მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by nusa » 23 ივნ 2009, 10:06

ულამაზესი კვირა დღე გაგიტარებიათ! :)

pataputina
ხო იცი აქ კარგი და ცუდი ფოტოები არ არსებობენ, ყველა კადრი ძვირფასი და ღირებულია, დადებითი ემოციების მატარებელია...
ჰო, იმედია ფირითაც იღებდი..... ;)


არ დაიზაროთ, ბეეეევრი ფოტოები დადეთ! :)

tamuna_gudarexi
ლაშქრობის ორგანიზებისა და რეპორტაჟის წერის დებიუტმა შესანიშნავად ჩაიარა!
იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ შემოგვთავაზებ საინტერესო მარშრუტებს და მეც შევძლებ თქვენთან ერთად ასეთი საოცარი ადგილების ნახვას! :)
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by pataputina » 23 ივნ 2009, 10:21

nusa


: *


:oops:


ჰხო ვიღებდი ფირითაც.... ნეტავ რა გჰამოვა........ :oops: :oops: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

Tikalo?!
მაწანწალა
Posts: 379
Joined: 01 ივლ 2008, 11:30
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by Tikalo?! » 23 ივნ 2009, 10:24

tamuna_gudarexi

თამოოო რა ლამაზი გასვლა გქონიათ გული მწყდება რომ მეც მანდ ვერ ვიყავი და ეგ სილამაზე ვერ ვნახე

pataputina
Gio-horus
:)

გენცავლეთ რა ლამაზი სურათებიაა

კიდევ დადაეთ რაა ბევრი ბევრიიი

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by pataputina » 23 ივნ 2009, 11:10

Tikalo?!
:oops: :oops: :oops:



აღარ მაქვს მე სურათები

დასაბეჭდია დანარჩენი

კი არა და

ნატალიას და თამუნას ( მარის პლუსის) სურათები ამქვს
ოღონდ სადაც მე ვარ და

:roll: :oops: :lol: :lol: :oops:


კი არა და




Image

Image

Image

Image

Image
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tamuna_gudarexi » 23 ივნ 2009, 11:26

გერგეტის სამებიდან ბილიკებით დავეშვით... გზად უკან-უკან ვიხედებოდით და ვემშვიდობებოდით იქაურობას... ზოგი ჩვენგანი, თუ ყველა არა, ალბათ, იქ უკან დაბრუნების აღთქმასაც იძლეოდა გულში...


Image

Image

Image

Image

Image

Image

ტაძართან ახლოსვე მარიმ სიგარეტის კოლოფი და სხვა კიდევ ნაგვისმაგვარი შენიშნა, წამოავლო ხელი და წამოიღო ჩვენს ნაგავში ჩასაყრელად. ფოტო სპეციალურად გადავუღე, გამარჯობა საქართველო ნახავს-მეთქი. ისე, იქ დასასუფთავებელი, მართლაც, ბევრია!

Image
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tamuna_gudarexi » 23 ივნ 2009, 11:36

დრო ბევრი აღარ გვქონდა, სულ რაღაც ის ორიოდ საათი დაგვაკლდა, რომელიც სათადარიგო სამარშრუტოს მოსვლამდე გავიდა, რომ ყველაფერი მოგვესწრო, რაც გეგმაში გვქონდა. სნოსაკენ გავემართეთ. იქ პატრიარქის რეზიდენცია და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვიხილეთ, როგორც არჩილმა გვირჩია. დიდი ფუსფუსი ტრიალებდა. პატრიარქის მობრძანებას ელოდნენ და საგანგებოდ ალამაზებდნენ ეზოს ყვავილებით. მამა იოანემ დაგვლოცა და არჩილთან გულითადი მოკითხვები დაგვაბარა.
იქვე მდგარ ციხეზეც მოახერხეს ასვლა მოლაშქრეებმა, მე მხოლოდ შორიდან დავათვალიერე.


Image

Image

შემდეგ სოფელ ახალციხისკენ გავემართეთ და იქ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ვნახეთ. შიგნით ვერ შევედით. დავადექით უკანა და გზას და კიდევ ბევრი რამ მოვიტოვეთ, რომ შემდეგ ჯერზე ვინახულოთ. უკანა გზა გარინდება იყო ჩემთვის... მთებს თვალს ვერ ვწყვეტდი, სანამ შუშის მიღმა გვერდით მოგვყებოდნენ. თვალს დავხუჭავდი და ისევ ისინი მოჩანდნენ.
22 საათისთვის დავბრუნდით შთაბეჭდილებებით დატვირთულნი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ის დღე გაალამაზა გვერდით ყოფნით!
და განსაკუთრებით გოგასა და არჩილს რჩევებისათვის.
არჩილ, შენთან ერთადაც უნდა წავიდეთ იქ, მგონია, ყოველ კენჭს იცნობ სნოში!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tamuna_gudarexi » 23 ივნ 2009, 11:40

GAMARJOBA SAKARTVELO
მადლობა, გოგა! გერგეტის ნახვის დაუოკებელი სურვილი რომ არ მქონოდა, გადავდებდი და აუცილებლად წამოვიდოდი ბულბულის ციხეზე...
გვაკლდი!

nusa
:oops: :oops: :oops:
მადლობა, ნუსა!
სიამოვნებით ვივლი შენთან ერთად... წინ ბევრი ლაშქრობაა!

Tikalo?!
მართლაც, ძალიან ლამაზი გასვლა გამოვიდა!
წავალთ კიდევ!.. შენთან ერთად!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tamuna_gudarexi » 23 ივნ 2009, 11:41

Tamusia wrote:გილოცავთ აღფრთოვანებას!!!
მადლობა, თამუსია!!!
მართლაც, მოსალოცია!!!
და ყოველი წასვლა იქით ასევე მოსალოცი იქნება... გულს ვერ ვიჯერებ იქაურობის ნახვით ვერასდროს!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tamuna_gudarexi » 23 ივნ 2009, 11:43

ფოტოების ატვირთვა თუ მოვახერხე სამსახურიდან, მალევე დავდებ ბმულს.
ყველას გთხოვთ, ვინც იღებდით ფოტოებს, იქნებ ბმული დადოთ!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tiko_r » 23 ივნ 2009, 11:47

tamuna_gudarexi
მშვენიერია
ყაზბეგი
გერგეთი
დარიალი
და საერთოდ სამხედრო გზა უსაყვარლესია!

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by გვალდა » 23 ივნ 2009, 12:00

tamuna_gudarexi
ასე უცებ, მალე, ლამაზად აგხდენოდეს ყველა სურვილი :)

ამ სურათებმა და თქვენმა ემოციებმა რაღაცნაირად ამავსო. 2-3-4 ივლისს ყაზბეგში ვარ და მიხარია 8)

პ.ს. ხო, გველეთის ჩანჩქერებისკენ სად გადავუხვიო, რამე ნიშანი არის? აღარ მახსოვს.
სვანეთოლოგი

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by tamuna_gudarexi » 23 ივნ 2009, 12:02

გვალდა wrote:tamuna_gudarexi
ასე უცებ, მალე, ლამაზად აგხდენოდეს ყველა სურვილი :)

ამ სურათებმა და თქვენმა ემოციებმა რაღაცნაირად ამავსო. 2-3-4 ივლისს ყაზბეგში ვარ და მიხარია 8)

პ.ს. ხო, გველეთის ჩანჩქერებისკენ სად გადავუხვიო, რამე ნიშანი არის? აღარ მახსოვს.
გაიხარე, გვალდა!
ჩვენ გველეთის ჩანჩქერებისკენ წასვლა ვერ მოვახერხეთ... :roll:
არჩილი მოგცემს ამაზე საგულისხმო რჩევებს ან სხვა გამოცდილი მოლაშქრეები. :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by Chiamaya » 23 ივნ 2009, 12:12

რა ლამაზი ადგილებია :) :) :)
გერგეთი შიგნით მოხატულია?

pataputina
რა საყვარელი პატარა ძაღლუკაა
როგორ კოტრიალებს

User avatar
mainc
ბილიკზე მოარული
Posts: 65
Joined: 26 ნოე 2007, 21:33
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by mainc » 23 ივნ 2009, 12:17

ვაჰ
რა მაგარი ფოტოებია
და რა მაგარი ფერებია
ახლა უფრო ვიაზრებ სად ვიყავი-თ და მიხარია :oops: 8)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
მწუანე მთები და გერგეტის სამება, 21 ივნისი, 2009

Post by გვალდა » 23 ივნ 2009, 12:19

მე ინფო მოვიძიე ჩემივე საჭიროებისთვის და რადგან მაქვს, დავდებ აქვე. თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა :)

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.
მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: „წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო“. ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.
უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.
კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერ-მონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება მისი უწმიდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. მისმა უწმიდესობამ 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაზე წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა. მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას.
მისი უწმიდესობა ყოვლწლიურად ესტუმრება ხოლმე მშობლიურ ხევს და მოილოცავს მის სიწმიდეებს. თუმცა გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულსიც (15 (28 ) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. ერთხელ, როდესაც მორწმუნე მრევლი ჩრდილო კავკასიიდან ფეხშიშველი მოდიოდა წმ. სამების მოსალოცად, მორწმუნეების თავზე ცა გაიხსნა, ღვთისმშობელი გამოეცხადათ და დალოცა მართლმადიდებელი მრევლი.

ესეც სხვა წყაროდან, არ მახსოვს ოღონდ საიდან.

გერგეტის სამება ყაზბეგის რაიონში (ძვ. სტეფანწმინდა) მდ. ჩხერის ნაპირას, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. კომპექსის ეკლესია და სამრეკლო იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება მყინვარწვერის ფონზე მკვეთრად გამოკვეთილი ტაძრის სილუეტები, რომლისთვის თვალის მოწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ამიტომაც, ადრიდანვე, ხევის უმთავრეს სალოცავს, რომელიც ხშირად მთის თეთრ ღრუბლებსაა შეფარებული, თავისი მშვენიერების გამო „ხევის პატარძალს“ უწოდებენ. გერგეტი იმითაცაა გამორჩეული, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუბმათოვანი ტაძარია. წყაროთა უწყებით სამება სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დღეისათვის კი ძველი მონასტრიდან შემორჩენილია გალავნით შემოსაზღვრული: ყოვლადწმიდა სამების სახელობის გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და ტაძრის სამხრეთ ფასადზე მიშენებული მცირე ზომის საბჭეო (საბჭეოში მთის ძველი ჩვეულების თანახმად, უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ორგანო გახლდათ).
ტაძრის აგების თარიღი უცნობია, არც მის მშენებლებსა და მშენებლობაზეა შემონახული ცნობები. მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX ს. ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წ. სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
გერგეტის სამება საშუალო ზომის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული. მას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ შესასვლელი შესამჩნევად განიერია დასავლეთისაზე. ტაძრის ინტერიერში აშკარად იგრძნობა გუმბათის ყელისა და ქვედა ტანის პროპორციათა შეუსაბამობა. ზომებით ისინი ერთი-ერთზეა, რაც ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია (XIV-XV სს.) და მსგავსი პროპორციულობა იმ პერიოდის სხვა ტაძრებზეც აღინიშნება. წინა პერიოდის სხვა არქიტექტურულ ძეგლებში გუმბათის დიამეტრის შეფარდება დანარჩენ ნაწილებთან გაცილებით ნაკლებია, თუმცა ტაძრის გუმბათი მაღალია, რომელზედაც პროპორციის დაუცველად არის განლაგებული პატარა სარკმლები.
ეკლესიის საკურთხეველი საკმაოდ ღრმაა, რომლის შუა ადგილზე დგას წმიდა ტრაპეზი. იგი თავდაპირველი, ტაძრის აშენების დროინდელი უნდა იყოს. საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ თითო ოთხკუთხა სათავსია, სამხრეთით - სადიაკვნე, რომელიც ცენტრალურ ნაწილთან სწორკუთხა კარითაა დაკავშირებული, ჩრდილოეთის მხარეს კი - სამკვეთლო. სამკვეთლო თითო კარით უკავშირდება საკურთხეველს და დარბაზს. სადიაკვნეს პატარა სარკმელი სამხრეთის მხრიდან აქვს გაჭრილი, როგორც წესი მსგავს შემთხვევებში სარკმელი აღმოსავლეთიდან უნდა იყოს, მაგრამ ოსტატს, როგორც ეტყობა, სარკმელი სამხრეთის ფასადის მორთულობისთვისაც გამოუყენებია. სამკვეთლოს სარკმელი კი აღმოსავლეთიდან აქვს გაჭრილი. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო სათავსია, ე.წ. სამალავები, საიდანაც კონქსზედა სივრცეში შეიძლება მოხვედრა. ორივე სათავსი აღმოსავლეთის მხრიდან ნათდება თითო პატარა სარკმლით. ტაძარი ასევე გამოირჩევა სამალავთა სიმრავლით და მის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი ან პატარა მეორე სართული: გვერდით ნავებს, საკურთხეველს, დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავებითაც კი. ფაქტიურად ეკლესია ორსართულიანია და მისი მეორე სართული უცხოსთვის შეუმჩნევლად არსებულ საკმაოდ დიდ სამალავ სივრცეს წარმოადგენს, რაც ტაძრის თავდაცვით ფუნქციასაც მიანიშნებს არა მარტო ამ კუთხის მოსახლეობისა და საეკლესიო სიწმინდეებისათვის, არამედ ქართლის ბარისთვისაც. ვახუშტის უწყებით, იგი ადრიდანვე, „...მცხეთის სამკაულის სახიზრად“ ითვლებოდა და გარკვეულ დროს მტერთა შემოსევისას, „აქ ესუენა ნინოს ჯვარიო“.
ტაძრის შიდა სივრცეს ძირითადად ცენტრალური ჯვრის მკლავები და მათზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავებიდან გვერდითებს ორჯერ აღემატება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები. თვითონ გუმბათი კი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთით თავისუფლად მდგარ ორ სვეტზე. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, მას სიმაღლეს მატებს ზემოთ არსებული სამალავების გამო სარკმელების დიდ სიმაღლეზე მოთავსება, თუმცა გარედან აღნიშნული ასიმეტრიულობა არც კი შეინიშნება.
გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ-ცალკეა და თაღებითაა შემოფარგლული. სარკმლების შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. გუმბათზე სარკმელთა რაოდენობა ხუთია, ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ, მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული.
გუმბათი თავდაპირველი სახით არ მოღწეულა, იგი რაღაც მიზეზით დაზიანებულა და შემდეგ აღუდგენიათ. შიგნით გუმბათი თავიდან თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო რესტავრაციისას გუმბათის კამარა მთლიანად აგურით აღუდგენიათ, გარედან კვლავ ძველი ქვები არის გამოყენებული.
ტაძრის ინტერიერს გუმბათის აღნიშნული ხუთი პატარა სარკმლის გარდა, ანათებს ჯვრის ყოველ მკლავში მოთავსებული თითო სარკმელი, ამდენად შიდა სივრცისათვის სინათლის წყაროს აღნიშნული ცხრა სარკმელი წარმოადგენს, რაც ბუნებრივია, საკმაოდ მოზრდილი ტაძრის გათენებისათვის საკმარისი არ არის. თუმცა მკვლევართა მიერ ტაძარში ასეთი „ამოღამება“ იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის გამოხატულებადაა მიჩნეული, როდესაც აიგო სამების ეკლესია. ეპოქის დამახასიათებელ ნიშნადაა ასევე მიჩნეული ტაძრის ფასადებზე მორთულობის ნაკლებობა და რაც არის, იმის უმრავლესობის კედელში ჩაფლულობაც. ეს ყველაფერი კი ფასადთა გაშიშვლების გამოწვევაა. თუმცა გერგეტის ტაძრის სხვათაგან გამომრჩევ ნიშნად მის ოთხივე ფასადზე არსებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჯვარია. მათგან კი აღმოსავლეთ კედელზე არსებული ჯვარი გმოირჩევა თავისი დიდი ზომითა და საგანგებო მორთულობით. აღნიშნული ფასადის მცირე ელემენტებიდან ასევე აღსანიშნავია მის ზედა იარუსზე არსებული პატარა სარკმლები. ესენი ფაქტიურად დეკორატიულ ფილებს წარმოადგენენ და მათში სარკმლების დანახვა ჭირს. ჩუქურთმაში ჩამალული პატარა სარკმლები საიდუმლო ოთახების გასანათებლად იყო გამიზნული და მათი ჩუქურთმის დეტალად წარმოსახვაც სწორედ იმ შეფარული მიზნის განხორციელება იყო, რა დანიშნულებაც მას პრაქტიკულად ენიჭებოდა.
ტაძრის არქიტექტურული სტილით, მისი მორთულობით და მხატვრული ანალიზით და სხვ. მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ მისი აგება უახლოვდება საფარის, ზარზმის, ცაიშის გაუმბათოვან და დაბის დარბაზული ეკლესიების მშენებლობას. თუმცა მათ შორისაც არის გარკვეული ინტერვალი, მაგრამ არცთუ ხანგრძლივი და ყველა ერთი ეპოქის, კერძოდ XIV ს. ტაძრებადაა მიჩნეული. მათგან გერგეტი კი ყველაზე უფრო აქეთ, XIV ს. მეორე მეოთხედის მშენებლობად ითვლება.
მრავალგანსაცდელგამოვლილ ხევის მოსახლეობას 70-წლიანი ანტირელიგიური ზეწოლის მიუხედავად ამ მხარის უმთავრესი სალოცავი უპატრონოდ არ მიუგდია. ღვთის მოიმედე აქაური მოსახლეობა ფარულად პატრონობდა ტაძარს და უძველეს ტრადიციებსაც ერთგულად უფრთხილდებოდა. ჩრდილო კარიბჭიდან საქართველოს უპირველეს დამცველ სალოცავში, გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან საეკელსიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე, განსაკუთრებით კი გერგეტობას, სიყვარულის დღესასწაულზე, რომელიც პეტრე-პავლოიბს მარხვის შემდეგ, 16 ივლისს (ახ. სტ.) იდღესასწაულება.
სვანეთოლოგი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]