრობა მართლა სასიამოვნოდ მოაგონდება იმ 8 ადამიანსაც.
მათ კი მინდა ვუთხრა, რომ ჩემს თვალში თქვენ მართლა გმირები ხართ, ძალიან ძნელია საკუთარი თავი წარმოიდგინო ისეთ სიტუაციაში, როგორსაც თქვენ აღწერთ. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
მაპატიეთ ამსიგრძე წერილისთვის, მაგრამ მინდოდა ჩემი სათქმელი მეთქვა.