შოთა რუსთველი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:53

Tamari-ch.
maine18
ახალგაზრდებო მე ვსაუბრობ სწორედ "კონტექსტზე" და თქვენ კი არ გესმით რატომღაც ჩემი ნათქვამი. შოთა რუსთველი არ არის სწორი.
შეცდომაა:შოთა რუსთველი, შოთა რუსთველმა, შოთა რუსთველის ...
სწორია: შოთა რუსთაველი, შოთა რუსთაველმა, შოთა რუსთაველს....
სადმე შეგხვედრიათ "შოთა რუსთველის ნაწარმოები", "შოთა რუსთველმა იცოდა" და ასე შემდეგ. სკოლაში არ სწავლობდით? მე უკვე ეჭვი მეპარება ამაში.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:56

Tamari-ch. wrote:შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ - საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

ეს ოფიციალურ ივერსია


ესეც პოემის ტექსტი
http://lib.ge/body_text.php?5428


აპოლოგია რუსთაველისა
კონსტანტინე გამსახურდია
http://lib.ge/body_text.php?3339
თამარ ეს პოსტი რატომ არ იწყება ასე: შოთა რუსთველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო.... :?: :?: :?:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:57

Tamari-ch.
maine18
ახალგაზრდებო
ისე, მგონი შენ ჩემზე ახალგაზრდა უნდა იყო...
(არ ვიმჩნევ :oops: )

:lol:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:58

Tamari-ch.
ზედა წერილს უპასუხეთ დეიდა თუ შეიძლება??? :D
ვინაა შენი ახალგაზრდა (თუმცა ვიყო ჩემი რა მიდის) :lol:

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 02 ივლ 2009, 23:02

qvevri
ძალიან კარგი..

ჰოდა ახლა ვიმსჯელოთ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი გიორგი 2-ის თამარის სამეფო კარზე? საერო თუ სასულიერო პირი?

ზოგ მკვლევარს მიაჩნია რუსთველი არის არა თანამდებობის ( საქმიანობის ) აღმნიშვნელი ზედწოდება თუ ტიტული,არამედ გვარ-წოდება,რომელიც მათი აზრით წარმოიშვა რომელიღაც აღზევებული ფეოდალის საკუთარი მამულის-რუსთავის გეოგრაფიული სახელწოდებიდან..

მეორე მკვლევარები კი მიიჩნევენ რომ ისეთი ჰუმანური იდეებით გამსჭვალული ნაწარმოების დაწერა,როგორიცაა ”ვეფხისტყაოსანი” ,სასულიერო პირს არ შეეძლო,რადგან ეკლესია იყო რეაქციულ-კლერიკული ძალა,რომელიც ავტორის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და სდევნიდა კიდევაც მას..

მესამე მკვლევარები მიიჩნევენ რომ ფეოდალური ეპოქის ქართული საერო ლიტერატურა,რომლის მწვერვალიც ”ვეფხისტყაოსანია” წარმოიშვა საქ-ში რელიგიური იდეოლოგიის შესუსტების შედეგად..

ყველა დებულება ყალბად მიმაჩნია,გამონაკლისების გარდა,თქვენ?
Last edited by maine18 on 02 ივლ 2009, 23:06, edited 3 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 23:02

qvevri
ორივე სწორია
შანიძეც და ჯავახიშვილიც წერდნენ რუსთველს.
არც რუსთველი და არც რუსთაველი არაა შეცდომა.
აქ შეცდომაზე არაა საუბარი.
აქ საუბარი იმაზე, რომ მე 12 საუკუნის სალაპარაკო ქართულის გრამატიკა და თანამედროვესი ზოგჯერ განსხვავდება
და თუ მე -12 საუკუნეში წერდნენ და აბობდნენ რუსთველს
ახლა ამბობენ რუსთაველს.

ისე კი ამას რა მნიშვნელობა აქვს?
:lol:
თემა გრამატიკაზეა თუ რუსთველის წარმომავლობაზე?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 23:05

მეასმე ვერსია განსაკუთრებითაა გამოსარიცხი, რადგან თამარის ეპოქაში, რელიგიური იდეოლოგიის შესუსტება მგონი გამორიცხულია, თუმცა ამავე დროში მოღვაწეობდნენ მხარგრძელებიც...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შოთა რუსთველი

Post by lama » 02 ივლ 2009, 23:07

maine18 wrote:
რაც შეეხება იმას თუ რატომ რუსთველი გეტყვი კიდევ არის ვერსია რომ იგი საერო ადამიანი კი არა სასულიერო პირი იყო..
თქვენ ჩემს ძმაკაცს, არჩილ გამზარდიას

ხომ არ იცნობთ?

:) :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 23:11

ზოგ მკვლევარს მიაჩნია რუსთველი არის არა თანამდებობის ( საქმიანობის ) აღმნიშვნელი ზედწოდება თუ ტიტული,არამედ გვარ-წოდება,რომელიც მათი აზრით წარმოიშვა რომელიღაც აღზევებული ფეოდალის საკუთარი მამულის-რუსთავის გეოგრაფიული სახელწოდებიდან..
ეს ვერსია მე პირადად სწორი მიმაჩნია
მესხი მელექსე ვარო
არის დაბა რუსთავი მესხეთში
ადრე გვარები გეოგრაფიის მიხედვით დგებოდა

სასულიერო პირი ვერ იქნებოდა
ფრესკებზე საერო ტანსაცმელი აცვია.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 23:20

Tamari-ch. wrote:
ზოგ მკვლევარს მიაჩნია რუსთველი არის არა თანამდებობის ( საქმიანობის ) აღმნიშვნელი ზედწოდება თუ ტიტული,არამედ გვარ-წოდება,რომელიც მათი აზრით წარმოიშვა რომელიღაც აღზევებული ფეოდალის საკუთარი მამულის-რუსთავის გეოგრაფიული სახელწოდებიდან..
ეს ვერსია მე პირადად სწორი მიმაჩნია
მესხი მელექსე ვარო
არის დაბა რუსთავი მესხეთში
ადრე გვარები გეოგრაფიის მიხედვით დგებოდა

სასულიერო პირი ვერ იქნებოდა
ფრესკებზე საერო ტანსაცმელი აცვია.
მეორეს მხრივ, სწორედ ეს პატარა მომენტი ამტკიცებს(მაგალითად იგოროყვას აზრით), რომ ამ სიტყვებს(ვწერ ვინმე....) ამბობს არა რუსთაველი არამედ "სხვა", რომელმაც დაასრულა ვეფხისტყაოსანი. როგორც ვიცით არსებობბს რამოდენიმე ვერსია ვეფხისტყაოსნისა, უფრო სწორეს ვერსია კი არ კონკრეტულ ლექსის თვალთა ვერსიები, მაგალითად ეპილოგის მარტო ორი სამი ვარიანტი არსებობს.

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 02 ივლ 2009, 23:38

qvevri
მართალი ხარ გამოსარიცხია მხოლოდ იმიტომ რომ ეს დებულება მეცნიერულად ჯერ არავის დაუმტკიცებია და ვერც დაამტკიცებს,რადგან ხსენებული პერიოდის საქ-ის ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა.

lama

არა არ ვიცნობ.აი შენ კი ფოტოსამყაროდან გიცნობ,პაატასაც:P

Tamari-ch.
საქ-ს ისტორია თამარის ეპოქაში მრავალ საგვარეულო წოდებას ანუ გვარ-წოდებას იცნობს,რომელთა წარმოშობა დაკავშირებულია ამათუიმ გეოგრაფიული ადგილის ან ციხე-სიმაგრის სახელწოდებასთან,ასეთებია:თმოგველი,თორელი,ჯაყელი, ციხისჯვარელი,ფანასკერტელი,სურამელი,გაგელი ფავნელი და ა.შ.
არასდროს არაფერი გვსმენია რუსთაველ ანუ რუსთველ ფეოდალზე:) რადგან გვარ-წოდება შვილზე გადადიოდა,ძმებზეც,სახლიკაცებზეც..რუსთველი კი ერთია!! რატომ?

სამაგიეორდ პრინციპულად განსხვავებული ვითარების წარმონაქმნია უმაღლეს სასულიერო პირთა ზედწოდებანი,მაგ: მანგლელი,რუსთველი,წილკნელი,
ალავერდელი,ბოდბელი,ნეკრესელი,მროველი,კუმუროელი,მაწყვერელი,
წინწყაროელი,გენათელი,ნიკორწმინდელი,დრანდელი და ა.შ.

მათი წარმოქმნა სულ სხვა პირობებითაა განპირობებული,თუ საერო დიდებულებმა თანდატან დაისაკუთრეს სამფლობელო ადგილები და ბოლოს საკუთარ მამულებად დაიჩემეს,ხოლო სამოსახელო ტერმინი "ერისთავი" გვარად აქციეს,სასულიერო დიდებულთა ასეთი მეტამორფოზა შეუძლებელი იყო,რადგან ეკლესია-მონასტრებში კერძო საკუთრება არ არსებობდა..
სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხედავთ სასულიერო ზედწოდებების მიმართ.რადგან სასულიერო წოდება ტანამდებობაა და დაკავშირებულია ეპარქიასტან არ შეიძლებოდა ერთდროულად 2 მანგლელი.2 ნეკრესელი,2 წილკნელი ყოფილიყო ბუნებაში..

აქედან გამომდინარე შოტა რუსთველი უეჭველი სასულიერო პირი იყო.

რაც შეეხება საერო ტანისამოსს:)
ეს ტანისამოსი როგორც მკლევარები ვარაუდობენ არის იმდროინდელ სიონის პრიორატის უმაღლესი წოდების მაგისტრის მანტია..


Last edited by maine18 on 02 ივლ 2009, 23:40, edited 2 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შოთა რუსთველი

Post by lama » 02 ივლ 2009, 23:38

maine18
რაააააააააააა

რომელი ხარ :)

:wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
შოთა რუსთველი

Post by ARCHILI » 03 ივლ 2009, 11:19

lama wrote:

თქვენ ჩემს ძმაკაცს, არჩილ გამზარდიას

ხომ არ იცნობთ?

:) :roll: :roll: :roll:

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 03 ივლ 2009, 16:29

lama
პმ-ს გწერ და არ მოდის,რა სასწაული ფორუმია;)

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
შოთა რუსთველი

Post by masai11 » 03 ივლ 2009, 17:03

qvevri wrote:maine18
რაც შეეხება ზემორე ტექსტში ნახსენებ "ასტროლოგიას", ვფიქრობ, რომ ეს მცდარი აზრია, შოთას ასტროლოგიასთან არაფერი აქვს საერთო, რაც შეეხება ასტრონომიას ამაზე კიდევ შეიძლევა საუბარი.
კაი ახლა :lol: არც მთლად ეგრეა ეგ ამბავი

აგერ ფაქტები :

957. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
"აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!"

958. "მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
მას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა".

959. "ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
მართალი ვარ, გამიკითხე, რად მიწყლულებ მისთვის წყლულსა?"

960. "მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა."


961. ''მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.

962. ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა თმასა.

963. მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები,
მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

964. აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან.
მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან''.



თითოეულ "ვარსკვალვისადმი" სათხოვარში მისი ასტროლოგიური დახასიათებაა სწორედ და არა ასტრონომიული. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ რომ არც ამ უკანასკნელის ცოდნა აკლდა მაგ კაცს ;)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]