კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 19 ივნ 2009, 17:59

GAMARJOBA SAKARTVELO wrote: მათთან რაჭიდან დამაკვშირებელი მთიანი გზა სულ არ გვჭირდება.
არც რუსებს სჭირდებათ ეს გზა :(

აგერ უკვე კარზე გვიკაკუნებენ

და მთელს კავკასიონს აკონტროლებენ :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2009, 01:04

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: მათთან რაჭიდან დამაკვშირებელი მთიანი გზა სულ არ გვჭირდება.
არც რუსებს სჭირდებათ ეს გზა :(

აგერ უკვე კარზე გვიკაკუნებენ

და მთელს კავკასიონს აკონტროლებენ :(
მთელი ეს დავიდარაბა იმიტომ არის, რომ რუსები მთელს
კავკასიონს ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებენ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 20 ივნ 2009, 02:19

lama
არც რუსებს სჭირდებათ ეს გზა Sad

აგერ უკვე კარზე გვიკაკუნებენ

და მთელს კავკასიონს აკონტროლებენ Sad
ეს გზა მათ სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მანდ მათ აქტიურობას ადგილი არ ექნებოდა.

სჭირდებათ სწორედ იმიტომ, რომ ეს კავკასიონის ქედზე და მის გადასასვლელებზე კონტროლის დამყარების ერთერთი ელემენტია.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 ივნ 2009, 11:03

გასაგებია უკვე ყველაფერი. როგორც ჩანს მართლაც მომხდარა ეგ ყველაფერი რასაც თქვენ, ამბობთ, მაგრამ არ ამბობთ მთავარს. მთავარი კი ის არის, რომ თურმე მთელი ეგ ტერიტორია ე.წ. "ს. ოსეთის" ფარგლებში ყოფილა. აქედან გამომდინარე ლოგიკურია რუსების საქციელიც და ჩვენებისაც. მეტსაც გეტყვით: მე მიკვირს, რომ რუსებმა ეგ უღელტეხილი აქამდე არ დაიკავეს. როგორც ჩანს დიდთოვლობა უშლიდათ ხელს ან ნელ-ნელა ოკუპირების ეფექტზე თამაშობენ.



იხილეთ რუკები ქვემოთ. წითელი ხაზით ე.წ. "ს. ოსეთის" საზღვარია აღნიშნული.... შავად გადახაზული,აფეთქებული ხიდია,მწვანე რგოლი კი მეტეოსადგურია,სადაც ახლა რუსები არიან....

Image

Image


ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაგ ადგილების დაკავების მიზეზი იგივეა რაც კოდორის ხეობის და ახალგორის რაიონის დაკავების. ასე რომ რაღაც განსაკუთრებული ვაი-ვიშის ატეხვა ამის გამო არ ღირს. დღეს ვინც ამაზე ვაი-ვიშს ტეხს მას ან უბრალოდ გული ტკივა(ყველას გვტკივა გული) ან ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს, რაზედაც მაგალითად ნანა ლეჟავა გამალებული მუშაობს. ისე ამ ქალბატონის სიუჟეტი იმითაც არის ნაკლოვანი, რომ ეს საზღვარი ერთი სიტყვითაც არ მოიხსენია...

რაც შეეხება სიტუაციას ზოგადად: მაგ ადგილების კი არა ცხინვალის და სოხუმის დატოვება მოუწევს რუსეთს და მოუწევს უფრო მალე, ვიდრე დღევანდელი სიტუაციის შემხედვარე შეიძლება ეგონოს კაცს. დრო დღეს რუსეთის საზიანოდ მუშაობს და ახლა მაგ უღელტეხილზე(რომელიც ისედაც რუსეთის საზღვარზეა) ჭიდაობა და ბათქა-ბუთქი კარგს არაფერს მოგვიტანს.

მოგვიანებით თუ დრო მექნა ვრცლად დავწერ დღევანდელ სიტუაციაზე...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 ივნ 2009, 13:22

მეტეო რომ საზღვარზეა ისედაც ფაქტია.საქართველოს და არა სამხრეთ ოსეთის.
მაგრამ რუსები თავს არ იწუხებდნენ მისი გაკონტროლებით აქამდე.
ეხლა თუ ქუთაისზე წამოვლენ ეგ სიმაღლე აუცილებლად სჭირდებათ.
მაგრამ საძოვრები და ჭანჭახის აქეთა მხარე (მარჯვენა)ხიდის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის რუკის გარეთაა.
რაც შეეხება მთავრობას , აქ გულისტკივილიცაა მიწების კარგვის გამო და მთავრობის უსახურობის,უსუსურობის, და უპასუხისმგებლობის შეგრძნებაც.
მთავრობა ისა გვყავს რაც ვართ.
როგორც ჩანს მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება მიწების ძირითადი ნაწილის დაკარგვის შესახებ ახდება და ეს სწორედ ამ მთავრობის ხელში მოხდება.
ყველაფერი მაქეთ მიდის.
Last edited by ლეონტი on 20 ივნ 2009, 15:28, edited 1 time in total.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 20 ივნ 2009, 13:39

დიახ, მამისონის უღელტეხილი "სამხრეთ ოსეთის" საზღვრებში შეიყვანეს ბოლშევიკებმა, 1922 წელს, როდესაც შერქმნეს ეს წარმონაქმნი. აი ასე, გაწელეს საზღვარი დაუსახლებელ მთებზე და მიიყვანეს მამისონამდე.

ნეტა რატომ? :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 ივნ 2009, 13:55

Wanderer
ეხლა დავაკვირდი, მაგ რუკაზე მეტეოს მდებარეობა, (მწვანედ შემოხაზული), არასწორადაა მითითებული, მეტეო უფრო მაღლაა, ძირითად წყალგამყოფზე.სადაც რუკაზე ჯვარია, უღელტეხილის ნიშანი.
ეს ადგილი, რომელიც მწვანედ შემოხაზე, დაახლოებით კი არის საწყალი ჩვენი მესაზღვრეების ქოხი, 9 თვიან ზამთარში რომ უპატრონოდ და დიდი გაჭირვებით ეფარებოდნენ და საიდანაც მეტეოზეც ადიოდნენ ზაფხულში.
Wanderer wrote: აქედან გამომდინარე ლოგიკურია რუსების საქციელიც და ჩვენებისაც. ...
არაფერი ლოგიკური არაა.
ეგ თუ ლოგიკურია მაშინ ან ჩვენ ვართ ალოგიკურები ან დაბალი ინტელექტის მთავრობა რომელიც გვყავს.
Wanderer wrote:
რაც შეეხება სიტუაციას ზოგადად: მაგ ადგილების კი არა ცხინვალის და სოხუმის დატოვება მოუწევს რუსეთს და მოუწევს უფრო მალე, ვიდრე დღევანდელი სიტუაციის შემხედვარე შეიძლება ეგონოს კაცს. დრო დღეს რუსეთის საზიანოდ მუშაობს და ახლა მაგ უღელტეხილზე(რომელიც ისედაც რუსეთის საზღვარზეა) ჭიდაობა და ბათქა-ბუთქი კარგს არაფერს მოგვიტანს.

მოგვიანებით თუ დრო მექნა ვრცლად დავწერ დღევანდელ სიტუაციაზე...
საიდან ეს ოპტიმისტური ინფო?
კიბატონო ეგ მოხდება მაგრამ ამ ბოლშევიკური გადმონაშთების ხელში არა.
რადგან მაგათი პროპაგანდა ბოლშევიკურ ხაზს მისდევს-ნათელი მომავლის იმედების ჩანერგვაზე, რეალურად კი ყველაფერი ზუსტად პირუკუ ხდება.

და კიდევ, ილუზია რომ რუსეთი უომრად გავა მავნებელია.
ყველაფერი მოხდება ბრძოლით , სისხლით და თავგანწირვით.
სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ ესაა თავისუფლების საფასური სამუდამოდ, უნივერსალურად.
:!:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 ივნ 2009, 20:40

ერთი სასიამოვნო ინფორმაცია:
http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1


რამდენად სწორია მალე გამოჩნდება...

ლეონტი
ეხლა დავაკვირდი, მაგ რუკაზე მეტეოს მდებარეობა, (მწვანედ შემოხაზული), არასწორადაა მითითებული, მეტეო უფრო მაღლაა, ძირითად წყალგამყოფზე.სადაც რუკაზე ჯვარია, უღელტეხილის ნიშანი.
მემგონი მართალი ხართ. ისე ეგ რუკები მე არ დამიხაზავს. ფორუმ.გე-დან დავაკოპირე...
საიდან ეს ოპტიმისტური ინფო?
უბრალოდ მაქეთკენ მიექანება ყველაფერი. ძალიან დიდი წერილი უნდა დავწერო რომ გადმოვცე რას ვფიქრობ და ვვარაუდობ და იმედია ვიზამ ახლო მომავალში.
ყველაფერი მოხდება ბრძოლით , სისხლით და თავგანწირვით.
არ ვიცი ზუსტად რამდენად მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ თუ მოგვიწევს ვიბრძოლებთ ისევე როგორც აქამდე ვიბრძოდით!
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by tamuna_gudarexi » 20 ივნ 2009, 20:49

Wanderer wrote:ერთი სასიამოვნო ინფორმაცია:
http://www.interpressnews.ge/ge/index.p ... &hd_line=1
საოცარია პირდაპირ! თუ თავიდან ასაშენებლად ჰქონდათ საქმე, რაღას აფეთქებდნენ!...
ყველაფრის ასე წაღმაუკუღმა კეთება შეიძლება?... :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 ივნ 2009, 20:54

ლეონტი
ამწუთას წავიკითხე ერთი ჭკვიანი ადამიანის ნაწერი და მომყავს ქვემოთ. თვენს წინა პოსტს ეხმიანება:

რუსები გააკეთებენ გაცილებით უარესს, ვიდრე აკეთებდნენ. წამოვა პროვოკაციების ჯაჭვი. საქართველო ეცდება, როგორმე ამას თავი ააარიდოს, მაგრამ არსებობს ზღვარი, როდესაც იმას იქით ვერ მიდიხარ. აი მაშინ დგება იძულებითი აუცილებლობის მომენტი, როგორც ეს დადგა 2008წ, აგვისტოში. 1921წ. რომ მიგვეღო აგვისტოში ვინ იყო პასუხისმგებელი. მე დარწმუნებული ვარ რომ რუსებს ეს უნდოდათ. ამიტომ ყველაფერი მიიღეს ეს არის ბლეფი. ვერ მიიღეს, ვინაიდან ის კონსტრუქცია, რაშიც საქართველომ მოახდინა ჩაჯდომა ვერ დაარღვიეს. მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა ჩვენი ღირსების, ჩვენი ხალხის დაღუპვის და საშინელებების ფონზე. კი მოხდა და ჩემში ეს საშინელ ბრაზს იწვევს, საშინელ პროტესტს იწვევს, მაგრამ ვიცი ერთი რამ, რომ ვერ მოხერხდება სხვანაირად. ვაფასებ რა რუსეთის ინტერესს კავკასიაში, ამ გეოგრაგიულ გეოპოლიტიკაში რაც რუსეთს აქვს, რუსეთი აქედან მარტივად არ წავა. შეიძლება არაერთი აგვისტო მოხდეს კიდევ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ საერთაშორისო კონსტრუქციიდან ამოგვაგდონ, რათა მერე დაგვშალონ და დაგვანგრიონ. ერთი რამ იცოდეთ, რუსეთი ამ საკითხებში არავითარ კომპრომისზე არ წავა, არანაირ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, ვინაიდან კავკასიის გარეშე ის დაინგრევა გეოპოლიტიკურად. აქ კიდევ ჩვენ როგორც ძვალი ისე ვართ გაჩხერილები. ამიტომ არის ბლეფი, რომ ასე მოვქცეულიყავით, ისე მოვქცეულიყავით, გინდა დასავლეთთან, მაშIნ რუსეთთან ომი მოგიწევს. ან უარი ამ ყველაფერზე, ან ბრძოლა ყველა ფრონტზე.

tamuna_gudarexi
საოცარია პირდაპირ! თუ თავიდან ასაშენებლად ჰქონდათ საქმე, რაღას აფეთქებდნენ!...
შეიძლება სწორედ იმ მომენტში იყო იქ რაღაც საფრთხე. კაცმა არ იცის. სიტუაცია საკმაოდ რთულია. უმიზეზოდ ააფეთქო ხიდი და მერე შენ თვითონ ააშენო(ფული დახარჯო) - ალოგიკურია.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 ივნ 2009, 22:32

მეტეოს და მესაზღვრეთა ქოხის ფოტოებს მათივე თხოვნით არ ვდებ.
აგერ ტრაქტორი, რომელიც ხიდს გაღმა სერპანტინზე დგას და რომლითაც ხან გზას აკეტებენ ხანაც ზვავს წმენდენ
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 ივნ 2009, 22:34

ეს აღარარსებული ნიკოლოზის ხიდი

მოაჯირი 8 მეტრიანი თოვლის წნევითაა ჩაღუნული.


Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 ივნ 2009, 22:38

მდინარე ჭანჭახი, ზემო ხედი ნიკოლოზის ხიდიდან.

Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2009, 23:29

1 რამ იცოდეთ, ტერიტორი, რომელიც ქართველმა მესაზღვრეებმა დატოვეს, რაჭას ეკუთვნოდა
ყოველთვის და არასოდეს შედიოდა არც სამაჩაბლოში, არც სამხრეთ ოსეთის ა/ოლქში.
რუსეთი ცდილობს, საქართველო მთლიანად დაასუსტოს და მიიტაცოს.
დაკავებული ტერიტორია სამაჩაბლოს ესაზღვრება, მაგრან სტრატეგიულად ბევრი არაფრის მომცემია, რადგან ამ გზით, უბრალოდ, შეუძლებელია სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
ცოცხალი ძალის შესაყვანად კი რუსეთი სამაჩაბლოსთან სასაზღვრო სივრცეს კგ ხანი ვერ ამოავსებს.
მოგეხსენებათ, პირობითი საზღვრის 65% მაღალმთიანი რელიეფია.
სამწუხაროდ, პრობლემა იმ პრეცედენტში, რომელიც 90იანი წლების ბოლოს საქართველომ ჯერ ლარსში,
შემდეგ კი შატილთან დაუშვა - კერძოდ, რუსეთის მიერ 15-15 კმტრიან მონაკვეთების წართმევას
ჩვენ მხოლოდ აქა-იქა ხმაური და ჟურნალისტური მასალები დავუპირისპირეთ და ჩრდილოელ დათვს
ის ტერიტორიები მაინც შევარჩინეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 ივნ 2009, 23:56

GAMARJOBA SAKARTVELO
დათო
ძალიან დიდ უბედურებაში ვართ ჩათრეულნი :(

თავს ზემოთ ძალა აღარ გვრჩება :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]