უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 17:35
qvevri
წარწერები ეკლესიაზე გარედან არაა
გაჩვენეთ ფრესკა-
იქაა წარწერა -
შოთა-
ამაზე მნიშვნელოვანი წარწერა რაღა გინდა!
მაქვს შენთვის შემონახული სიურპრიზი-
მარა დღეს დევიღალე.
თუ სახლში კომპი ავაწყე -
საღამოს დავპოსტავ
თუ არადა ხვალე...
-
Nino M
- მაწანწალა
- Posts: 311
- Joined: 16 ივლ 2008, 14:27
- Location: Tbilisi
Post
by Nino M » 22 ივნ 2009, 17:40
ნერწყვები მომადგა, როგორ მომენატრა მანდაურობა, ძალიან ვნანობ ახლა რომ არ წამოვედი მეც,
კაშხალზე რომ გადახვედით მარცხენა მხარეს დიდი შემოღობილი ბაღი რომაა ეგ ჩემი ბაღია

ჭანჭურის, ტყემლის და პანტის ხეები დგას
საკვირიკეში ცოტა რთული გზით ასულხართ, კაშხალიდან ახალციხის მიმართილებით ლიანდაგს უნდა გაყოლოდოთ და სადგურთან რომ მიხვიდოდით (ახლა კია დანგრეული, მაგრამ მაინც იცნობთ რომ სადგურია)
ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს ადის საცალფეხო ბილიკი და პირდაპირ მიგიყვანდათ ეკლეიასთან, გზად წყაროც შეგხვდებოდათ, სადგურიდან სულ 10 წუთი გზაა, არც კი
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!
-
Nino M
- მაწანწალა
- Posts: 311
- Joined: 16 ივლ 2008, 14:27
- Location: Tbilisi
Post
by Nino M » 22 ივნ 2009, 17:43
qvevri
მაგ ფრესკისა და წარწერის შესახებ არაერთ ისტორიულ წიგნში მინახავს ცნობები, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ამბობს რომ ნამდვილად შოთა და დედამისი იაა, მაგრამ ძალიან დიდი ვარაუდია, თითქმის 90%-იანი რომ ეს ფრესკები სწორედ მათ ეკუთვნით, ახლა მათი სახეები კარგად არ ჩანს, მაგრამ 10-15 წლის წინ ჯერ კიდევ ჩანდა სახეები (მკრთალად) როგორც მახსოვს ბავშვობიდან,
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 20:49
საკვირიკეში ცოტა რთული გზით ასულხართ, კაშხალიდან ახალციხის მიმართილებით ლიანდაგს უნდა გაყოლოდოთ და სადგურთან რომ მიხვიდოდით (ახლა კია დანგრეული, მაგრამ მაინც იცნობთ რომ სადგურია)
ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს ადის საცალფეხო ბილიკი და პირდაპირ მიგიყვანდათ ეკლეიასთან, გზად წყაროც შეგხვდებოდათ, სადგურიდან სულ 10 წუთი გზაა, არც კი
ზუსტად მაგ გზით ავედით
ძველი სადგური რომაა იმის წინ ღელეს ავუყევით -
იმ სადგურს (ორიენტირი) ამიგომ გადაუღო სურათი -
და მერე დადებს...
-
Nino M
- მაწანწალა
- Posts: 311
- Joined: 16 ივლ 2008, 14:27
- Location: Tbilisi
Post
by Nino M » 22 ივნ 2009, 21:27
Tamari-ch. სწორად წასულხართ თავიდან ღელეს რომ აუკევით, მაგრამ მერე ფიჭვები რომ გაიარეთ,უკვე მარჯვნივ უნდა შეგეხხვიათ და პირდაპირ საკვირიკეში მოხვდებოდით.
მე პრინციპში 7 წელია აღარ ვყოფილვარ მანდეთ, მაგრამ ვინაიდან ხშირად დავდიოდი ასე მახსოვს,
ნუ რა მნიშვნელობა აქვს ახლა, მაგრამ მაინც
მთავარია მშვიდობით მოარეთ და ახლა ასაეთ ლამაზ რეპორტაჟსაც გვიმზადებთ
უკვე ძალიან ვისიმოვნე ამ ფოტოებით, გაიხარეთ!!!!!
გვიყვარდეს ერთმანეთი!!!
-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ივნ 2009, 02:29
შესანიშნავი ძეგლები გინახავთ.
მიკვირს, რომ კიდევ უფრო მეტი არ ნახეთ.
ეტყობა, ძებნაში დიდი დრო დახარჯეთ.
ქვაბისხევის ეკლესიაში, ის ნაწილი, სადაც შოთასა და იას გამოსხულებებია, ღია
იყო თუ ფოტოები სარკმლიდან გადაიღეთ?
ბოლოს რომ ვნახე, დაკეტილი იყო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
arcivi9
- იეტი
- Posts: 1737
- Joined: 13 ნოე 2006, 12:29
-
Contact:
Post
by arcivi9 » 23 ივნ 2009, 11:39
სურათები დადეეეთ

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
-
amigo
- მაწანწალა
- Posts: 954
- Joined: 08 აპრ 2005, 15:22
Post
by amigo » 23 ივნ 2009, 12:27
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 ივნ 2009, 12:29
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:შესანიშნავი ძეგლები გინახავთ.
მიკვირს, რომ კიდევ უფრო მეტი არ ნახეთ.
ეტყობა, ძებნაში დიდი დრო დახარჯეთ.
ქვაბისხევის ეკლესიაში, ის ნაწილი, სადაც შოთასა და იას გამოსხულებებია, ღია
იყო თუ ფოტოები სარკმლიდან გადაიღეთ?
ბოლოს რომ ვნახე, დაკეტილი იყო.
ბევრად მეტს ვნახავდით
ცოტა ხელშეწყობა რომ ყოფილიყო.
მენანება ჩემი დრო, რომელიც ძალიან ცოტა მაქვს ხოლმე.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 ივნ 2009, 13:17
ვაგრძელებ თხრობას...
ჭობისხევის ნასახლარების შემდეგ წავედით მწვანე მონასტერში -

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 ივნ 2009, 13:27
მწვანე მონასტერი
ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ თუ მარჯვნივ გადავუხვევთ, ვიწრო, დაბურული ხეობა ფოთლოვანი ტყის შუაგულში, ორიოდე კილომეტრის სიღრმეში მდებარე მწვანე მონასტერთან მიგიყვანთ; რომელსაც თამამად შეგვიძლია, მწვანე სამოთხე ვუწოდოთ. აქ დღესაც მამათა მონასტერია, სადაც ბერები ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის ლოცვას აღავლენენ. ფეხით მიმავალმა გზად შეიძლება გარეული ნადირის ხმაც მოისმინოთ. IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.
აი ამ ადგილას დახოცეს მწვანე მონასტრის ბერები თათრებმა
და იმის მერე ამ ადგილას ქვები წითლად შეიღება
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 ივნ 2009, 14:11
სამრეკლოში ჩართულია
მოჩუქურთმებული ქვები..
ერთ ერთი "სისხლიანი" ქვა ეკლესიაში შეიტანეს და ხატის წინ დადეს, როგორც სასწაული

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 23 ივნ 2009, 14:15
მონასტერი ოდესღაც მოხატული იყო -
მხოლოდ ორ ადგილასაა შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტი
