ლეონტი
ვინ იცის, ალბათ
ერთხელაც, როცა მართლა სერიოზულად დამჭირდა ჩვენი ნაციონალური სამოსი (წამყვანობისთვის), სხვა გზა აღარ მქონდა და უნივერსიტეტს გამოვართვი ოფიციალური წერილი-თხოვნა და საქართველოს საელჩოს მივაკითხე, (ჯერ ინტერნეტით მოვძებნე, მერე ჩინელი კორესპონდენტიც დამეხმარა და ერთად მივაგენით როგორღაც)
ესეც მე (მომავალი დიპლომატი, ჰმ, ყოველშემთხვევაში პროფესია ასეთი მაქვს და რა იცი რა ხდება

) დიპლომატიური კორპუსი, ელჩის გარეშე
მივედი თუ არა: უიიიი, შენ ის არა ხარო? აჭარულს რომ ცეკვავსო, ის გოგოო?
თურმე ჩემს გოგოებს დაუდიათ ამ ცეკვის ვიდეო ფეისბუქზე და იქ უნახავთ
უიო როგორ გაგვიხარდა რომ გაგიცანითო, მაგრამ არანაირი ნაციონალური სამოსი არ გაგვაჩნია და აბა როგორ უნდა გითხრათ უარიო, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებითო
ეჰ, რაღას ვიზამდი, შევურიგდი ბედს, დავემშიდობე და წამოვედი, მათ კი დაიტოვეს ჩემი კოორდინატები და თან 26 მაისს მიმიწვიეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე, ჩემს გოგოებთან და ამ ჩინელ კორესპონდენტთან ერთდ
