ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
ვაშლოვანის ნაკრძალში წავედით ორი დღით.
ის მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში. იმისათვის რომ მოხვდეთ ნაკრძალში ჯერ უნდა ჩახვიდეთ დედოფლის წყაროში. აქ გაივლით რეგისტრაციას ნაკრძალის ადმინისტრაციასთან, სურვილის შემთხვევაში უზრუნველგყოფენ მეგზურით, მანქანით, ჭოგრიტებით და ოთახით ნაკრძალის სხვადასხვა ნაწილებში მდებარე კოტეჯბში.
ცხოვრების პირობები კოტეჯებში ნორმალურია. კოტეჯები ახლად აშენებულია. აქ არის აბაზანა, 2 ლოგინი, სამზარეულო და შუქიც კი.
ჩვენ გავჩერდით ალაზანის ნაპირზე მდებარე კოტეჯებში.
www.apa.gov.ge აღნიშნულ საიტზე გამოცემული ლიტერატურის გერდზე იხილავთ ვიზიტორთათვის შექმნილ რუქას და ასევე სახელმძღვანელოს, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც დეტალურ ინფორმაციას იძლევა მათთვის ვინც აპირებს ნაკრძალის ხილვას.
რადგანაც ნაკრძალი ძალზე დიდია და სანახავი უამრავია, გირჩევდით მეგზურის აყვანას. ის დაგეხმარებათ გზების გაკვლევაში და რაც მთავარია მიგიყვანთ განსაკუთრებით საინტერესო ადგილებზე (მაგალითად კარგ გადმოსახედ ადგილებზე). გზების გაკვლევა ნაკრძალში არც თუ ისე ადვილია.
თან აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები. ჩვენ ვიყავით ივნისში, რის გამოც ნაკრძალში გვხვდებოდა გველები, ვნახეთ დათვის კვალი და ასევე მრავალი ფრინველი. ამიტომ სასურველია თან იყოლიოთ მეგზური.
მზე არის ძალიან მწველი, ნახევრად უდაბნოა. წყლის პრობლემაა ნაკრძალის უმეტეს ნაწილში ასე რომ მოიმარაგეთ ბევრი წყალი. თუმცა კოტეჯებში ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია. მაგრამ სასმელი წყალი მაინც უნდა წაიღოთ.
ნაკრძალში დაცულია უნიკალური მცენარეები ისეთები რომლებიც მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთ ადგილასაა შემორჩენილი - ვაშლოვანის ნაკრძალში. ამიტომაც აღნიშნული ადგილში წასვლის წინ სასურველია დედოფლის წყაროში მდებარე ადმინისტრაციის შენობაში გაეცნოთ ინფორმაციას.
ფრინველებზე დაკვირვებისათვის თან წაიღეთ ჭოგრიტები. არ ინანებთ! ნაკრძალის გარკვეულ ნაწილებში დაშვებულია ანკესით თევზაობა. აქ ხშირია ლოქო.
გზები საკმაოდ რთულია, ჯიპით თუ ივლით მხოლოდ

Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 13:26, edited 6 times in total.
hi
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
დედოფლისწყარო მდებარეობს 162 კილომეტრში თბილისიდან. თავად ვაშლოვანის ნაკრძალში მთელი დღე მოგიწევთ მოგზაურობა რათა შეძლოთ იქ არსებული დაცული ტერიტორიების უმრავლესობის ნახვა. ასე რომ მოემზადეთ ხანგრძლივი მგზავრობისათვის. თუმცა გზაზე იმდენი სანახაობაა რომ ნამდვილად არ შეწუხდებით.

(პანტიშარა)

(პანტიშარა)
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 14:21, edited 2 times in total.
hi
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
გამოვედით თუ არა დედოფლისწყაროდან გავემართეთ პანტიშარასკენ. აქ სავალი გზა მიწისაა და ძალიან სახალისოა მანქანის სატარებლად. გზა პრაქტიკულად გადის მთების ჯაჭვის კიდეზე და ერთის მხრივ ემიჯნება სარგავ მიწებსა და მინდვრებს, ხოლო მეორეს მხრივ ნაკრძალს. ნებისმიერ ადგილაზე გაჩერებისას ნახავთ ამგვარ ხედებს:

აქედან ასევე ჩანს მინგიჩაურის წყალსაცავი.

Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 13:35, edited 2 times in total.
hi
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
tyupi
ყოჩაღ, რომ წახვედი ვაშლოვანში და ფორუმზე თხრობაც დაიწყე.
იმედია, გააგრძელებ რეპორტაჟს.
თუ ნებას დამრთავ, გთხოვ, რომ სიტყვა "გიდი", გასაგებია, რომ სა1აშორისო სიტყვაა,
მაგრამ "მეგზურად" მოვიხსენიოთ.
რადგან ეს მადლიანი ქართული სიტყვა გვქავს, რატომღა გვჭირდება უცხო სიტყვის მოშველიება?
რომ არ გვქონოდა, კი ბატონო, "გიდის" საწინააღმედგო არაფერი მექნებოდა, ისევე, როგორც, ვთქვათ, "კომპიუტერის", "პროგრამის", "კონცერტის" "ავტობუსის".
გმადლობ.
"კარავზე" ვაშლოვანის თაობაზე რამდენიმე თემაა.
შესაძლოა, ისინი შენც გამოგადგეს.
აბა, ბმულები ნახე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3359&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1546
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3187&start=0

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
GAMARJOBA SAKARTVELO
სიმღერაში რომაა "ჰაი გიდი მოხევის ქალო", მაგი როგორ უნდა იყოს?

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
ახლა შენ თემას ნუ აოფებ და თუ რამე იცი ვაშლოვანზე, თქვიArchil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
სიმღერაში რომაა "ჰაი გიდი მოხევის ქალო", მაგი როგორ უნდა იყოს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
ცოტა ანტირეკლამა გამომივა, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ გასაწმენდი საშუალებების წაგება ურიგო არ იქნება:)
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
პანტიშარას ხედების ხილვის შემდეგ გავემგზავრეთ დათვის ხევში, რომელიც ცნობილია კანიონით და მერცხლების ქალაქით

სპილოს ძვლის სანახავად თქვენ მოგიწევთ პიკნიკისათვის გამოყოფილ ადგილზე გაჩერება და აქედან ფეხით სავალ გზაზე წასვლა. გზას ნელი სიარულით დაახლოებით 2 საათს მოანდომებთ. აქ სიარული არ არის რთული, მხოლოდ მზე ძალიან მწველია. თან იქონიეთ წყალი.

Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 14:09, edited 3 times in total.
hi
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009

ესეც კანინონის ამსახველი სურათები (დათვის ხევი)

ეს კი მტკიცებულება იმისა რომ ოდესღაც ეს ადგილი ზღვის ფსკერს წარმოადგენდა. აღნიშნული კანიონი მდებარეობს დათვის ხევში.

როგორც უკვე აღვნიშნე ჯოჯოები გველები სკარპიონები და სხვა მცოცავი არსებები მრავლადაა აქ. ამის გამო ასევე მრავლადაა ფრინველები.

ბევრჯერ წააწყდებით მტაცებელ ფრინველებს. ასევე მწყერს, ხოხობს და სხვას...

ეს არის რეინჯერების სახლები, რომლებიც ნაკრძალის რამოდენიმე ნაწილშია აგებული, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება ითხოვოთ.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ "პატრიარქი" - 800 წლის ხე. სიახლოვეს ასევე არის გიორგი სააკაძის ხე.

თვალწარმტაცი ხედები მრავლადაა დათვის ხევში

მიჯნის ყურეში ჩასვლის წინ უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობები და დაფიქსირდეთ, ვინაიდან უახლოვდებით სასაზღვრო ზონას.

ღამით დავრჩით მიჯნის ყურეში. ზოგნი ჩამოდიან აქ სათევზაოთ ჩვენ კი გამოვიყენეთ საღამო და ცოტა გავისეირნეთ ალაზანის ბუნების სანახავად (მიჯნის ყურე). /თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესებით./

ალაზანის ხედები... (მიჯნის ყურე)

(მიჯნის ყურე)
რამდენი სურათიც არ უნდა დავდოთ ინტერნეტში ვაშლოვანში ნამყოფმა პირებმა მიუხედავად ამისა იქაურობა მაინც გადააჭარბებს ყველა თქვენს მოლოდინს
Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 16:24, edited 2 times in total.
hi
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
კანიონში მოხვედრისას გაითვალისწინეთ ის, რომ თუ წვიმა დაიწყება აუცილებლად ადით უახლოვეს გორაკზე, რადგანაც გზა პრაქტიკულად გადის ხევში, რომელშიც წვიმისას ჩაედინება წყლები ყველა ქედიდან და იქ ყოფნა უბრალოდ საშიშია.
ამ მხრივ ჩვენ გაგვიმართლა. ღამით წვიმა მოვიდა და დილით სიგრილეში გავემგზავრეთ შავი მთისკენ. მართალია გზა ცოტა გაგვირთულდა ამის გამო მაგრამ მაინც შესაძლებელია მგზავრობა.

მიჯნის ყურედან გავემგზავრეთ შავი მთისკენ. ხევიდან ამოსვლის შემდეგ მოხვდებით მინდვრებში. აქ არის მრავლად ოფოფი, ბუ, კუ და სხვა...

გზა მიმავალი შავი მთისკენ.

Last edited by tyupi on 02 ივლ 2009, 15:46, edited 2 times in total.
hi
ვაშლოვანი 27-28 ივნისი 2009
შავ მთაზე

შავ მთაზე ოდესღაც იყო დედათა მონასტერი. სამწუხაროდ დღეისათვის აქ მხოლოდ რამოდენიმე აგურია დარჩენილი და რკინის ჯვარია აღმართული. თუმცა აქ თქვენ იხილავთ არაჩვეულებრივ ხედებს. აი მაგალითად ასეთებს

შავი მთის შემდეგ დავბრუნდით დედოფლის წყაროში და აქედან გავემართეთ არწივის ხეობაში. აქ ნაკრძალის ადმინისტრაციას აქვს ჩადგმული პატარა სახლი. შეგიძლიათ დაისვენოთ და მოემზადოთ ფეხით სიარულისათვის.

სამწუხაროდ არწივის ხეობაში არ ბუდობენ არწივები თუმცა აქ მრავლადაა სხვა მტაცებელი ფრინველები. შეგიძლიათ ერთ-ერთი მთის ქედზე ასვლა და მოპირდაპირე მთაზე დაბუდებულ ფრინველებზე დაკვირვება.

შესვენების შემდეგ ჩავედით ხეობაში. აქ წყარო მოედინება, რომელსაც 12 მცირე ზომის მაგრამ არაჩვეულებრივად ლამაზი ჩანჩქერები აქვს.

ესეც გზა მიმავალი ხეობაში

ხეობაში სავალი გზა ცოტა რთულია. მართალია სპეციალური აღჭურვილობა არ დაგჭირდებათ მაგრამ რამოდენიმე ნაკაწრის გარეშე იქედან მაინც ვერ ამოხვალთ

ესეც სურათი გზის

ესეც პირველი "ჩანჩქერი"

ძველად ამ ხევს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ნაგვის გადასაყრელად. დაილოცა ვალდორფის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც იქაურობა პირწმინდად დაასუფთავეს - ათობით ტომარა აავსეს ნაგვით და თვალწარმტაცი სანახაობა წარმოგვიჩინეს!!!!!!!!!

აბა რაღა გითხრათ...

ფეხით სავალი გზა აქ წყდება. აქედან მხოლოდ ალპინისტების აღჭურვილობით თუ გააგრძელებთ გზას
ასეთ მოგზაურობას ჩვენ ისევ დავგეგმავთ და აუცილებლად ჩავალთ ხევის ბოლომდე. შესაბამის სურათებსაც გამოგიფენთ

ესეც ორი დღის გამჩდარი ბჟღარტები. ჯერ თვალი არ აუხელიათ...

ხევიდან ამოსვლის შემდეგ დავადექით მთის მწვერვალისკენ მიმავალ გზას.
ესეც ასე...

ჩიტუნიებიც აქ ბუდობენ. რაიმე დასაკვირვებლად წაიღეთ. ძალიან კარგი სანახაობაა...

და ბოლოს

გმადლობთ ყურადღებისათვის!

რა მაგარი ადგილები მოგინახულებიათ! ძალიან მიყვარს მაქაურობა
გველები შეგხვდათ ვაშლოვანში?
არწივის ხეობის დასუფთავებას აპირედნენ და მაინტერესებს დაასუფთავეს იქაურობა თუ ისევ ნაგავს მიაქვს?
პს. ყველა ფოტო მომეწონა. მართალი თქვი, ფოტოზე იმდენად კარგი არ არის რამდენადაც რეალურად
ბარტყების ფოტოზე კი გადავირიე 