კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ეს შემოდგომა და ეს მინდორი,მიხმობს უმიზნო ხეტიალისთვის,
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,რადგან მიწაზე სული არ იცდის,,,
შენ დედამიწავ უფრო მაშინებ,როცა ოცნებით ზეცას მოვიარ
წმინდაო ღმერთო!რად გამაჩინე მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია
ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული,სადაც შიშია,ვიღაც ფითრდება
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული და ჩემს სფლავთან ის დაფიქრდება
და ასე ფიქრი უფრო ძნელია,როცა თვალები ნათელს უცდიან
ღმერთო!ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა
ღმერთო!ჩემს ირგვლივ რა ბურუსია
ტერენტი გრანელი
მაღლა გაფრენა მე მოვინდომე,რადგან მიწაზე სული არ იცდის,,,
შენ დედამიწავ უფრო მაშინებ,როცა ოცნებით ზეცას მოვიარ
წმინდაო ღმერთო!რად გამაჩინე მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია
ისევ მიწაზე ვარ მიჯაჭვული,სადაც შიშია,ვიღაც ფითრდება
მოვა ოდესმე ვინმე ტანჯული და ჩემს სფლავთან ის დაფიქრდება
და ასე ფიქრი უფრო ძნელია,როცა თვალები ნათელს უცდიან
ღმერთო!ჩემს ირგვლივ რა სიბნელეა
ღმერთო!ჩემს ირგვლივ რა ბურუსია
ტერენტი გრანელი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
...
ნუ მეთანაცხოვრები რა!
ნუ მესხეულები!
ნუ მემეორნახევრები
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი...
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი..
რა დროს შენი ეგეთებია
და რაღადროს ჩემი ეგეთებია...
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან...
სარკის ინ რომ ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო,
რომ დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც რომ ნერვებს მაშლევინებ,
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!..
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს...
არ გაგივა ეგეთები!
აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი
ძლივს იკავებ თავს, რომ არ წაიქცე...
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულ...
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია - სიარულის დროს შიგადაშიგ ქვევით რომ ქაჩო...
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ...
არ გაგივა მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი!
ხელკავს ნუ მიყრი!
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!
რა დროს შენი ეგეთებია
და რა დროს ჩემი ეგეთებია...
ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი...
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გიყურებ...
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა
და ვერ გაგიბედე...
კარგი რა
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვინღამ გასწავლა?..
ან წელზე ხელის მოხვევა?..
არ გეცოდები?..
ნუ მეთანაცხოვრები რა...
ნუ მესხეულები...
ნუ მემეორენახევრები...
და ნუ მე
ნუ მემები რა!..
შენი ტოლი გოგოებივით დაიმორცხვე
ნაყინს რომ გიყიდი...
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა
და რიგრიგობით ვლოკოთო...
ხომ ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი
შემთხვევით მივარდება...

ნუ მეთანაცხოვრები რა!
ნუ მესხეულები!
ნუ მემეორნახევრები
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი...
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი..
რა დროს შენი ეგეთებია
და რაღადროს ჩემი ეგეთებია...
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან...
სარკის ინ რომ ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო,
რომ დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც რომ ნერვებს მაშლევინებ,
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!..
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს...
არ გაგივა ეგეთები!
აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი
ძლივს იკავებ თავს, რომ არ წაიქცე...
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულ...
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია - სიარულის დროს შიგადაშიგ ქვევით რომ ქაჩო...
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ...
არ გაგივა მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი!
ხელკავს ნუ მიყრი!
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!
რა დროს შენი ეგეთებია
და რა დროს ჩემი ეგეთებია...
ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი...
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გიყურებ...
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა
და ვერ გაგიბედე...
კარგი რა
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვინღამ გასწავლა?..
ან წელზე ხელის მოხვევა?..
არ გეცოდები?..
ნუ მეთანაცხოვრები რა...
ნუ მესხეულები...
ნუ მემეორენახევრები...
და ნუ მე
ნუ მემები რა!..
შენი ტოლი გოგოებივით დაიმორცხვე
ნაყინს რომ გიყიდი...
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა
და რიგრიგობით ვლოკოთო...
ხომ ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი
შემთხვევით მივარდება...

. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
"ქარო, იზუზუნე...
ქარო, იგრიალე...
ქარო, დამანახე ფოთლების შრიალი...
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანეს,
იგი გვიან მოვა,
საღამოს და მაშინ...
ნისლო აიშალე,
ზღვაზე იქრიალე,
ფრთები გაიშალე,
სახე გაიმშრალე,
გულის საბუდარი დამიფიქრიანე.
ქარო, გამიტაცე, არ მინდა მიწაზე...
ქარო, წამიყვანე აშარ ნისლიანად.
ქარო, თუ გიყვარდე,
მასთან მიმიყვანე
ვინც გულის პერანგი დამისისხლიანა.
გაფრინდი და მალე ხელები დამალე,
უცხო კარნავალთან არა ხარ ნავალი,
მთვარისკენ მიმავალ ბილიკებს რა მოშლის
თეთრ ქულებს ჩამოშლის ღრუბლის ქარავანი
და შენ, მეგობარო, უნდა მოგებარო
ახელებს მნახველებს ლექსის აგონია,
ო, სხვა სიხარული, ო... სხვა აღმაფრენა
ლექსის სიყვარულთან გამონაგონია.
ე... საით მიდიხარ?
თუ ღრუბლის ბინდი ხარ?
ვარამის ხიდი ხარ
არარად მინდიხარ.
რატომ მიმატოვე?
მომკლავს სიმარტოვე.
რატომ მიმატოვე ღრუბლის გავა-ტანო?
ზეცის სიფართოვე
და მის ქვეშ მარტო მე...
ახლა სიმღერები ვისღა გავატანო.
ქარო, იზუზუნე,
ქარო, იგგრიალე,
ქარო, დამანახე ფოთლების თამაში.
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა,
საღამოს
და მაშინ..."
ლადო ასათიანი
ქარო, იგრიალე...
ქარო, დამანახე ფოთლების შრიალი...
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანეს,
იგი გვიან მოვა,
საღამოს და მაშინ...
ნისლო აიშალე,
ზღვაზე იქრიალე,
ფრთები გაიშალე,
სახე გაიმშრალე,
გულის საბუდარი დამიფიქრიანე.
ქარო, გამიტაცე, არ მინდა მიწაზე...
ქარო, წამიყვანე აშარ ნისლიანად.
ქარო, თუ გიყვარდე,
მასთან მიმიყვანე
ვინც გულის პერანგი დამისისხლიანა.
გაფრინდი და მალე ხელები დამალე,
უცხო კარნავალთან არა ხარ ნავალი,
მთვარისკენ მიმავალ ბილიკებს რა მოშლის
თეთრ ქულებს ჩამოშლის ღრუბლის ქარავანი
და შენ, მეგობარო, უნდა მოგებარო
ახელებს მნახველებს ლექსის აგონია,
ო, სხვა სიხარული, ო... სხვა აღმაფრენა
ლექსის სიყვარულთან გამონაგონია.
ე... საით მიდიხარ?
თუ ღრუბლის ბინდი ხარ?
ვარამის ხიდი ხარ
არარად მინდიხარ.
რატომ მიმატოვე?
მომკლავს სიმარტოვე.
რატომ მიმატოვე ღრუბლის გავა-ტანო?
ზეცის სიფართოვე
და მის ქვეშ მარტო მე...
ახლა სიმღერები ვისღა გავატანო.
ქარო, იზუზუნე,
ქარო, იგგრიალე,
ქარო, დამანახე ფოთლების თამაში.
იგი შორს წასულა,
იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა,
საღამოს
და მაშინ..."
ლადო ასათიანი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
წამოდი მთაში.ოღროჩოღროს გავუყვეთ ბილიკს
მძიმე ჩანთასაც ჩამოგართმევ,მხრებით ვატარებ
მთაზე შეკიდულ კარკუჩსა და ქოზეფას ერთად
უუნაგირო წითელ ლაფშით შემოგატარებ.
აქ სულ სხვა ცაა,თვალებს ამ ცით ევსებათ ფსკერი,
მყინვარზე მორცხვი მაყრებივით სხედან ღრუბლები,
ამოანათებს მზე საცაა,დააჭერს სიცხე
და კავკასიონს დაატყდება თოვლის ხუნდები.
ღამის პირს ისე აცივდება,გაგვილის ძვლებშიც,
შეაყმუვლებენ მარტოობას მთვარეს ტურები.
ასეა თურმე, ობლდებიან ხშირად სოფლები
და ენატრებათ ახლობელი შორი სტუმრები.
ცეცხლთან მოხევე გარმონივით გაწელავს ზღაპრებს,
აქ სიზმრებიდან გადმოდიან ცხადში დევები.
გაიტაცებენ თაფლისთვალა ვინმე ეშხიანს,
გააჭენებენ ბედაურებს ფიცხი მდევრები.
შუაღამისას ძილი თვალზე ფრთხილად გაკოცებს,
ცეცხლს ჩაანავლებს-თითქოს საქმეს იმარტივებდეს...
წამოდი მთაში, წამომყევი სადაც ზღაპრიდან
თითქმის სულ ერთი ნაბიჯია სინამდვილემდე.
მძიმე ჩანთასაც ჩამოგართმევ,მხრებით ვატარებ
მთაზე შეკიდულ კარკუჩსა და ქოზეფას ერთად
უუნაგირო წითელ ლაფშით შემოგატარებ.
აქ სულ სხვა ცაა,თვალებს ამ ცით ევსებათ ფსკერი,
მყინვარზე მორცხვი მაყრებივით სხედან ღრუბლები,
ამოანათებს მზე საცაა,დააჭერს სიცხე
და კავკასიონს დაატყდება თოვლის ხუნდები.
ღამის პირს ისე აცივდება,გაგვილის ძვლებშიც,
შეაყმუვლებენ მარტოობას მთვარეს ტურები.
ასეა თურმე, ობლდებიან ხშირად სოფლები
და ენატრებათ ახლობელი შორი სტუმრები.
ცეცხლთან მოხევე გარმონივით გაწელავს ზღაპრებს,
აქ სიზმრებიდან გადმოდიან ცხადში დევები.
გაიტაცებენ თაფლისთვალა ვინმე ეშხიანს,
გააჭენებენ ბედაურებს ფიცხი მდევრები.
შუაღამისას ძილი თვალზე ფრთხილად გაკოცებს,
ცეცხლს ჩაანავლებს-თითქოს საქმეს იმარტივებდეს...
წამოდი მთაში, წამომყევი სადაც ზღაპრიდან
თითქმის სულ ერთი ნაბიჯია სინამდვილემდე.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ქვეყნად მეგობრობის ძებნით
უძილობას ვეწიე:
ვპოვე - მცირე ნაკადულად,
თუმც - მდინარედ ვეძიე.
მეგობარი მეგობრისთვის
სასიკვდილოდ მზად არი!
მე ასეთი მეგობრობა
ვძებნე, მაგრამ სად არი!
უღალატო მეგობრობის
მწამდა გასხივნოსნება,
სულ ამაოდ ვხარჯე წლები,
ო, საბრალო ოცნებავ!
კაცთან ვძებნე, ქაჯთან ვძებნე,
დევებს, ქაჯებს ვეწვიე,
გაიცინეთ - მგოსნის ხალათს,
გიჟის ხალათს ვეწიე.
ვერც შეიხი, ვერც მეჩეთი,
მწედ ვერ მქენა ვერცერთი
დუქნის ბიჭად დავდექი და
მივატოვე მეჩეთი...
ოჰ, ნავიო, ყველაფერი
წასულია ხელიდან:
მარტოობა არის შენი
ხვედრი ამიერიდან!
უძილობას ვეწიე:
ვპოვე - მცირე ნაკადულად,
თუმც - მდინარედ ვეძიე.
მეგობარი მეგობრისთვის
სასიკვდილოდ მზად არი!
მე ასეთი მეგობრობა
ვძებნე, მაგრამ სად არი!
უღალატო მეგობრობის
მწამდა გასხივნოსნება,
სულ ამაოდ ვხარჯე წლები,
ო, საბრალო ოცნებავ!
კაცთან ვძებნე, ქაჯთან ვძებნე,
დევებს, ქაჯებს ვეწვიე,
გაიცინეთ - მგოსნის ხალათს,
გიჟის ხალათს ვეწიე.
ვერც შეიხი, ვერც მეჩეთი,
მწედ ვერ მქენა ვერცერთი
დუქნის ბიჭად დავდექი და
მივატოვე მეჩეთი...
ოჰ, ნავიო, ყველაფერი
წასულია ხელიდან:
მარტოობა არის შენი
ხვედრი ამიერიდან!
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ყურის ბიბილო,
ცხელი ტუჩები,
სიტყვა წამცდარი-
"ნუ მეურჩები!.."
ღამის სიგრილე,
გრძნობის თამაში,
სიჩუმედქცეულ
პურის ყანაში.
სხეულთა როკვა
თავთავებს დაგავს.
ფიცი,რომელიც
არაფერს არ გავს.
კოცნა,რომელიც
ბაგეს აჩნდება,
კიდევ რამდენჯერ
გათამაშდება.
...ყურის ბიბილო,
ცხელი ტუჩები,
ყალბად ნათქვამი"
"ნუ მეურჩები!..".
ცხელი ტუჩები,
სიტყვა წამცდარი-
"ნუ მეურჩები!.."
ღამის სიგრილე,
გრძნობის თამაში,
სიჩუმედქცეულ
პურის ყანაში.
სხეულთა როკვა
თავთავებს დაგავს.
ფიცი,რომელიც
არაფერს არ გავს.
კოცნა,რომელიც
ბაგეს აჩნდება,
კიდევ რამდენჯერ
გათამაშდება.
...ყურის ბიბილო,
ცხელი ტუჩები,
ყალბად ნათქვამი"
"ნუ მეურჩები!..".
. . . კიდევ ერთი დღე . . .
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
- მოხველ მშვიდობით, სტუმარო,
მოდი, ტაბლასთან დაჯე და
- დამხვდით...
ამოსთქვი, ღამემაც
ცა ვარსკვლავებით აჭედა.
ვათეთრებ შუაღამისფერს,
ყანწ ჟიპიტაურს ვიწურავ...
ტაბლას ატყვია ხინკლები,
სიფხიზლის კარებს მივხურავ.
- ლუკმა მიაყოლ!
მწარე ას.
- რა ლუკმა, დადექ არიქა!
სასმელმა გონი ამხადა,
დავეძებ ბალალაიკას.
- ეჰეჰეი!
დაჰკათ ვაჟებო...
ჰაი დედასა მტრისასა.
ქალავ,
შენ შორით ნუ მივლი,
თორე ავჰკმიჭე მიწასა.
თენდება, დილამ ახვეტა,
ღამე,
ნისლიან, ბინდიან,
ერთ საკართანოც გადავსვი,
თოლებში ცეცხლი მინთია.
- მომგვარეთ ჩემი თეთრონი,
წინ გზა მიმელის საძნელო,
მოდი...
შამაჯე გავაზე,
ჩემთან წაგიყვან ქალბნელო.
- არ გინდა?!
ეგიც არცარა...
მარტო შავჰკივლებ შარასა,
ვერცაით გადავეჩვიე
ლოთობას წარამარასა...
მოდი, ტაბლასთან დაჯე და
- დამხვდით...
ამოსთქვი, ღამემაც
ცა ვარსკვლავებით აჭედა.
ვათეთრებ შუაღამისფერს,
ყანწ ჟიპიტაურს ვიწურავ...
ტაბლას ატყვია ხინკლები,
სიფხიზლის კარებს მივხურავ.
- ლუკმა მიაყოლ!
მწარე ას.
- რა ლუკმა, დადექ არიქა!
სასმელმა გონი ამხადა,
დავეძებ ბალალაიკას.
- ეჰეჰეი!
დაჰკათ ვაჟებო...
ჰაი დედასა მტრისასა.
ქალავ,
შენ შორით ნუ მივლი,
თორე ავჰკმიჭე მიწასა.
თენდება, დილამ ახვეტა,
ღამე,
ნისლიან, ბინდიან,
ერთ საკართანოც გადავსვი,
თოლებში ცეცხლი მინთია.
- მომგვარეთ ჩემი თეთრონი,
წინ გზა მიმელის საძნელო,
მოდი...
შამაჯე გავაზე,
ჩემთან წაგიყვან ქალბნელო.
- არ გინდა?!
ეგიც არცარა...
მარტო შავჰკივლებ შარასა,
ვერცაით გადავეჩვიე
ლოთობას წარამარასა...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
წავიდეთ,ვეწვიოთ ნისლიან მთებს
იყავი შენ ჩემი წაწალი...
მთვარე რომ ვარსკვლავებში იკიაფებს
ხევსურულ სიყვარულს გასწავლი.
დედოფლად მომრთავენ ყვავილები
მთებს რომ აბნევია მძივივით
მე შენი სურნელით დავითვრები,
შენ–ჩემი ბავშვური ღიმილით...
წყალობას გამოგვატანს მთის გიჟმაჟებს
გუდანის ჯვარი და ხახმატი,
ზეცა რომ მტრედისფრად ირიჟრაჟებს
სიმღერით გაგვაცილებს არაგვი...
წავიდეთ,ვეწვიოთ ნისლიან მთებს
ვიქნები მეც შენი წაწალი,
მთვარე რომ ვარსკვლავებში იკიაფებს
ხევსურულ სიყვარულს გასწავლი,
ჩვენი გული იყოს უღალატო
ჩვენი მეჯვარეც და...მაყარიც...
ა.არაბული
იყავი შენ ჩემი წაწალი...
მთვარე რომ ვარსკვლავებში იკიაფებს
ხევსურულ სიყვარულს გასწავლი.
დედოფლად მომრთავენ ყვავილები
მთებს რომ აბნევია მძივივით
მე შენი სურნელით დავითვრები,
შენ–ჩემი ბავშვური ღიმილით...
წყალობას გამოგვატანს მთის გიჟმაჟებს
გუდანის ჯვარი და ხახმატი,
ზეცა რომ მტრედისფრად ირიჟრაჟებს
სიმღერით გაგვაცილებს არაგვი...
წავიდეთ,ვეწვიოთ ნისლიან მთებს
ვიქნები მეც შენი წაწალი,
მთვარე რომ ვარსკვლავებში იკიაფებს
ხევსურულ სიყვარულს გასწავლი,
ჩვენი გული იყოს უღალატო
ჩვენი მეჯვარეც და...მაყარიც...
ა.არაბული
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!
მაინც უკვდავო საქართველო!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Dრეს დილით წავიკითხე, მომეწონა და...
(ნუ იფიცებ...)
პეტრე გრუზინსკი
ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
(ნუ იფიცებ...)
პეტრე გრუზინსკი
ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა


კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
კონკია
კონკია მაინც კონკიაა
და მეძველმანედ დარჩება,
რამდენიც გინდა ოქროს კაბა
გამოიმეტონ ჩარჩებმა.
არცა შეჯდება მწყერი ხესა,
როგორც არ უნდა ეწვალო,
ზღაპრული პრინციც ზღაპარია,
სიმართლე თუნდა გემწაროს.
როდის ყოფილა სატრფოს დარდი
დილას აქცევდეს მწუხარად,
კონკია მაინც კონკიაა
და პრინცი არც კი უნახავს.
ავტორი yoko
კონკია მაინც კონკიაა
და მეძველმანედ დარჩება,
რამდენიც გინდა ოქროს კაბა
გამოიმეტონ ჩარჩებმა.
არცა შეჯდება მწყერი ხესა,
როგორც არ უნდა ეწვალო,
ზღაპრული პრინციც ზღაპარია,
სიმართლე თუნდა გემწაროს.
როდის ყოფილა სატრფოს დარდი
დილას აქცევდეს მწუხარად,
კონკია მაინც კონკიაა
და პრინცი არც კი უნახავს.
ავტორი yoko
ორიფლეიმის კატალოგები და პროდუქცია, საინტერესო რჩევებთან ერთად, მოიკითხეთ ჩემთან
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
რა ნიჭიერია ეს ადამიანი. და მიხარია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.
გიო არაბული
”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება`”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით”
”ქალავ ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი”.
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარადს,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ ჩანხარ,
ნეტავ შენს სწორფერსამც დამიცდიდე”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მოუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...”
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
გიო არაბული
”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება`”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით”
”ქალავ ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი”.
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარადს,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ ჩანხარ,
ნეტავ შენს სწორფერსამც დამიცდიდე”
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
სწორფერმ მოუტანა ბოთლით არაყ,
დილამ შუადღისკენ გაიწია,
კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
ქალმა ლუკმა მისცა... თავ დახარა,
”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა...”
სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
(თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და...)
”... რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და...”
შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,...
ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.
სვანეთოლოგი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გვალდა
უძლიერესი ლექსია
უძლიერესი ლექსია

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ეს ჩემი ფავორიტი ლექსია გიორგის პოეზიიდან, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს პოეზიაში 
მთიბელნი თიბდიან
გიორგი არაბული
თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!"
"ეშმაკმა დალახვროს!” -
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ...” -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები...”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.

მთიბელნი თიბდიან
გიორგი არაბული
თიბათვე…
მთიბელნი თიბდიან,
აგერა გორები, ველები...
“დასხეით, ცის პირი მშვიდია.
დააწყვით საწკეპი ცელები”.
“აბაბა!"
"ეშმაკმა დალახვროს!” -
ამინდზე წყრებოდნენ (...გულიდან...)
“მზით იფშვნიტებაო ბალახი”,
მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა.
“ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” -
ჯავრობდა ხნიერი ბეწინა.
იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე
მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა.
მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ
მზე ღულის გორებზე დგებოდა.
“წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ...” -
აბიკა გმირებზე ყვებოდა.
ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია
“მოდითო, დააწყვით ცელები...”
თიბათვე. მთიბელნი თიბდიან,
აგერა ნათიბი ველები.