შოთა რუსთველი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შოთა რუსთველი

Post by lama » 02 ივლ 2009, 22:19

maine18
იმედია იმოგზაურებ კიდეც ჩვენთან ერთად

კი არა და

ერთობით გაგვიმარჯოს

უკაცრავად ოფტოპიკი გამომივიდა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
შოთა რუსთველი

Post by paata_ » 02 ივლ 2009, 22:20

kurush wrote:გამაგებინეთ: სად კარავი, ხეტიალი, მოგზაურობა და სად "ვიტიაზ ვ ბარსავომ შკურე"?
მეც გამაგებინეთ რაა :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:21

paata_
თქვენ რომ გაიგებთ მერე მეც გამაგებინეთ რააა???

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:21

"მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:22

paata_ wrote:
kurush wrote:გამაგებინეთ: სად კარავი, ხეტიალი, მოგზაურობა და სად "ვიტიაზ ვ ბარსავომ შკურე"?
მეც გამაგებინეთ რაა :)
არ გინდათ ასეთი თემები?

პრაშაიტე!

:lol:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:23

Tamari-ch. wrote:"მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"
მე გეკითხები შოთა რუსთველი-ს შესახებ.

თქვენ, რომელიმეს სადმე გინახავთ ვეფხისტყაოსნის ავტორად შოთა რუსთველი ეწეროს?
Last edited by qvevri on 03 ივლ 2009, 22:29, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:35

საინტერესოა სად წავიდა თემის ავტორი?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:38

qvevri wrote:საინტერესოა სად წავიდა თემის ავტორი?
პირის გაღება ვერ მოასრო
და ეგრევე დაცინვა დაუწყეთ
და გიკვირთ რომ გაიქცა?
:lol:

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 02 ივლ 2009, 22:40

qvevri

საერთოდ იმ ხალხს ვინც ”ვეფხისტყაოსანს” და პოეტის ვინაობას იკვლევს რუსთველოლოგები ეწოდებათ,ყველგან ნახავ ამის წყაროს:)

რაც შეეხება იმას თუ რატომ რუსთველი გეტყვი კიდევ არის ვერსია რომ იგი საერო ადამიანი კი არა სასულიერო პირი იყო..

თუნდაც ასე რომ ვიფიქროთ:საისტორიო წყაროებმა შემოგვინახა სასულიერო რუსთველებზე რომლებსაც ეპისკოპოსების,ზოგჯერ მტავარეპისკოპოსების და მიტროპოლიტების ხარისხიც ჰქონიათ და რუსთავის ეპარქიის კათედრა სჭერიათ:)
რუსთველ მღვდელმთავრებზე კი ისტორიული წყაროები ზუსტად მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე მოგვეპოვება,მთელი სჰუა საუკუნეების მანძილზე და იწოდებოდნენ რუსთველებად!!!!

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 02 ივლ 2009, 22:40

qvevri

საერთოდ იმ ხალხს ვინც ”ვეფხისტყაოსანს” და პოეტის ვინაობას იკვლევს რუსთველოლოგები ეწოდებათ,ყველგან ნახავ ამის წყაროს:)

რაც შეეხება იმას თუ რატომ რუსთველი გეტყვი კიდევ არის ვერსია რომ იგი საერო ადამიანი კი არა სასულიერო პირი იყო..

თუნდაც ასე რომ ვიფიქროთ:საისტორიო წყაროებმა შემოგვინახა ინფორმაცია სასულიერო რუსთველებზე რომლებსაც ეპისკოპოსების,ზოგჯერ მტავარეპისკოპოსების და მიტროპოლიტების ხარისხიც ჰქონიათ და რუსთავის ეპარქიის კათედრა სჭერიათ:)
რუსთველ მღვდელმთავრებზე კი ისტორიული წყაროები ზუსტად მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე მოგვეპოვება,მთელი სჰუა საუკუნეების მანძილზე და იწოდებოდნენ რუსთველებად!!!!
Last edited by maine18 on 02 ივლ 2009, 22:49, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:44

maine18 wrote:qvevri

საერთოდ იმ ხალხს ვინც ”ვეფხისტყაოსანს” და პოეტის ვინაობას იკვლევს რუსთველოლოგები ეწოდებათ,ყველგან ნახავ ამის წყაროს:)

რაც შეეხება იმას თუ რატომ რუსთველი გეტყვი კიდევ არის ვერსია რომ იგი საერო ადამიანი კი არა სასულიერო პირი იყო..

თუნდაც ასე რომ ვიფიქროთ:საისტორიო წყაროებმა შემოგვინახა სასულიერო რუსთველებზე რომლებსაც ეპისკოპოსების,ზოგჯერ მტავარეპისკოპოსების და მიტროპოლიტების ხარისხიც ჰქონიათ და რუსთავის ეპარქიის კათედრა სჭერიათ:)
რუსთველ მღვდელმთავრებზე კი ისტორიული წყაროები ზუსტად მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე მოგვეპოვება,მთელი სჰუა საუკუნეების მანძილზე და იწოდებოდნენ რუსთველებად!!!!
აკი ვამბობდი მიყვარს ჯანსაღი პაექრობა-მეთქი. აბა თავიდანვე რომ არ დამეწყო "ქილიკი" საქმე აქამდე მივიდოდა? ნამდვილად არ მივიდოდა! ეხლა კი ყველა მხარე "ჩათრეულები" ვართ და ამ თემას აუცილებლად ექნება საინტერესო გაგრძელება.
Last edited by qvevri on 02 ივლ 2009, 22:46, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:45

რუსთველიც და რუსთაველიც ორივე სწორია.
”ა” ზოგჯერ იკვეცება და რად უნდა ამას ამდენი დავა?

წარმომავლობა

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავსრუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართული საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველი, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობას. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:45

maine18
ეს ორი სათაური რაღა საჭიროა ნამდვილად ვერ გავიგე :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:46

lama wrote:maine18
იმედია იმოგზაურებ კიდეც ჩვენთან ერთად

კი არა და

ერთობით გაგვიმარჯოს

უკაცრავად ოფტოპიკი გამომივიდა :)
იქნებ გიცნობს კიდეც...
შენ ვინ არ გიცნობს...
:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:48

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ - საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

ეს ოფიციალურ ივერსია


ესეც პოემის ტექსტი
http://lib.ge/body_text.php?5428


აპოლოგია რუსთაველისა
კონსტანტინე გამსახურდია
http://lib.ge/body_text.php?3339

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]