ლაშქრობა და ალკოჰოლი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Tamari-ch. » 22 ივნ 2009, 19:55

მე მგონი ეს საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში.

მადლობა ღმერთს კარავზე უამრავი ლაშქრობა იგეგმება და
ხშირად ერთ დღეს რამდენიმე მიმართულებით დადის ხალხი.
ეს შესანიშნავია...
იგეგმება ყველანარი გემოვნების ლაშქრობა -


ჩემი აზრით -
წინდაწინ უნდა იცოდეს ადამიანმა
რისთვის მიდის -
ანუ რა მიზნით
რომ არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

ვისაც უნდა გავიდეს ლაშქრობაში, სადაც დილიდან საღამომდე
დალევენ და იქეიფებენ.
ან წავიდეს ისეთ ლაშქრობაში -
სადაც დალევენ ცოტას -
ანუ საერთოდ არ დალევენ.

მე მგონი ეს აღარ წარმოქმნის ისეთ უხერხულ სიტუაციას -
როცა 20 ადამიანიდან 5 კაცი 2 ლირტა არაყს სვამს
არც აპირებს დამთავრებას,
და მერე კიდევ მაღაზიებში დარბის დოზის დასამატებლად.
და 15 კაცი კი ელოდება როდის მორჩება ეს ამბავი.
ბოლოს აღარ ისეთი იქნება უხერხული სიტუაცია,
როცა 15 კაცი იკითხავს-
ამისათვის წამოვედი აქ და მოვცდი ჩემს საქმეს,
რომ ვუყურო როდის მორჩება 5 კაცი სმას
და კარტის თამაშსო?

ჩემი აზრით კარავზე გასვლის წინ უნდა დაიწეროს სამომავლო გეგმებში წინდაწინ -

იქნება ლაშქრობა სასმელით თუ სასმელის გარეშე.


უნდა იყოს მითითებული თავიდანვე ეს.
მერე მეც მექნება არჩევანის საშუალება
და იმასაც -
ვინც დასალევად არ წამოსულა ამხელა გზაზე.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by navigator » 22 ივნ 2009, 21:28

წითელი ბარათი ამრევებს :)
ისე გვალვას იდეა, ესეთი სტატუსი რომ შემოიღოს - "ლოთი-ბოდიალა", არ მოსულა ? :D :D :D
აცხა ღორებო Image

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by ilia » 22 ივნ 2009, 21:59

Tamari-ch. wrote: მე მგონი ეს აღარ წარმოქმნის ისეთ უხერხულ სიტუაციას -
როცა 20 ადამიანიდან 5 კაცი 2 ლირტა არაყს სვამს
არც აპირებს დამთავრებას,
და მერე კიდევ მაღაზიებში დარბის დოზის დასამატებლად.
და 15 კაცი კი ელოდება როდის მორჩება ეს ამბავი.
ბოლოს აღარ ისეთი იქნება უხერხული სიტუაცია,
როცა 15 კაცი იკითხავს-
ამისათვის წამოვედი აქ და მოვცდი ჩემს საქმეს,
რომ ვუყურო როდის მორჩება 5 კაცი სმას
და კარტის თამაშსო?.[/b]
კარვის დასაბამიდან დავდივარ ლაშქრობებში, დალევაც მინახავს და ქეიფიც, მაგრამ ასეთი რამ არ მინახავს.

ჩემი აზრით უნდა იცოდე ვინ მიგყავს ლაშქრობაში, და თუ ადამიანი ასე მოიქცევა მასთან ერთად უბრალოდ აღარ წავალ მეორედ.

:evil:
გაგვიმხილე ვინ მოიქცა ასე,რომ ჩვენც არ ჩავარდეთ ანალოგიურ სიტუაციაში.
Image

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by natalia » 22 ივნ 2009, 22:26

Tamari-ch.
აბსოლიტურად გეთანხმები.. ხალხი როგორ არ ცდილობს რომ სამსახურიდან გამოენთავისუფლოს რომ როგორმე ამა თუ იმ ლაშქრობაში წავიდეს და ისიამოვნოს ლაშქრობით.. ბუნებით.. ურთიერთობით...

ხარჯავს ამაში თავის ძალას, ენერგიას, თანხებს.. თავისუფალ დროს.. და ამ დროს გამოჩნდებიან ისეთები რომლებიც სმას ვეღარ ამთავრებენ..................

გუშინდელი ლაშქრობით ვისიამოვნე აბსოლიტურად... არავინ არ სვამდა და არ ეწეოდა.. საუკეთესო ხალხი... აღფრთოვანებული ვარ.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by pataputina » 22 ივნ 2009, 22:26

და ისა...


ის 15 კაცი რატომ
ღა
შეჰყურებდა
იმ ხუთს?

:roll:


კი არა და


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Int3lig3nt » 22 ივნ 2009, 22:42

როგორც გავიგე, კარაველები არ ყოფილან, ვინც სვამდა...

საბედნიეროდ მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ალკოჰოლის გამო რაიმე პრობლემა შეგვქმნოდა კარავულ ლაშქრობაში :).

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლაშქრობაში სმის და ფორუმ.ჯი-ზე როდესაც ვაკეთებდი ლაშქრობებს, ყოველთვის ვკრძალავდი.

სიმბოლურად თითო ჭიქის დალევა კი ბატონო, მაგრამ ლაშქრობაში დათრობა მაგარი სისულელეა.
პატივს არ ვცემ ასეთ ხალხს...
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Archil » 22 ივნ 2009, 22:44

ისე, მე როგორ არ ვსვავ, მაგის გარეშე როგორ იქნება ლაშქრობა, თუ არ დაილოცე და ხომ არ მიგიშვებს ადგილის დედა,

მარა, იმისთანებშიც მოვყოლილვან, რომ ნასვამებს გაუბერიათ და ...

მარა თამარიჩი ნამეტარი ტრეზვენიკია და სულ ცერად უყურებს დალევას, ეტყობა ამ ჯერზე მეტის ლაპარაკის საბაბიც მისცეს.

ჩემი აზრი ასეთია

უნდა დალიო, აბა რა უნდა ქნა
მარა
შნო თუ არ გაქვს, უნდა შეეშვა

ლაშქრობა ლაშქრობაა, იმდენი უნდა დალიო, რომ არც სხვა შეაწუხო, და მეორე დღესაც ნაბიჯი არ შეგეშალოს...
და არა მარტო ლაშქრობისას, ცხოვრებაშიც ეგრე რომ ქნას ყველამ, კაი იქნება...

ილიას ვეთანხმები.
ერთხელ წახვალ ეგეთ ლოთ-ბასიაკთან და მეორეჯერ აღარ.

თუმცა კაი მსმელი-მოლაშქრე ხალხიც საკმარისად გვყავს კარავზე.
ღმერთმა გვიმრავლოს :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Int3lig3nt » 22 ივნ 2009, 22:46

Archil
მსმელი-მოლაშქრე
ცალ-ცალკე ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ ერთად...



ისე მართლა, რას ელოდით იმ 5 კაცს?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Archil » 22 ივნ 2009, 22:48

შურდათ :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by lama » 22 ივნ 2009, 23:27

Tamari-ch.
1998 წლიდან ლაშქრობებში დავდივარ, აგერ უკვე 11 წელიოწადი სრულდება და დამილევია კი არა და დაგვილევია კიდეც ძალიან ბევრი, მაგრამ არ შეგვქმნია არანაირი პრობლემა

კოტეს

ხელიოსმოწერას დავესესხები და ვიტყვი

მიწა გრძნობს ვინ დადის ზემოდანო თუ როგორაა აღარ მახსოვს ზუსტად :D:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by teo- » 22 ივნ 2009, 23:57

არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები იდეის მომხრეებს! ხელშეკრულეებაც ხო არ გავაფორმოთ ლაშქრობაზე წასვლისას, ამოვიდა ყელში ამდენი წესებზე და შეზღუდვებზე ლაპარაკი..მიდიხარ და გაერთე გემოზე,მაგრამ სხვბი არ უნდა შეაწუხო,რაღაც არ მახსენდება არასოდეს ვინმე ასე მოქცეულიყოს თუ არა და აიტანე ხო მეგობრებად და ძმებად თვლი,აქ კი არ უნდა უჩივლო თუ ზღვარს გადავლენ კიდე დატოვებ და წამოხვალ, მეტს კიდევ აღარ წახვალ მათთან ერთად ..თუ უნდა დაკომპლექსდე ვაიმე იმას არ ეწყინოს ამას არ ეწყინოს მე რო ვერთობიო?თუ მე თქვენ გეტყვით ისეთი ლაშქრობები ეწყობა სულს ვღაფავდეთ სიარულში და დაჯდომის დრო არ გვქონდეს( თუ ესეთი იქნება ბაზარი არაა არავინ უნდა დალიოს) უბრალოდ ვიღაცას არ მოწონს ვიღაცის სმა და მოწევა და სხვას თავზე არ უნდა შემოახვიოს,იმიტომ რო ის სხვა ისვენებს და ერთობა იმით, ამდენი ხანია აქ ვარ და არასოდეს არავის შეუწუხებივარ მაგ მხრივ, გადავირიე სად გვყავს ჩვენ ისეთი მსმელი და ლოთი ხალხი ესე რო იქცეოდნენ, უბრალოდ ზედმეტი დაძაბულობა შემოვა და უამრავი პრივატ გასვლები იქნება ესეთი ნაირნაირი წესების შეემოღების შემთხვევაში და სამსახურში აღარ იქნება ხალხი ისეთი დაძაბული როგორიც ექსკურსიებზე.. :lol:
ვინმემ კონკრეტულად თავის თავზე არ მიიღოს რამე!უბრალოდ ბევრთან მქონია ამ თემაზე საუბარი და აქ ერთდროულად ყველა წაიკითხავს ჩემს აზრს ამაზე :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ივნ 2009, 02:06

ლაშქრობაში სიარული სხვაა და "ლოთობაში" სიარული კი - სხვა.
არც 1 გასვლაში მახსოვს, ვინმეს სმის გამო ის გასვლა გაეფუჭებინოს, სადაც მე ვყოფილვარ.
სმის აკრძლვა, აბა, როგორ იქნება, პირიქით, გასვლებს უხდება კიდეც.
ლოთაობა კი, ძნ აფუჭებს გასვლას.
ამიტომ, მსგავს რამეში შემჩნეული ადამიანი, უბრალოდ, არ უნდა დაიმგზვრო და ეგ არის, რა.
teo- wrote: უბრალოდ ზედმეტი დაძაბულობა შემოვა და უამრავი პრივატ გასვლები იქნება
უზომოდ მსმელებს კერძო თუ პირადი თუ ფარული გასვლები რომ ჰქონდეთ, ეგ უფრო სჯობს, ვიდრე
ზომიერად მსმელებს გეგმები აურ-დაურიონ და განწყობა გაუფუჭონ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by megzuri » 23 ივნ 2009, 10:48

წესების დაწესება ცოტა რთულია , იქ ღრეობა და აურზაური არ

ყოფილა :roll: ,ჩემი აზრით კი დალოცვა იმ ადგილის და ერთმანეთის გაცნობა

ასეთ სიტუაციაში უმრავლეს შემტხვევაში სუფრასთან ხდება...

არავის არც გაუჭედია და არც გადაუჭედია, ქართული სუფრა იყო ქართული

სიმღერებით და არა გადათრობით...გადათრობა ხდება მაშინ,როცა ადამიანი

მხოლოდ სვამს და არ საუბრობს,ამ შემთხვევაში კი ამას ადგილი არ ქონია...

უბრალოდ დავამატებ იმას,რომ მიზანმიმართული ადგილები უნდა

მოინახულო,რადგან სწორედ ამისთვის ხარ გასული და დრო გაქვს გამოყოფილი

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Wanderer » 23 ივნ 2009, 12:15

Tamari-ch.
ჩემი აზრით კარავზე გასვლის წინ უნდა დაიწეროს სამომავლო გეგმებში წინდაწინ - იქნება ლაშქრობა სასმელით თუ სასმელის გარეშე.
ეს უბრალოდ არ გამოვა: თუ ძალიან უნდათ მაინც წამოიღებენ და დალევენ.

თანაც ცოტას დალევა(3-4 ჭიქა) ყოველთვის უხდება ლაშქრობას და ალკოჰოლის სულ არ წამოღებაც არ ეგების... :)


GAMARJOBA SAKARTVELO
უზომოდ მსმელებს კერძო თუ პირადი თუ ფარული გასვლები რომ ჰქონდეთ, ეგ უფრო სჯობს, ვიდრე
ზომიერად მსმელებს გეგმები აურ-დაურიონ და განწყობა გაუფუჭონ
ასევე პირიქით: არმსმელებმა თუ ზომიერად მსმელებმა რომ პრივატული ლაშქრობა მოაწყონ არაფერი დაშავდება მაგით და ისიამოვნებენ ძალიან. ;)

Int3lig3nt
როგორც გავიგე, კარაველები არ ყოფილან, ვინც სვამდა...
სულ ისე გამოდის ხოლმე რომ როცა ვიღაც აურევს "ის კარველი არ იყოო" - იტყვიან ხოლმე. მე გეკითხებით ყველას: რა მნიშვნელობა აქვს ამას? უნდა გვესმოდეს, რომ თუ კარველი არ იყო, მაშინ პრობლემებზე პასუხისმგებელი არის ის კარველი, რომელმაც იგი ლაშქრობაში წამოიყვანა.

ამიტომ გამოსავალი არის ძალიან მარტივი: თუ ატყობ, რომ ლაშქრობაში მოდის ბევრი ხალხი და არა მეგობრების ვიწრო წრე და თუ იცი, რომ შენი პლიუსი დალევს(და გადაკოცნის ქალებს :D ) - უბრალოდ ნუ წამოიყვან მას და მაგით გადაიჭრება პრობლემა. კარველებს წესები არ გვიყვარს ძალიან, მაგრამ ამ უმარტივეს წესს თუ მაინც შევასრულებთ კარგი იქნება.
საბედნიეროდ მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ალკოჰოლის გამო რაიმე პრობლემა შეგვქმნოდა კარავულ ლაშქრობაში
ბედნიერი ხარ. :) პრობლემები ყოფილა და თანაც როგორი!
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ლაშქრობა და ალკოჰოლი

Post by Int3lig3nt » 23 ივნ 2009, 12:38

Wanderer
ბედნიერი ხარ. Smile პრობლემები ყოფილა და თანაც როგორი!
ა ხო, გამახსენდა ბატეთის ტბა.

კიდევ კაი მე და ზღარბმა გადმოვიბარეთ უკანა გზაზე ჩამკეტობა, თორე უწყინარ ქსოვრელს კონფლიქტი არ ასცდებოდა ერთ ინდივიდთან, რომელმაც მერე ავტობუსში გაიჯეჯილა.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]