მესხეთ-ტური ივნისი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 15:13

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


თავკვეთურას საკურთხეველი და ტრაპეზის ქვა:

Image

Image

ფრაგმენტები:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

სწორედ ამ ტაძარში გავათენეთ ღამე ჩვენ.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 15:33

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ თავკვეთურაზე:

ღამით, აქ, ტაძრის შესასვლელთან ვისხედით, ვუსმენდით მტკვარს, ვუყურებდით ულამაზეს ზეცას და ვსაუბრობდით საინტერესო თემებზე:

Image

დილით

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 15:51

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავკვეთურას კრძალვით, სიყვარულითა და სინანულით დავემშვიდობეთ:

Image

Image

გარკვეული მანძილი ჩვენმა დაძმობილებულმა, აფნიელმა მწყემსმაც გამოგვაცილა. კეთილი მგზავრობა გვისურვა და სამომავლოდ, თავისთან, აფნიაშიც დაგვპატიჟა.

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 16:21

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

გზად თავკვეთურადან ვარძიისაკენ, საიდანაც გადავედით თმოგვში.

Image

Image

Image

ნაქალაქარი, რაც სამცხეში ძალიან ბევრგან გვხვდება:

Image

სავალი ბილიკები:

Image

პეიზაჟი:

Image

ვარდის ფესვებში გამომავალი უგემრიელესი, მჟავე წყაროს წყალი:

Image

და ჩვენ გზაში:

Image

Image

Image

ასე, ჩავედით მალე ვარძიაში. ცოტა შევისვენეთ ადმინისტრაციაში, დავტენეთ მობილურები და ელემენტები. დავაზუსტეთ თმოგვში მიმავალი ბილიკების საკითხი და მზეგადაცილებულზე თმოგვისაკენ დავიძარით.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 17:12

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი 6

სამჯერ დალაშქრული ქაჯეთის ანუ თმოგვის ციხე



გზად თმოგვისაკენ და დალაშქვრა პირველი

დაბრუნებულები, ცოტა ხნის დასვენების შემდეგ თმოგვისაკენ დავიძარით. გავიარეთ უახლოესი სოფელი, რომლის სახელიც არ მახსოვს.
ლამაზი და ხიანი სოფელი იყო კლდის კალთებზე შეფენილი.

Image

Image

Image

Image

Image

მტკვრის მეორე ნაპირიდან გავხედეთ ვანის ქვაბებსაც:

Image

ამინდის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ერთ-ორგან კიდეც წამოგვაყარა წვიმა, ხან მზე გამოდიოდა, ხან იღრუბლებოდა და ხან წვიმდა კიდეც. ჩვენ კი ჯიუტად და სიამოვნებით მივუყვებოდით სავალს:

Image

შორს თმოგვის ციხეც გამოჩნდა:

Image

Image

დაღლილზე ვისვენებდით ხოლმე.

Image

Image

Image

საღამოსკენ ამინდი უფრო გამოვიდა, ცაც მოიწმიმნდა.

Image

Image

Image

Image

დაღლილები კი ვიყავით უკვე, მაგრამ გზას ჯიუტად მივყვებოდით, ხან ბილიკები იკარგებოდა და უფრო რთული გზით გვიწევდა სიარული.

მზეზე ცხელოდა, ჩრდილში - ციოდა. ეს ცოტა ართულებდა სიარულს, მძიმე ჩანთები და დაკარგული ბილიკებიც, ცოტას კი ართულებდა სავალს, მაგრამ სამაგიეროდ თავგადასავალსაც მატებდა და ეშხსაც. ბილიკს რომ აღმოვაჩენდით ისევ, შედარებით გვიადვილდებოდა სავალი.

კიდევ ერთი ნაქალაქარი აღმოვაჩინეთ. ბევრი რამე იყო შემორჩენილი და თან ვმსჯელობდით, რა როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო თავის დროზე.

Image

Image

Image

მალე ამირანმა ფეხი დაიზიანა და სიარული ცოტა გაურთულდა, მას მივყევი მეც. ორივეს საკმაოდ გვაწუხებდა ფეხი, ერთს ქვემოთ, მეორეს-ზემოთ. ამირანს მარცხენა, მე - მარჯვენა.

ილიკოს და ილარიონის თვალებისა არ იყოს, ვხუმრობდით, მარცხენა ფეხი ერთის გამოვიყენოთ და მარჯვენა მეორესიო.

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 17:35

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ფეხებში ხშირად გველები გვისრიალებდა. ჩვენც დაკვირვებულად დავდიოდით, რომ არ ფეხი არ დაგვედგა.

Image

გავდიოდით ნასახლარებს:

Image

ლამაზი პეიზაჟებით ვტკბებოდით:

Image

Image

Image

მალე თმოგვის ციხისკენ მიმავალი ბილიკები გამოჩნდა:

Image

ჩვენც ამ სიმაღლისაკენ დავიძარით:

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 20:59

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თმოგვის ციხე

Image

Image

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ninola » 19 ივნ 2009, 21:21

:) :) :) ამ სილამაზის ხილვის შემდეგ რაღა უნდა ნახო, რომ განგაცვიფროს...

ისე გველების არ გეშინოდათ???? :roll:
Image

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ninola » 19 ივნ 2009, 21:26

:) თეთრი ცხენი, ციხე-კოშკები და ა.შ. ზღაპარში მეგონებოდა თავი მანდ რომ ვყოფილიყავი... :roll:
:)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 23:36

ninola wrote::) :) :) ამ სილამაზის ხილვის შემდეგ რაღა უნდა ნახო, რომ განგაცვიფროს...

ისე გველების არ გეშინოდათ???? :roll:
ninola wrote::) თეთრი ცხენი, ციხე-კოშკები და ა.შ. ზღაპარში მეგონებოდა თავი მანდ რომ ვყოფილიყავი... :roll:
:)

აი, უნდა ყოფილიყავი და...

:)

ერთადაც წავალთ...

:)

ეს ჯერ კიდევ მხოლოდ 2 დღის ამბავია.

წინ კიდევ 3 დღის თავგადასავალია მოსაყოლი.

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 20 ივნ 2009, 00:34

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ცოტა რამ თმოგვის ციხის შესახებ:

Image

თმოგვის ციხე, ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის რაიონი, სოფ. თმოგვში). წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა.

თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა.

1073-იდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად - მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი).

1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით.

სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო.

თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი - გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი.

ციხე-ქალაქი რამდენჯერმე დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 20 ივნ 2009, 01:24

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თმოგველები

თმოგველები, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII-XIV საუკუნეების საქართველოში, მხარგრძელთა განშტოება. ამ გვარის ფუძემდებელი იყო სარგის ვარამის ძე მხარგრძელი, რომელსაც თამარ მეფემ ამირსპასალარ გამრეკელ თორელის სიკვდილის შემდეგ სამამულოდ უბოძა თორელის საკარგავი - თმოგვის ციხე (ისტორიულ ჯავახეთში) და მიმდგომი მხარე.

XIII საუკუნის დასაწყისიდან თმოგველების საგვარეულო მონასტრად იქცა ვაჰანის (ვანი) სამეფო მონასტერი (თმოგვის მახლობლად). თმოგველების მამული - თმოგვის მხარე - XIII-XIV საუკუნეებში წარმოადგენდა დიდ ფეოდალურ სენიორიას, თვით თმოგვი კი - შუა საუკუნეების ტიპურ ციხე-ქალაქს.

თმოგველები ატიურად მონაწილეობდნენ XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში (სარგის თმოგველი, თაყაიდინ თმოგველი). თმოგველებს ფეოდალური შუღლი ჰქონდათ სამხრეთ საქართველოს მეორე დიდ საგვარეულოსთან - სამცხის მტავრებტან, ჯაყელებთან.

ამ ბრძოლაში თმოგველები დამარცხდნენ და XIV საუკუნეში დატოვეს თმოგვი, გადასახლდნენ კახეთსა და შიდა ქართლში. კახეთში ისინი დაეუფლდნენ უჯარმას, ხოლო შიდა ქართლის დასავლეთ ნაწილში - ნიქოზს და ეწოდათ ჯერ თმოგველ-უჯარმელები, ხოლო შემდეგ - თმოგველ-უჯარმელ-ფავლენიშვილები.

აქ მათ საგვარეულო საყდრად გაიხადეს ნიქოზის ეკლესია. საისტორიო წყაროებში თმოგველებად ხშირად იხსენიებიან არა მარტო თმოგველების საგვარეულოს წევრები, არამედ თმოგვის მხარის მცხოვრებლებიც.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 ივნ 2009, 01:41

ძნ ლამაზი ფოტოა.
ამ თემაში შემოვიხედე, იმ იმედით, რომ პასუხი დამხვდებოდა კითხვაზე რას ნიშნვს "ტრაპეზი"
მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეგნებულად უგულვებელყოფ ჩემს კითხვა(ებ)ს, რაც, ვფიქრობ,
სულ არ შეეფერება კარავულ დამოკიდებულებას.
ARCHILI wrote: Image
ველი, რეპორტაჟის გაგრძელებას.
საინტერესო და შინაარსიანი თემა გამოდის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by pauna » 20 ივნ 2009, 01:53

ტრაპეზი
ტრაპეზ-ი [ბერძ. trapeza] – 1. ეკლესიაში: საკურთხევლის ტახტი; თვით საკურთხეველი. 2. მაგიდა, სუფრა. 3. სადილი, ნადიმი, წვეულება.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

Image

წმინდა ტრაპეზი, ოდიკი

ტრაპეზზე აუცილებლად დაბრძანებულია ოდიკი, რომლის გარეშეც წირვა-ლოცვა არ სრულდება. ოდიკს უწოდებენ აბრეშუმის ქსოვილს, რომელზეც ამოქარგულია მაცხოვრის გარდამოხსნა ჯვრიდან. ოდიკში აუცილებლად არის ჩაკერებული წმინდა ნაწილი.

ტრაპეზის უკან აუცილებლად დგას შვიდტოტა სასანთლე; ტრაპეზზე - ჯვარი, ტრაპეზის სახარება, საცეცხლური და სანაწილე, სადაც ინახება წმინდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად საჭირო ნივთები.
ImageImage

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]