შოთა რუსთველი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 01 ივლ 2009, 23:57

შოთა რუსთველი დიდი გენია "ვეფხისტყაოსნის" დამწერი,ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი ვინც შეძლო ასეთი უნიკალური წიგნი დაეწერა სიყვარულზე,მეგობრობაზე,ისტორიაზე,ასტროლოგიაზე და კიდევ ვინ მოთვლის რამდენ ცოდნას ფარავს..

ამ ადამიანის შესახებ ბევრი რამ ბურუსითაა მოცული,შოთა კუპრი,შოთა მესხი და ასე შემდეგ..
ვინ იყო შოთა? რას წარმოადგენდა იგი თამარის კარზე? მანამდეც?

სხვათაშორის გაიელვა მოსაზრებამაც რომ შოთა დემნაა გიორგი III ის მიერ დასაჭურისებული და თვალდაშრეტილი კანონიერი უფლისწული ბაგრატიონთა ან დემნას ძე,ასევე უკვალოდ გამქრალი..

უფრო სარწმუნო მოსაზრებაც არის რომ შოთა კუპრი ეს ჰერეთის ერთერთი ერისთავია რომელიც ბაგრატიონია შთამომავლობით..

აბა გისმენთ რას გვეტყვით თქვენ,რა იცით მის შესახებ?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 00:12

Image

სავარაუდოდ შოთას ფრესკა ქვაბისხევში

და ესეც იერუსალიმში

Image

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 02 ივლ 2009, 00:25

გამოთქმული მოსაზრებით, პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. მაგრამ არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე, იერუსალიმის ფრესკაზე გამოსახული შოთა არაა ბერის ტანსაცმლით შემოსილი.რატომ?
რა ვარაუდები შეიძლება იყოს მის ტანსაცმელთან დაკავშირებით? ეს არც საერო ტანისამოსს ჰგავს..
და კიდევ რა უნდა შოთას ფრესკას ქვაბისხევში?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 09:39

maine18
კი გვისმენ, მაგრამ მგონი ჯერ თავად უნდა დაწეროთ საკუთარი მოსაზრება ცოტა ვრცლად და მერე მოგვისმინო დანარჩენებს, ასე რომ ჯერ ჩვენ გისმენთ. ასევე უფრო გარკვევით, რატომ შოთა რუსთაველი? და რატომ არა ვეფხისტყაოსანი? გაქვთ თუ არა ინფორმაცია შოთას სხვა ნაწარმოებების შესახებ? ამის გარდა რა ლიტერატურა არსებობს და რა გაქვთ თქვენ წაკითხული ამის შესახებ? ილუსტრაციები, მთარგმნელები, მოსაზრებები სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანების მხრიდან და სხვა. მოკლედ თუ თემა იხსნება უფრო ჩამოყალიბებული აზრია საჭირო ვიდრე მხოლოდ "გისმენთ". იმედია არ მიწყენთ ასეთ, ცოტა არ იყოს კრიტიკულ კომენტარს... :wink:
და ბარემ ერთი შეკითხვაც: რას იტყვით ვეფხისტყაოსნის სათაურის რუსულ თარგმანზე?
ასევე თემის სათაურის შესახებ: შოთა რუსთველი კი არა, არამედ შოთა რუსთველი!
რაც შეეხება ზემორე ტექსტში ნახსენებ "ასტროლოგიას", ვფიქრობ, რომ ეს მცდარი აზრია, შოთას ასტროლოგიასთან არაფერი აქვს საერთო, რაც შეეხება ასტრონომიას ამაზე კიდევ შეიძლევა საუბარი.
Last edited by qvevri on 02 ივლ 2009, 12:43, edited 2 times in total.

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
შოთა რუსთველი

Post by აცაბაცა » 02 ივლ 2009, 12:24

qvevri
გეთანხმები!!!!

maine18
გისმენთ!!!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
შოთა რუსთველი

Post by QEBURIUS » 02 ივლ 2009, 12:46

გამაგებინეთ: სად კარავი, ხეტიალი, მოგზაურობა და სად "ვიტიაზ ვ ბარსავომ შკურე"?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
შოთა რუსთველი

Post by pataputina » 02 ივლ 2009, 12:49

kurush wrote:გამაგებინეთ: სად კარავი, ხეტიალი, მოგზაურობა და სად "ვიტიაზ ვ ბარსავომ შკურე"?
იქ სანამ ჩავიდა
ხომ იმოგზაურა
და
ალბათ
მაგიტომ

:უსერ

კი არა და

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 12:51

kurush wrote:გამაგებინეთ: სად კარავი, ხეტიალი, მოგზაურობა და სად "ვიტიაზ ვ ბარსავომ შკურე"?
ზოგადი საუბრების განყოფილებაა.
მე პირადად ვისვენებ ამ განყოფილებაში -
ისევე როგორც ხეტიალისას.
თუ არ გინდათ ნუ შემოხვალთ თემაში.

User avatar
maine18
ბილიკზე მოარული
Posts: 20
Joined: 26 ივნ 2009, 21:11
შოთა რუსთველი

Post by maine18 » 02 ივლ 2009, 20:09

qvevri
კი ბატონო,მოგახსენებ ჩემ მოსაზრებას,რომელიც ასეთია და არამარტო ჩემი,ამ აზრს ბევრი ისტორიკოსი,მთარგმნელი და "ვეფხისტყაოსნის" ასევთქვათ გამშიფრავი იზიარებს: შოთა რუსთველი შესაძლოა იყოს დავით V-ის შვილი თვალებდაშრეტილი და დასაჭურისებული დემნა ბატონიშვილი ან მისი მხოლოდშობილი ძე,ორბელთა გვარის ასულისგან,რომლის ასავალ-დასავალიც არ ჩანს ისტორიის ფურცლებზე..
მე-2 ვერსიით კი იგი გრიგოლ ჰერეთის ერისთავის მხოლოდშობილი ძეა,რომელსაც შოთა კუპრი უწოდეს "ვეფხისტყაოსანში" ნაქებ-ნადიდები მზისა და ადამიანების გამო ( ცნობილია უკვე.რომ ნაწარმოები მოიცავს ასტროლოგიას,ასტრონომიას,ალქიმიას,ფილოსოფიას ნეოპლატონიზმის მიმდევრობით ) ანუ ერეტიკოსობა დასწამეს და იერუსალიმის მონასტერს შეაფარა თავი სააბოლოოდ.

რაც შეეხება ლიტერატურას მგონი ჟამთა სიავეს არაფერი შემოუნახავს მისი გარდა "ვეფხისტყაოსნისა"..თუ თქვენ იცით რაიმე ამის შესახებ-მე გისმენთ!!!

ჰმ შოთა რუსთელია და არა რუსთაველი!! ჯერჯერობით ყველა წყაროში ასე მოიხსენიება და არ ვაპირებ მისი ფსევდონიმის დამახინჯებას თვითნებურად:)

pataputina
შენაც მართალი ხარ,სწორედ მისი მოგზაურობის,საქართველოდან გადახვეწის მიზეზი რომ გავიგოთ ურიგო არ იქნება..

Tamari-ch.

მადლობა გვერდში თანადგომისთვის.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 20:36

მოგახსენებ ჩემ მოსაზრებას,რომელიც ასეთია და არამარტო ჩემი,ამ აზრს ბევრი ისტორიკოსი,მთარგმნელი და "ვეფხისტყაოსნის" ასევთქვათ გამშიფრავი იზიარებს: შოთა რუსთველი შესაძლოა იყოს დავით V-ის შვილი თვალებდაშრეტილი და დასაჭურისებული დემნა ბატონიშვილი ან მისი მხოლოდშობილი ძე,ორბელთა გვარის ასულისგან,რომლის ასავალ-დასავალიც არ ჩანს ისტორიის ფურცლებზე..
მე-2 ვერსიით კი იგი გრიგოლ ჰერეთის ერისთავის მხოლოდშობილი ძეა,რომელსაც შოთა კუპრი უწოდეს "ვეფხისტყაოსანში" ნაქებ-ნადიდები მზისა და ადამიანების გამო
maine18
რას ეყრდნობა ეს მოსაზრებები?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:07

Tamari-ch. wrote:

მიყვარს ჯანსაღი პაექრობა...., მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ ვინმეს ჯანსაღი ვუწოდო ამ ბოლო დროს...
არ ვიცი რამდენი წლის ბრძანდებით, მაგრამ შეიძლება გახსოვდეთ ერთ-ერთი უდიდესი გემი შოთა რუსთაველი, თუ არ გახსოვთ შეგიძლიათ თქვენზე უფროსებს ჰკითხოთ და ისინი გეტყვიან. როდესაც თქვენ ამბობთ შოთა რუსთველი ეს შეცდომაა, ამის შესახებ შეგიძლიათ მეორე კლასის ქართულის მასწავლებელს ჰკითხოთ და ის უკეთესად აგიხსნით. თუ ამ სახელსა და გვარს იწყებთ შოთათი, მაშინ გვარი უნდა თქვათ რუსთაველი, ყოველი შემთხვევისათვის, ლიტერატურულად ასეა მიღებული, ხოლო როდესაც გვინდა შოთა მოვიხსენოთ მხოლოდ გვარით მაშინ იგი შეიძლება რუსთველადაც მოვიხსენიოთ. თუ აქამდე მაინც არ გადაგიშლიათ, ეხლა მაინც გადაშალეთ ნებისმიერი ვეფხისტყაოსანი და იქ თქვენ ავტორად ნახავთ არა შოთა რუსთველს არამედ შოთა რუსთაველს.
Last edited by qvevri on 03 ივლ 2009, 22:27, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:10

maine18 wrote:qvevri
კი ბატონო,მოგახსენებ ჩემ მოსაზრებას,რომელიც ასეთია და არამარტო ჩემი,ამ აზრს ბევრი ისტორიკოსი,მთარგმნელი და "ვეფხისტყაოსნის" ასევთქვათ გამშიფრავი იზიარებს: შოთა რუსთველი შესაძლოა იყოს დავით V-ის შვილი თვალებდაშრეტილი და დასაჭურისებული დემნა ბატონიშვილი ან მისი მხოლოდშობილი ძე,ორბელთა გვარის ასულისგან,რომლის ასავალ-დასავალიც არ ჩანს ისტორიის ფურცლებზე..
მე-2 ვერსიით კი იგი გრიგოლ ჰერეთის ერისთავის მხოლოდშობილი ძეა,რომელსაც შოთა კუპრი უწოდეს "ვეფხისტყაოსანში" ნაქებ-ნადიდები მზისა და ადამიანების გამო ( ცნობილია უკვე.რომ ნაწარმოები მოიცავს ასტროლოგიას,ასტრონომიას,ალქიმიას,ფილოსოფიას ნეოპლატონიზმის მიმდევრობით ) ანუ ერეტიკოსობა დასწამეს და იერუსალიმის მონასტერს შეაფარა თავი სააბოლოოდ.

რაც შეეხება ლიტერატურას მგონი ჟამთა სიავეს არაფერი შემოუნახავს მისი გარდა "ვეფხისტყაოსნისა"..თუ თქვენ იცით რაიმე ამის შესახებ-მე გისმენთ!!!

ჰმ შოთა რუსთელია და არა რუსთაველი!! ჯერჯერობით ყველა წყაროში ასე მოიხსენიება და არ ვაპირებ მისი ფსევდონიმის დამახინჯებას თვითნებურად:)

pataputina
შენაც მართალი ხარ,სწორედ მისი მოგზაურობის,საქართველოდან გადახვეწის მიზეზი რომ გავიგოთ ურიგო არ იქნება..

Tamari-ch.

მადლობა გვერდში თანადგომისთვის.

ეს წინადადება არასწორია და სანამ ვინმე წაიკითხავს იქნებ შეასწოროთ...
ზოგადად, ვეფხისტყაოსნის უბადლო მცოდნე, ასეთ შეცდომას წესით არ უნდა უშვენბდეს.
Last edited by qvevri on 02 ივლ 2009, 22:11, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:11

qvevri
არაა ეს არსებითი საკითხი -
ორივე სწორია.

მე უფრო მაინტერესებს -
რა წყაროები გვაქვს რუსთაველის წარმომავლობასთან დაკავშირებით...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შოთა რუსთველი

Post by qvevri » 02 ივლ 2009, 22:14

Tamari-ch.
მაგას მე მეკითხები? და რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი კი არადა რატო ერქვა გემს, საქართველოს სიამაყეს შოთა რუსთაველი და არა რუსთველი? ჯერ ამ გემის სახელის შესახებ გამეცი პასუხუ და მერე ვილაპარაკოთ....
და კიდევ ერთი შეკითხვა: მაინტერესებს სად შეგხვედრია შოთა რუსთველი.
Last edited by qvevri on 08 ივლ 2009, 09:40, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
შოთა რუსთველი

Post by Tamari-ch. » 02 ივლ 2009, 22:18

qvevri wrote:Tamari-ch.
მაგას მე მეკითხები? და რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი კი არადა რატო ერქვა საქართველოს სიამაყეს შოთა რუსთაველი და არა რუსთველი? ჯერ ამ გემის სახელის შესახებ გამეცი პასუხუ და მერე ვილაპარაკოთ....
და კიდევ ერთი შეკითხვა: მაინტერესებს სად შეგხვედრია შოთა რუსთველი.
დედანში
:D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]