რა ძნელი მისახვედრია, დაიძინა ჩვენმა მფრინავმა ანგელოზმა, გაიღვიძებს და გააგრძელებს
ესეც განწყობისთვის
შუქნიშანი აინთო, თამაში დაიწყო
ტანსაცმელიც და კამფეტებიც რა შუქნიშნის ფერებში აქვთ
ერთი სიტყვით მაგარ იყო, ვისიამოვნეთ.
მე "არგოს" ვკაპიტნობდი. კარგად ვიარეთ, არაფერს არ გამოვდებულვართ და ერთ პატარა მეჩეჩთან შეხებას თუ არ გამოვრიცხავთ, რომელსაც ნავის მოტრიალება-დაბზრიალბით (მარცხენა უკან-მარჯვენა წინ თუ პირიქით) ადვილად მოვშორდით, სხვა შეფერხება არც გვქონია.
დაიჯერებთ თუ არა, არ ვიცი, მარა ჯომარდობისას იმისთანა სიმღერას ვამბობდით, ჩვენი ინსტრუქტორი ლევანი გაკვირვებული გვიყურებდა. თავიდან ლევანს ეგონა რომ ადვილად დავიღლებოდით (თუმცა დაუღლელთა გუნდი ვიყავით) და თავიდან გვასვენებდა. ჩვენც ვუჯერებდით, მაგრამ მერე რომ შევხედეთ, რომ მასე სხვებიც გვეწეოდნენ და წინ წასულებსაც ადვილად ვერ დავეწეოდით, ჩვენს შესახებ შევაცვლევინეთ აზრი.
განსაკუთრებული მადლობა ზვიოს. მაგან აგვტეხა და მოაგვარა ეს ჯომარდობა. ჯიგარ ხარ !!!
ივნისის შავი არაგვი მომეწონა ივლისის მტკვართან შედარებით, სადაც ფაქტიურად ხელით (ნიჩბებით) მივათრევდით ნავს. აქ ჩქერებიც საკმარისი იყო და ხალისიც. უნდა ითქვას, რომ ამინდმაც შეგვიწყო ხელი. დილის წვიმამ გააგრილა იქაურობა და სიცხეში არ მოგვიწია ჯომარდობა, რაც მთლად სასიამოვნო რამ არაა.
ჯომარდობისას იყო კურიოზები - ბელა რომ ცდილობდა დაჩისათვის (იგივე ამეთვისტო) საცურაო ჟილეტი (თუ რაც ქვია მაგას) კარგად შეეკრა, ლამა ნაპირზე გარიყულ წვრილთვალიანებიანებს გასძახოდა რით დაგეხმაროთ
ძმებოო, და იმათაც ნასოსი ხომ არა გაქვსო (აქ ნამდვილად ვაჭარბებ

:D:D ) და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ნავი მთელი ძალით მიიწევდა წინ.
ჩემი დათვლის სისტემაზე იტყვიან ალბათ... გამოვაჩინე ნიჭი
გუნდი "არგო" ასე გადანაწილდა - სულ 6 ვიყავით, ინსტრუქტორიც 7
დავიწყოთ მარჯვენა მხარით:
წინ Lama, მერე ჩემი სეხნია არჩილი (ბელას +), მერე ელენე
მარცხენა მხარე:
წინ მე -Archil, შემდეგ დაჩი - იგივე ამეთვისტო, იგივე ის ვისაც ბელა ჟილეტს უკრავდა, შემდეგ ბელა
შუაში უკან ინსტრუქტორი - ლევანი
არჩილი ჯომარდობამ ერთკვირიან ნაბახუსევზე გამოიყვანა, შემდეგ გაცილებით უკეთესად ხმარობდა ნიჩაბს, ვიდრე დასაწყისში.
ცალკე აღნიშვნის და დაფასების ღირსია ის ფაქტი, რომ ბელას ამჯერად ინტერვიუ არ აუღია ინსტრუქტორისგან ჯომარდობის მსვლელობისას. მადლობა ბელას

ეს იმის გამოც მოხდა რომ ბელამ ამჯერად გაცილებით მეტი იცოდა ჯომარდობაზე, და ლევანიც წინასარ გავაფრთხილეთ, ეგეთები არ იყოსო
მესამე გამოევდით, მეორე მივედით. დასაწყისში ლევანის მიერ წასავარჯიშებელი დატრიალებები და ხანგრძლივი დასვენებები რომ არა, პირველ ადგილზე გასულ "შტორმანებს" თუ ვერ გავუსწრებდით, უფრო დავუახლოვდებოდით მაინცა. თუმცა აქ პირველობა უფრო ხალისის ამბავია, ვიდრე რაიმე სერიოზული რამ.
ყველანი ნასიამოვნები და კმაყოფილები წამოვედით.
კიდევ ვიჯომარდებთ
ლომმა კიდევ ერთი სიურპრიზი გაგვიკეთა მის მანქანაში მყოფებს, თუმცა ამაზე ალბათ სხვებიც იტყვიან.
თანხის ვარიანტში ესე განაწილდა:
საწვავი 10 ლარი კაცზე (არ ვიცი მარშუტკაში რამდენი დადეს, იმედია ამდენივე)
ჯომარდობა 30 ლარი
პური ჭამა (მაგი კიდევ ცალკე ხალისის ამბავია) 10 ლარი
ასე რომ, მომავალში ჯომარდობის მსურველებმა გაითვალისწინეთ.
და კიდო
ირემო მთასა მყვირალო, რამ მოგიყვანა აქაო და.. აგერ თურმე რისთვის ამოსულა
