ლამა(ზ) ზღაპრები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ლამა(ზ) ზღაპრები
ზღაპარი ყოფნა ზმნაზე
იყო და არა იყო რა, რაც იყო, ზოგჯერ ისიც არ იყო და რაც არ იყო, ის იყო ხანდახან.
ზოგჯერ იყო, – მცდარად იყო,
ზოგჯერ სწორად მომხდარიყო.
რაც იქნება, კვლავ იტყვიან:
,,ან იყო და ან არ იყო".
ჩვენ კი ვიცით ჩვენი ,,იყო",
ისიც ვიცით, რაც არ იყო,
ან რა გვიყო,
ან რა ვუყო,
რაც გამრავლდა, ვის გავუყო?
ემანდერა, კარავ იყო,
შიგნით წყალი არ ჩასვლიყო,
აღმაც იყო, დაღმაც იყო,
ავდარშიც და დარშიც იყო,
ზღაპარ იყო,
ზღაპარ იყო,
იდეები აღარ იყო.
P.S. მე ემ(am), შენ ხ(are), ის არ(is);
ჩვენ ვ(are)თ, თქვენ ხ(are)თ, ისინი (are)ან.
ჭირი there,
ლხინი here.
goodგანთიად!

Last edited by kotetbeli on 31 მარ 2009, 18:00, edited 3 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
ლამა(ზ) ზღაპრები
ზღაპარ იყო ზღაპარ იყო....
ჩვენი კოტე ხომ აქ იყო?
და თუ იყო როგორ იყო???
ჩვენი კოტე ხომ აქ იყო?
და თუ იყო როგორ იყო???
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ლამა(ზ) ზღაპრები
Ninukala wrote:ზღაპარ იყო ზღაპარ იყო....
ჩვენი კოტე ხომ აქ იყო?
და თუ იყო როგორ იყო???

და შენა? [მინდვრიყოილისსმაილიკი]

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
ლამა(ზ) ზღაპრები
ნელანელაkotetbeli wrote:Ninukala wrote:ზღაპარ იყო ზღაპარ იყო....
ჩვენი კოტე ხომ აქ იყო?
და თუ იყო როგორ იყო???![]()
![]()
იიისე რაა
![]()
და შენა? [მინდვრიყოილისსმაილიკი]

:სახლშიიყოსმაილიკი:

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ლამა(ზ) ზღაპრები
kotetbeli
ისა და იდეოგრაფის წოდება ჩამოგერთვა თუ რა იყო????
ისა და იდეოგრაფის წოდება ჩამოგერთვა თუ რა იყო????
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!
- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
ლამა(ზ) ზღაპრები
kotetbeli
ღრმად პატივცემულო მეზღაპრევ, გწერთ თქვენი ზღაპრების ერთგული მკითხველი... ისეთი ერთგული, რომ აგერ უკვე მერამდენედ გადავიკითხე კარგად ნაცნობი ძველი ზღაპრები, მთაყვარულასი, პაუნასი... უმორჩილესად გთხოვთ, ცოტა დააჩქაროთ და ახალი ზღაპარი მოგვაწოდოთ, თორემ ზეპირად დამესწავლა უკვე ძველები და...
და ახლა ახალს ვისურვებდი...
მოწიწებით,
თამუნა_გუდარეხი

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
ლამა(ზ) ზღაპრები
ლამას ნიშნობაზედ თქმული კოტესებური რომ წავიკითხე:
ჰოდა, გადმოვიდეთ წინა პოზიციებზე, ლამასაც ეგების
აღმოვაჩინე როგორ მომენატრა ამ ადამიანი "ხმა", კალმის კვალი და ნააზრალი.ჩემო უზემტკიცესერთგულმეგობრობავ, ლაივიდან ცოტა ხნით მეც აქ გადმოვინაცვლებ და გილოცავთ შენ და ირმას გაბედნიერებას!!!!!
გაბედნიერება ჯერ ეხლა იწყება!
ღმერთი გწყალობდეთ და გეწეოდეთ!
გაიხარეთ და იმრავლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!
სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ლამას ლამაზი ოჯახი გექნება!!
ჩვენ კიდევ, - შენი მეგობრები, ხო იცი სადაც ვიდგებით?.. წვიმასა და ქარში გადაგეფარებით, მზეში მოგიჩრდილავთ, სუფრაზე გიმერიქიფებთ, ზღვაში გინავებთ, ნავში გინიჩბებთ, ღამით მშვიდად რომ გეძინოს, ეზოს ძაღლობასაც გავწევთ და პატარა ჩქამზეც დავიყეფებით, თუ ,,დამსეტყვე ცაოს" თქმა მოგინდა და დაგეზარა, შენ არ შეწუხდე, ჩვენ ვიტყვით, თასმებს შეგიკრავთ, თმას დაგვარცხნით, საყელოს გაგისწორებთ და წავიდა ჯვრისწერაზე...
ჰოდა, გადმოვიდეთ წინა პოზიციებზე, ლამასაც ეგების

სვანეთოლოგი
ლამა(ზ) ზღაპრები
იუბილარი ლამას სტუმრობა ზღაპართა სამეფოში
(ეძღვნება მისტერ მეგობრობას - ლამას. 24.08.09)
იუბილარი ლამა ზღაპართა სამეფოს ესტუმრა...
დიდი დახვედრა მოუწყეს:
ზემოდან პულივიზატორებით ხელოვნურ სეტყვას აფრქვევდნენ, ხოლო საგამოფენო დარბაზში მცდარ ბილიკთა ფოტოგამოფენა მოაწყეს.
ლამამ ზღაპრის გმირებს ჩამოუარა და აღმოაჩინა, რომ ხუთკუნჭულა, ამირანი, უსუპი, ირმისა, კოკროჭინა, კომბლე და ასფურცელა მისი ნათესავები იყვნენ, განსაკუთრებით კი ეცნობოდა ვერმიცანა...
-ახლობელი ყოფილხარ, ისარს გასროლინებ ჩემი მშვილდიდან – უთხრა ირმისამ ლამას.
ეს ვანსკიმ გაიგო და მათთან მივიდა.
შორს, თვალუწვდენელზე არწივი ჩანდა წერტილივით... აიღი ირმისამ მშვილდისარი, სტყორცნა არწივს და ბუმბული გააგდებინა, მაშინვე მეორე ისარიც სტყორცნა და ჩამოგდებული ბუმბული კიდევ შუაზე გახია, მესამედაც სტყორცნა და ნახევარი ბუმბული კიდევ ნახევარზე გაჰყო.
ახლა ლამამ სცადა.
მოზიდა მშვილდი, ისროლა და მის ფეხებთანვე მდგარი ნახევარქათამა კიდევ ნახევარზე გააპო... ატყდა ვაი-ვიში. მოიტანა მზეთუნახავმა სამყურა, მიუს-მოუსვეს ნახევარქათამას და გაამთელეს. კიდე მოზიდა ლამამ მეორე ისარი და გაურკვეველი მიმართულებით ისროლა... იფრინა ისარმა, იფრინა და რემბოს მკლავში გაერჭო (პრინციპში, ეგ ფილმიც ზღაპარია). მოზიდა ლამამ მესამე ისარი, ისროლა და რობინ ჰუდის ისარს მიმართულება შეეცვალა... გაბრაზდა რობინ ჰუდი და საიდანაც ისარი იყო ნასროლი, იქით გაიქცა...
-ახლა მე ვცდი – თქვა ვანსკიმ.
-ისრები აღარ გვაქვს – უპასუხა ირმისამ.
-ისრები არ მინდა – თქვა ვანსკიმ, და მხოლოდ მშვილდი გამოართვა.
ცის სიღრმეში კუდიანმა დედაბერმა გადაიფრინა ცოცხით.
-მაგას ტყუილად ესვრი – ჯერ ზღაპარშიც არ ყოფილა, რომ მისთვის ვინმეს მოერტყას – უთხრა ირმისამ.
ვანსკიმ მოიქნია ცარიელი მშვილდი და ცაში სტყორცნა.
კუდიანმა დედაბერმა რომ დაინახა მისკენ ნასროლი იარაღი, მოსატყუებლად სითბური გაზები გაუშვა, მაგრამ აბა ეგ რას უშველიდა... კუდიანი დედაბერი ჩამოვარდა და უღრანი ტყეც მაშინვე განათდა.
-ქუუუულ! – გაისმა უცხოური აქცენტით. მოიხედეს და რას ხედავენ... შეჯიბრიდან გამოქცეული რობინ ჰუდი!
-იუ ვან სკაი! – თქვა რობინ ჰუდმა.
-ვან სკი, ვან სკი – დაუდასტურა ლამამ და მოსულ სტუმარს გადაეხვია - გინახავთ საქართველო? აუცილებლად გვეწვიეთ, დაგათვალიერებინებთ, წაგიყვენთ სადმე, განმარტოვებით დაგტოვებთ...
-ოკეი, ოკეი! - გაუხარდა რობინ ჰუდს.
-ხოკეი ნოუ, პეინტბოლ! - ჩაერია ვანსკი.
ბოლოს ზღაპრის გმირებმა ლამას უთხრეს: გვითხარი შენი ნებისმიერი სურვილი და ერთი დღით მთელი მსოფლიოს საზღაპრო შევასრულებთ მას!
ლამას ეამა და თქვა: მშვიდობა იყოს ზღაპრებში!
ამის თქმა იყო, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბავშვის საწოლებთან ჩამომჯდარმა მშობლებმა ზღაპრების წიგნები გადაშალეს და გაოცებულებმა წაიკითხეს:
,,წითელქუდა.
წითელქუდა ერთი კარგი გოგო იყო.
ერთხელ წითელქუდას დედამ ორცხობილები დააცხო და ბებოსთან გაატანა.
წაიღო წითელქუდამ ორცხობილები და წავიდა ბებიასთან.
ბებიას ორცხობილები ძალიან გაუხარდა.
დასასრული"
,,ნაცარქექია.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ნაცარქექია.
მთელ დღეს ნაცარში იქექებოდა.
ეუბნებოდნენ - წადი, რამე იშრომე, ასე უქმად ნუ ზიხარო.
ადგა ნაცარქექია, მივიდა დევების სამყოფელში და უთხრა - მთელი თქვენი ქონება მინდაო.
- აჰაო, - დევებმა.
მას შემდეგ ნაცარქექია უდარდელად და მოლხენით ცხოვრობს.
დასასრული"
,,სამი გოჭი.
იყო და არა იყო რა, იყო სამი გოჭი.
პირველმა ააშენა სუსტი სახლი, მეორემ ცოტა უფრო მაგარი და მესამემ - ძალიან მაგარი.
დასასრული"
,,ამირანი.
იყო და არა იყო რა, იყო გმირი ამირანი.
ერთხელ ამირანს გაეხუმრნენ და ცოტა ხნით იალბუზზე მიაჯაჭვეს...
მოვიდა ყურშა, ბორკილები გახსნა და ამირანი აუშვა.
მას შემდეგ ამირანმაც და მისმა ქვეყანამაც აიშვეს...
დასასრული"
,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფიფქია და შვიდი ჯუჯა.
ჯუჯები შრომობდნენ, ფიფქია კი ჯუჯებს უვლიდა.
ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად.
დასასრული"
მთელ დედამიწაზე გაიღვიძეს ბავშვებმა!
ატყდა ბღავილი და ფეხების ბაკუნი...
მშობლებმა რამდენი ახალი ზღაპრების წიგნიც არ იყოდეს, ყველგან ასეთი ზღაპრები ეწერა, ბავშვები ვეღარ იძინებდნენ და წიგნებს აქეთ-იქით ისროდნენ.
ბოლოს, ლამასთან მივიდნენ მგლები, დევები, ჯადოქრები, კუდიანები და სთხოვეს - შეგვიშვი ზღაპარში, თორემ უმუშევრები ვრჩებითო.
ამათი თხოვნაც ეამა ლამას და თქვა: კარგი, მე წავედი ახლა და თქვენ გააგრძელეთ!
ყველაფერი ისევ ზღაპრულად განახლდა, მაგრამ ლამას მათი პატივისცემა და მასპინძლობა მაინც არასოდეს დაავიწყდება!..
ჭირი იქა, ლხინი - აქა!
ხიხია ბილიკი იქა, სწორი - აქა!

Last edited by kotetbeli on 24 აგვ 2009, 22:44, edited 2 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ლამა(ზ) ზღაპრები
kotetbeli
ძალიან მაგარია! საჩუქარიც მაგას ჰქვია
თან იცი რა გამიხარდა ძალიან? ლამაც რომ ზღაპარის გმირებში გაასეირნ-გამოასეირნე
, მთამყვარულას ზღაპრის მერე სულ "ჩვენს კეთილ ჯადოქარს" მეძახის
და ბეჭებზე მუხლისმოდრეკამდე მიტყაპუნებს ტორებს
ჰოდა კიდევ, მგონი ვანსკის შარშანდელი ვალიც გაისტუმრე

ძალიან მაგარია! საჩუქარიც მაგას ჰქვია

თან იცი რა გამიხარდა ძალიან? ლამაც რომ ზღაპარის გმირებში გაასეირნ-გამოასეირნე

ჰოდა კიდევ, მგონი ვანსკის შარშანდელი ვალიც გაისტუმრე