ძალიან კარგი გასვლა იყო, მადლობა ორგანიზატორს და თითოულ თქვენგანს
მეც ყველა მიყვარხართ, ძალიან
მირანდების ოჯახი მიყვარს მთელი გულით, ვერ გამოვთქვამ ისე.
მირანდა, მარიტა, საბა თქვენით მოხიბლულია, ნუნუკამ თვალები უნათდება მაგათზე რო ლაპარაკობსო.

ბოლოს სულ თქვენ გყავდათ მონდობილი და დეიდობაც გაუწიეთ და მეგობრობაც.
ძალიან მიხარია რო გავიცანი დელ და მისი მომხიბლავი დაიკო.
კაპპას და გიორგიტაბს თბილისის ფორუმიდან რამდენი ხანია ერთად სადმე გასვლა და გაცნობა გვინდოდა და როგორც იქნა კარვის მეშვეობით მოვახერხეთ,
ლალი მგონია, რომ დიდი ხანია უკვე გიცნობ ამიტომ ძველი და დიდი ხნის ნაცნობივით მოგიკითხავ შენ და შენს ოჯახს და თქვენ+ზე ვეთანხმები გურულს.
ქეთი მშვიდი და კეთილია, ძალიან ყურადღებიანი და თბილი
ზუსტად ისეთი, როგორიც ყოველთვის წარმომედგინა ხოლმე.
რაც მთავარია სუზის წაიყვანენ ხოლმე სოკოს საკრეფად, შეიძლება მეც გამოგყვეთ ვნახოთ.

აკულა ბუნებით ნამდვილი კარველი და დიდი ენერგიების პატრონია.
ძალიან მიხარია მისი გაცნობა
გურული შენი პმ ავენისის შემდეგ ვნახე ამიტომ სურპრიზის მოწყობაში ვერ დაგეხმარე, ვწუხვარ.
ასევე ჩემმა დამ მისაყვედურა გეთქვა ბასტურმაზე და გავაკეთებდიო, მაგრამ მგონი გასცვლისას გადაწყდა ხორცის ყიდვა.
საბამ შენი კომენტი რომ წაიკითხა გიორგის გამოუცხადა აჰა ხო ხედავ ჩემზეც კარგ რამეებს წერენ და სულაც არ ვარ შენზე ცუდი ბიჭიო.

მადლობა გიორგის მიმართ ასეთი სითბოსთვის, მეც ვიცი როგორ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ გმირულად გადაიტანა.ერთი არ წაუწუწუნია ჩემთან.
შენიპმ ადრე რომ წამეკითხა აუცილებლად წამოვიყვანდი და შენ "გადმოგაბარებდი"

"დეიდაც ჩემნაირი უნდა"

სუზი სურათებს როგორც კი გადმომიგზავნის მაშინვე დავიწყებ ატვირთვას.
თუ ვინმეს სკაიპით მოგინდებათ, რომ გადმოგიგზავნოთ, დაგამატებთ.
არ ვიცი თქვენ როგორ და მე უმოწყალოდ დამკბინეს კოღოებმა,
ეგ უსინდისოები ეგენი

რა იქნებოდა ცოტა რო დავენდე..მაგრამ არაა..