Duckling
მეც ეგ ორი ჯიში მომწონს განსაკუთრებით, ნაგაზი და მალამუტი. ეზოიანი სახლი რომ მქონდეს, ნაგაზს უთუოდ ვიყოლიებდი,მაგრამ კორპუსში მეცოდება.
რაც შეეხება მალამუტს, მაგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რამხელა ფართი ექნება, რადგან თუ პატრონი არ დადის, ეგეც გუდასავით აგდია. 1000 ჰა ეზო რომ გქონდეს და შემოღობილი იყოს. ერთი-ორჯერ შეამოწმებს მაგ ეზოს, შეისწავლის და მერე სულ გაგორებული იქნება ძირს. ძირითადად 3 წლამდე ასაკში მოსწონთ ცელქობა, დამოუკიდებლად სირბილი და ცეტობა.მერე დინჯდებიან და თუ შენ არ დადაიხარ, ეგც არ დადის.
ფორუმ.გე-ზე მქონდა დაპოსტილი ინფორმაცია და აქაც დავპოსტავ :ვისაც მალამუტი უნდა, თუ ზოგადად ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვა არ ეზარება იმ ფაქტორმა არ უნდა შეგაშინოთ, რომ ზაფხულში გაუჭირდება. მთავარია გრილ ოთახში გყავდეთ, დილით ადრე და საღამოს გვიან ასეირნოთ და ალერსი არ მოაკლოთ, თბილისის სიცხეს კი არა, საჰარას გაუძლებს. მისთვის მთავარი პატრონის დამოკიდებულებაა.
აქ (ფორუმ-გეზე) ერთს ეწერა, რომ მალამუტი "დურაკიაო" , რადგან ერთ პატრონს არ ირჩევსო. უკაცრავად, მაგრამ ეს შეხედულებაა აბსურდული. ის პატრონს უთუოდ ირჩევს და ამის დასადასტურებლად ბევრი საინტერესო ამბის მოყოლა შემიძლია მსურველებისთვის. რაც შეეხება მის კეთილ დამოკიდებულებას ადამიანებისადმი, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზოგადად მალამუტი თავის თავს თვლის ყველა ადამიანის პატრონად, იმას კი, ვისაც ვითომ პატრონად ირჩევს, აღიქვამს როგორც ბელადს. მალამუტი მხოლოდ ბელადს ემორჩილება, მეტს არავის. ასე, რომ ის ადამიანთან აიგივებს თავს. შეუძლია ზუსტად ის თვისებები გამოავლინოს, რაც ადამიანებს ახასიათებთ ერთმანეთთან ურთიერთობის დროს. არიან განსაკუტრებით მგრძნობიარეები და მათთვის ერთგულება უმტავრესი პრინციპია, რასაც არამარტო პატრონთან, ანუ ბელადთან, "ცოლთანაც" იცავენ. დედალ-მამალი მალამუტი (მით უფრო, თუ დედალი მაკედ არის) საოცარი სანახავია. ვერ აგიღწერთ ამ დროს როგორ უმტკიცებს ერთგულებას ხვადი ძუს. ან ძუ როგორ ემორჩილება ხვადის " ოჯახურ ტრადიციებს". არაფერს ვამატებ) მსურველებს ჩემი "ბიჭი" შეუძლიათ გაიცნონ და დარწმუნდებიან მალამუტი რა მაგარი ვინმეც არის (და არა რამე)
მოკლედ, მალამუტი უბრალოდ ძაღლი კი არა, ფილოსოფიაა. მის გვერდით გამუდმებით აღმოჩენებს აკეთებ და მაგარ რამეებს სწავლობ.
ყველაზე სასიამოვნო მათი ლაპარაკის მანერაა, წკმუტუნის, ყმუილის და ყეფის ნაზავით შეუძლია მთელი ამბავი მოგიყვეს. გისაყვედუროს, ან მოგეფეროს. თუ სულ შენს გვერდით არის და ღამე არ აიძულებ სახლს გარეთ, უშენოდ დაიძინოს, არ ყმუის. როგორც კი მიტოვებულად იგრძნობს თავს, მაშინვე იწყებს ყმუილს პროტესტის ნიშნად. მოკლედ, ეჭვი არ უნდა შეეპაროთ თქვენს ერთგულებაში, თორემ შესაძლოა ავადაც კი გახდეს იმისათვის, რომ როგორმე თქვენი გადამეტებული ყურადღება მიიქციოს.
ძალიან ეჭვიანიც არის, საკმარისია სახლში ახალი ცხოველი მიიყვანო, თუნდაც მისი ლეკვი, დარდისგან კვდება. მაგალიტად ჩემმა ბელიკომ ვერ აიტანა მისი ბიჭი რომ მოვიყვანე სახლში. მან იფიქრა, რომ კონკურენტი გამოუჩნდა და ის აღარ გვინდოდა, არადა, თავს ვადნებოდით ბელიკოს. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა, რომ მოკვდეს და სანამ ლეკვი სახლში გვყავდა, სამი დღე შიმშილობა გამოაცხადა, სვამდა მხოლოდ წყალს, არ ჭამდა, უმ ხორცსაც კი, რომელზეც გიჟდება. კუდი დამარცხებული ლაშქრის დროშასავით დაუშვა ძირს და ისეთი უბედური გახდა, რომგული მიკვდებოდა. ამიტომაც ლეკვი სასწრაფოდ გავყიდე:))) როდესაც დარწმუნდა, რომ ის უცხო ობიექტი სახლშI აღარ გამოჩნდებოდა, ბელიკომ ისევ იბრუნა პირი ცხოვრებისკენ:)) მაგრამმე კარგა ხანს ვერ მაპტიობდა, რომლეკვი ჩემს ოთახშI მყავდა, იქ არ შEდიოდა პროტესტის ნიშნად. ერთ დღEსაც შევიდა, იატაკი კარგად დაყნოსა. როგორც ჩანს ლეკვის სუნი ისევ აიღო. ვოო, ვოოო საყვედურით მითხრა და ოთახიდან გამოვიდა. ავდექი და ფხვნილით მოვწმინდე იატაკი. დავამთავრე თუ არა, ბელიკო ისევ შევიდა ოთახშI, დასუნა იატაკი, კუდი მაღლა აწია და უუუუ, მითხრა კმაყოფილმა და ჩემს საწოლთან გაგორდა. მოკლედ, არაფერს ვამეტებ. მალამუტი საოცრებააააა. ისევე, როგორც თავისებური საოცრებაა ნაგაზი. ამ ჯიშებს ათასზე მეტი წლის გენეტიკა აქვს და ამიტომაც აქვთ ასე გამოკვეთIლი ინდივიდუალური ხასიათი და გამაჩერეთახლა, თორემ ძაღელბზე თუ დავიწყე ლაპარაკი, ენაზე ბოლი ამივა

ზომას ვეღარ ვგრძნობ ამ დროს.