სამწვადესთან დაკავშირებით: ჩვენ რომ წავედით, დიდუბის ბაზარში მხოლოდ გაყინული ღორის ხორცი იყო, მაგის ყიდვას კი არ გირჩევთ და ყველამ ქე იცით, საყიდელი რომ არაა. გზაზე ვიყიდეთ, მაგრამ 12 ლარი ღირდა და მაგას გერჩივნოთ, გუდვილში ან რომელიმე ისეთ სუპერმარკეტში შეიაროთ, სადაც ჩაბასტურმებული სამწვადე იყიდება. გუდვილში შარშან 12 ლარი ღირდა და ახლა რომც მოემატა, იმდენად არ გაძვირდებოდა. თან, გუდვილში ძაან გემრიელი იყო და დუშეთში 12 ლარის გადახდას, მანდ გადაიხადოთ, გერჩივნოთ. ღმერთმა გამრავლოთ და უკვე იმდენნი ხართ, ალბათ, დაიქირავებთ და იქ შევლა არ იქნება პრობლემა. თუ გუდვილი არ გინდათ და (საამისო მიზეზს კი ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც...

) მაშინ დიღმის მასივში, მოედანზე, ყოფილ ბაზართან ცოტა უცნაური დასახელების მარკეტია -იბისი დ იქაც იყიდება ბასტურმა.
აბა, ბედნიერ გასვლას გისურვებთ და სასმელის წაღება თუ დაგანებათ ინტელამ (ისე, იმ დღეს ავენისში ამბობდნენ ზოგნი, ინტელა გალოთდაო ამ ბოლო დროსო, ხარივით სვამსო ლუდსო

), ის ხალხიც დალოცეთ, ვისაც ავენისი უყვარს და ხვალ თქვენთან არ იქნება. მაგალითად, მოდერი კახა, რომელმაც კარავს ავენისი აღმოუჩინა.
