Post
by ARCHILI » 07 ივლ 2009, 19:11
ნიკოლა ლანდრუ: ერთი წლის შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ
იან დრევეტი
2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. ეს ერთი წელი არა მარტო მოვლენების შეჯამებისთვის, არამედ ამ მოვლენებიდან სასარგებლო გაკვეთილების გამოტანისთვისაც საჭირო დრო იყო, რადგან ადგილზე ვითარება სტაბილიზაციისგან შორსაა და ამ კუთხით, მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებიც თითქმის გარდაცვალების სტადიაშია, Nouvelle Europe ამ მოვლენებსა და მის შედეგებს კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხების სპეციალისტთან ნიკოლა ლანდრუსთან ერთად განიხილავს
როგორია ჰუმანიტარული ვითარება ადგილზე, 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან გაჩაღებული კონფლიქტის შემდეგ?
- ამ კონფლიქტის უმთავრესი შედეგი ეთინკური წმენდაა, რომელიც ადამიანებს შორის მტრული დამოკიდებულების ყველაზე საშინელი გამოხატულებაა. ამ მტრობის განმავლობაში, გაერო-ს ლტოლვილთა დახმარების უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით 192 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა, აქედან 127 000 - მხოლოდ საქართველოში. ამ ადამიანებმა დიდწილად კონფლიქტის ზონებიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან (ძირითადად გორიდან) უფრო დიდი და უსაფრთხო ქალაქებისკენ - თბილისისკენ (დედაქალაქი) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისისა და ბათუმისკენ გადაინაცვლეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქართველების მხრიდან 115 ჯარისკაცი დაიღუპა, 54 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი 15 აგენტისა 115 სამოქალაქო პირის დაღუპვას აფიქსირებს. სამხრეთ-ოსეთის ხელმძღვანელებმა თავის მხრივ 1 462 მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადეს, მაგრამ აქედან მხოლოდ 362 შემთხვევა დადასტურდა. მათი განცხადებით ოსური მხრიდან 364 ჯარისკაცი დაიღუპა და 323 დაიჭრა.
როგორი მომავალი იკვეთება ამ ადგილნაცვალი ადამიანებისთვის?
- კონფლიქტის დროს, უმთავრესად ოსური წარმოშობის 30 000-მდე ადამიანი სამხრეთ-ოსეთის ფარგლებში გადაადგილდა, კიდევ 35 000 ჩრდილოეთ-ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონებისკენ დაიძრა. მოგვიანებით, ადამიანების მხოლოდ ერთი ნაწილი დაუბრუნდა საკუთარ კერას. ომის შემდეგ 65 000 ქართველმა საკუთარ სახლებში დაბრუნება შესძლო. დანარჩენი 54 000 ადამიანიდან, მხოლოდ 23 000 იპოვა თავშესაფარი, მაგრამ აქედან წლის ბოლომდე გარკვეული რაოდენობა საკუთარ ოჯახებს აუცილებლად დაუბრუნდება.
სამაგიეროდ კონფლიქტისა და მიმდებარე ზონებიდან 31 000 დევნილ ქართველს უახლოეს მომავალში საკუთარ სახლ-კარში დაბრუნების არავითარი შანსი არ აქვს. აქედან 22 000 ადამიანი სამხრეთ-ოსეთიდან, ათასზე ცოტა ნაკლები აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა) და 8 000-მდე კონფლიქტის ბუფერული ზონებიდანაა წამოსული. მათ ძირითადად ქუთაისისა და თბილისის ძველ სასტუმროებს, სანატორიუმებსა და საერთო საცხოვრებლებს შეაფარეს თავი. იქ გამოიზამთრეს. შემდეგ ზოგიერთებმა სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, გორის ირგვლივ და თბილისის გარშემო არსებულ სოფლებსა და დაბებში დროებითი საცხოვრებლის მიღებას მიაღწიეს, თუმცა მათთვის ჯერ კიდევ ბოლომდე არაფერია გადაწყვეტილი. ხელისუფლება უახლოეს მომავალში მათ ჩასახლებას არსად არ ითვალისწინებს და რეალურად მათ უიმედო მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება.
2008 წლის 12 აგვისტოს, კონფლიქტის მხარეების მიერ მიღებული სამშვიდობო გეგმა ორივე მხარისთვის მართლაც სასარგებლო იყო თუ არა?
- რა თქმა უნდა, კონფლიქტი უფრო მეტად რომ არ განვითარებულიყო, ამ გეგმის მიღება სასარგებლო იყო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს სამშვიდობო გეგმა ორივე მხარისთვის სწრაფი გადაწყვეტილების აუცილებლობიდან გამომდინარეობდა, ვიდრე ნამდვილი რეალობიდან. შევეცდები ჩემი მოსაზრება ავხსნა: შეთანხმება რუსული მხარისთვის სასურველ დროს დაიდო, რადგან მათ საქართველოს სრული დაპყრობის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ და ამ გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩენილიყვნენ.
შეასრულეს თუ არა ის, რისი გაკეთებაც სურდათ, რუსები ამ შეთანხმების გაფორმების აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რომ საკუთარი გასვლა “ლეგიტიმურ” ნაბიჯად ექციათ. დანარჩენში კი მათ ამ შეთანხმების მიმართ არავითარი პატივისცემა არ გამოუჩენიათ, რადგან საქართველოს ტერიტორიებიდან გასვლას, მათ გაცილებით მეტი დრო მოანდომეს, ვიდრე ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული და ეს ვადა აგვისტოს ბოლომდე გაწელეს. შეთანხმებამ მათ დროის მოგების თვალსაზრისით, პარადოქსულად შეუწყო ხელი და გასვლამდე საქართველოსთვის უდიდესი ზარალის მიყენების შესაძლებლობა მისცა. საბოლო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა თავისი ქმედებებით ამ სამშვიდობო შეთანხმების ის მინიმუმი შეასრულა, რაც სწორედ მას აწყობდა.
გარდა ამისა, შეთანხმება მოსკოვისთვის არავითარ რისკს არ შეიცავდა, რადგან ის არც ერთი მიმართულებით წართმეული ტერიტორიების ინტეგრაციას საქართველოს შემადგენლობაში არ ითვალისწინებდა. ქართული მხარისთვის შეთანხმება ასევე აუცილებლობა გახლდათ, რომ რუსული აგრესია მეტად არ განვითარებულიყო. ამასთანავე, დოკუმენტი სააკაშვილისთვის იმის უტყუარ რწმუნებას წარმოადგენდა, რომ მას არ დაამხობდნენ, მაგრამ ეს შეთანხმება ქართველებისთვის არავითარ შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი არ იყო, რადგან რუსებისთვის უფრო მომგებიან სტატუს ქვოს ამკვიდრებდა.
საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ერთ ინტერესსაც კი არ ითვალისწინებდა, თბილისი დამაკმაყოფილებლად ვერ განიხილავდა. იყო თუ არა სასარგებლო? რასაკვირველია, მაგრამ მას თბილისისთვის არაფერი მოუტანია. სხვათაშორის, რუსეთმა უკვე დაარღვია სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული პირობები, ორივე სეპარატისტული რეგიონის საზღვრებზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ ამ მიწებზე სროლა ისევე გრძელდება, როგორც ეს ომამდე იყო. მე ამ სამშვიდობო გეგმას, როგორც ხანგრძლივი ან თუნდაც, საშუალო ხანგრლივობის საშუალებად არ განვიხილავ. ის უბრალოდ იმ მომენტისთვის შეიქმნა, რომ ომის ოფიციალური დასასრული დაეფიქსირებინა და მას საბოლოო ჯამში კონფლიქტის გადაჭრის საბოლოო გზა, არც ერთი მხარისთვის არ უჩვენებია.
რუსეთმა უკვე აღიარა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ცხადია, მათი საზღვრების დაცვა დაიწყო. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ რუსეთის ეს ოპერაცია, ნატო-ზე გამარჯვებას წარმოადგენდა?
- ვფიქრობ, აქ ბევრი ნიუანსია. საქართველო ნატო-ს წევრი არ არის და ალიანსს მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან თბილისის დასახმარებლად ყველა გზისთვის არ მიუმართავს. ზოგადად, მოსკოვის მიერ ამ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის აღიარება და მათი საზღვრების დაცვაზე ზრუნვა, საქართველოზე რუსეთის სამხედრო გამარჯვებაა და ამ ორი რეგიონის დე-ფაქტოდ დაკარგვას ნიშნავს.
მას შემდეგ რაც რუსეთმა ეს ორი რეგიონი თავის ტოტალურ სამხედრო კონტროლს დაუქვემდებარა, იქიდან ქართული ჯარები და “ეთნიკურად” ქართული მოსახლეობა გააძევა და ნატო-ს მხრიდან, რაიმე კონკრეტულ რეაქციას ადგილი არ ჰქონია, მოსკოვს ხელ-ფეხი აბსოლუტურად გაეხსნა: მან საკუთარი სურვილი მომენტალურად დაადასტურა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი საკუთარი მფარველობის ქვეშ აყავდა და ეს მდგომარეობა “გააოფიციალურა.”
ამგვარად საქართველოს მან ამ რეგიონებზე მცირე კონტროლის დაწესების გზაც მოუჭრა და ხანგრძლივი დროით გადაუკეტა. სტატუს ქვოს ამგვარი გახანგრძლივება მოსკოვისთვის მომგებიანია, ხოლო საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების შანსებს წარმოუდგენელს ხდის. ნატო ამ ამბებში ეფექტურად არ ჩარეულა, რომ თავისი მოკავშირე დაეცვა, რაც ბუნებრივად ამ რეგიონში მის უკან დახევაზე მიუთითებს, მიუხედავად იმ სამხედრო წვრთნებისა, რომელიც მან გაზაფხულზე საქართველოში გამართა. ესეც არ იყოს, ამ წრთვნების ჩატარება დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მისი ანულირება, მას სახეს მთლიანად დაუკარგავდა. ცხადია, მოსკოვი საქართველოსთან სოლიდურად იცავს თავის საზღვრებს და ნატო-ს მიერ ჩატარებული აქციები საქართველოში მუქარად შეაფასა.
დასავლეთიდან საქართველოს მოკავშირეეებმა (ევროკავშირი, აშშ, ნატო) შეასრულეს თუ არა ის როლი, რასაც მათგან ქართველები ელოდნენ?
- ძალიან ძნელია იმის თქმა, ზუსტად რას ელოდა მათგან საქართველოს ხელისუფლება. ალბათ, უნდა სცოდნოდათ, რომ რუსეთის არმიასთან შეტაკების შემთხვევაში მათგან პირდაპირ სამხედრო დახმარებას ვერ მიიღებდნენ. ყოველ შემთხვევაში დასავლელებს ქართველებისთვის პირდაპირი სამხედრო დამხმარების შესახებ, არავითარი ნიშანი არ მიუციათ.
გარდა ამისა ქართული ხელისუფლების მიმართ ამერიკელების და ევროპელების დამოკიდებულება უნდა განვასხვავოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ახალ რეჟიმს პირდაპირ დაუჭირა მხარი. მას აფინანსებდნენ და ნატო-ს საშუალებით ირიბად სამხედრო დახმარებასაც უწევდნენ. უეჭველია მიხეილ სააკაშვილი უფრო შორს წავიდა, ვიდრე ამას თეთრი სახლი ისურვებდა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა მას შემდეგ რაც ის ხელისუფლებაშია. კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციის საკითხს რაც შეეხება, აქ სააკაშვილმა უფრო მეტი მოიგო, ვიდრე ამერიკელებმა და ევროპელებმა კონფლიქტის პირველ საათებში მოახერხეს, როდესაც მაგალითდ თეთრი სახლი საქართველოს რიტორიკის დონეზე ძლიერ ხელს უწვდიდა, ხოლო ბრიუსელი და პარიზი, რომელიც ამ შემთხვევაში 27 ქვეყანას წარმოადგენდა სასწრაფო მოლაპარაკებების გზების გამოძებნას ცდილობდა.
ცხადია, ასეთ შემთხვევას წინა ხუთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. მოსკოვიც, ამ შემთხვევაში ფრთხილად მოქმედებდა, რომ სამოქალაქო პირების დაღუპვა არ დაეშვა და თბილისი არ დაებომბა, რაც აუცილებლად მოხდებოდა, თუკი საქართველო მთელი მსოფლიოს კამერების ობიექტივში არ აღმოჩნდებოდა! თუმცა, ვფიქრობ და ჩემთან ერთად ეს ალბათ მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ამერიკა მოსკოვის წინააღმდეგ ომში პირდაპირ არ ჩაერთვებოდა. ალბათ, ბატონმა სააკაშვილმა ამერიკელებთან მეგობრობა გადაჭარბებულად შეაფასა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არც ამ მოსაზრებაში არ ვარ.
შეტაკების მიზეზს რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით ის სააკაშვილის ორმაგი კონფრონტაციის საკითხს უფრო ეხება, რომლებსაც ის სეპარატისტებთან და ოპოზიციასთან ერთდროულად აწარმოებს, თუ უმთავრესად რუსეთ- ამერიკის სტრატეგიული დაპირისპირებიდან გამომდინარეობს?
ძალიან რთულია ქართველების ცხინვალზე შეტევის ნამდვილ არსში გარკვევა და როგორც სჩანს ამის მიზეზს ჩვენ ვერც ვერასდროს გავიგებთ. გარედან მომავალი საფრთხის არგუმენტი, ხელისუფლებას არაერთხელ გამოუყენებია, როდესაც ოპოზიცია მის გატეხვას ცდილობდა.
მაგალითად, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, პრეზიდენტმა მანიფესტანტები დაარბია და განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა მოსკოვის მიერ მართული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ განაპირობა. ახლაც, როდესაც 2009 წლის მანიფესტაციები დაიწყო, ხელისუფლება ისევ ჯიუტად აცხადებდა “პრორუსული სამხედრო” ამბოხის მცდელობის შეჩერების შესახებ. სააკაშვილისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ნაციონალური ერთობის თემა ყოველთვის მთავარი არგუმენტი იყო.
მან ომის განმავლობაში ეს არგუმენტი მართლაც ეფექტურად გამოიყენა, როდესაც ოპოზიციონერები, გამონაკლისის გარეშე, საკუთარ პრეზიდენტს გვერდში ამოუდგნენ. შინაგანი საფრთხის თავიდან აცილების გზაზე, ომის არგუმენტის გამოყენების თვალსაზრისით, სააკაშვილს ცხრა თვის ვადით ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, მაგრამ განა ეს მიზეზი ომის დასაწყებად საკმარისია?
სეპარატისტული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი, სააკაშვილმა თავისი პროგრამის ძლიერ მხარედ აქცია. ეს მართლაც ეფექტური ამოცანა, პირველი რიგის საკითხია ბევრი ქართველისთვის, არა მხოლოდ ნაციონალიზმის გავლენით, არამედ იმიტომაც, რომ ბევრმა ქართველმა ძალიან კარგად იცის, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება მათი სახელმწიფო სტრუქტურირებასა და განვითარებას ვერ მოხერხებს.
ქვეყნის შიგნით საფრთხის ქვეშ მყოფ და საზოგადოების ერთი ნაწილის თვალში სახელგატეხილ პრეზიდენტს, შეეძლო კი სხვა რამ მოემოქმედა, თუნდაც შესაძლებელი შედეგების შესახებ თავიდანვე რომ სცოდნოდა? ხოლო რაც შეეხება, საქართველოზე და მის სეპარატისტულ ტერიტორიებზე ცივი ომის კრისტალიზაციის ახალ თეორიებს, ჩემი აზრით მათი აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიღება არ ღირს. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის კართან დამკვიდრების საშუალებას ეძებს, რუსეთი თავის მხრივ ამას ეწინააღმდეგება. არ მგონია თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ უთანხმოებებს, მხოლოდ ეს მოტივაცია განსაზღვრავდეს.
ქართველები სიამაყის გრძნობით აღივსნენ, როდესაც მათ ამერიკელების მხარდაჭერა იგრძნეს, თუმცა მათი სეპარატისტული პრობლემები, ამ მხარდაჭერის გარეშეც არსებობდა. რაც შეეხება მოსკოვის მოქმედებებს, ის უმთავრესად თავისი “იმპერიული ბაზრის” გაკონტროლებას და ამ საქმეში ყველა სხვა აქტიური მონაწილის შესუსტებას ცდილობს. რა თქმა უნდა, რუსეთი ცუდი თვალით უყურებს ნატო-ს გაფართოვებას, მაგრამ ისიც არ უნდა გამოვრციხოთ, რომ მოსკოვი მისი ყოფილი კოლონიების მიმართ ძველი იმპერიული ცენტრის ლოგიკით მოქმედებს.
საქართველოში ახლა დიდი მღელვარებაა, მაგრამ აქვს თუ არა ოპოზიციას ამ უკმაყოფილების გაერთიანების უნარი?
- ვფიქრობ, საქართველოში უკმაყოფილება მხოლოდ ერთი “ტიპის” მიმართ აქვთ და ოპოზიცია 2007 წლიდან ამას წარმატებით იყენებს. სხვადასხვა პარტიის ლიდერები სწორედ ამ “პოლარულ” ღილაკს აჭერენ ხელს, ალბათ ეს არის ის, რისი უნარიც მათ გააჩნიათ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკმაყოფილება უმრავლესობაში ან უმცირესობაშია, არც იმას რომ ყველა სკეპტიკურად