Milena
რა კარგია, რომ გამოჩნდიი!!!

მომენატრეთ, ხალხ, ძალიან!
ძალიან გამიხარდება ახალი ფოტოების ხილვა!..
ჰოო, მისის რობინსონმა რომ მიამბო, სიცილისგან გავიგუდე - ჩემი თავი წარმოვიდგინე უცნობის ადგილას, მშვენიერი ხმით და ლამაზი ქართულით რომ გესაუბრება და ბოლოს რომ გეტყვის, მისის რობინსონი ვარო

) რას წარმოიდგენს ახლა ის უცნობი, რომ ჩვენ აქ ზღარბები, ლოკოკინები, პატაპუტინები, ინტელიგენტები (!), ლამები და უამრავი კიდევ სხვა გვყავს...
კიდევ გამახსენდა - სპორტის სასახლესთან რომ შევიკრიბეთ, ჩემს პლიუს სოფოს (რომელიც დარეგისტრირდა და, იმედია, მალე შემოგვიერთდება) გავაცანი კარაველები და ჩამოვუთვალე ხალხი, მათ შორის მისის რობინსონი, მისის ჰორუსი და გიო ჰორუსი.. გაუფიქრია, უი, სად მოვხვდი, სულ უცხოელები არიანო

მაგრამ მეორე წუთშივე მიხვდა, რაღაცაში იყო საქმე, ყველა რომ ქართულად ამეტყველდა...

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir