მესხეთ-ტური ივნისი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 15:47

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

შესანიშნავი ამინდი იყო ვარძიის დათვალიერების დროს. ვისარგებლებ მომენტით და გაცნობებთ, რომ ვარძიაში შესასვლელი ბილეთების ფასმა მოიმატა და უფროსებისათვის 3 ლარი, ხოლო სტუდენტებისათვის 2 ლარი ღირს.

გავიცანით ვარძიის კომპექსის დირექტორი, ბატონი ვალოდია, რომელმაც არაერთი დახმარება გაგვიწია, დაწყებული რჩევებით, გაგრძელებული ჩვენი ტელეფონებისა თუ ელემენტების დატენვითა და დასრულებული ჩვენი ჩანთების შენახვით., რისთვისაც, აქვე დიდ მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი მას.

სწორედ ბატონ ვალოდიას უკავშირდება უნიკალური ადგილის - თავკვეთურას გაცნობა, რომელზედაც შემდგომ გიამბობთ... ჩვენ კი ვარძია მოვიარეთ დიდი სიამოვნებითა და ინტერესითაც, რადგანაც სკოლისდროინდელი ექსკურსიის შემდეგ იქ აღარ ვყოფლვართ ამ ტურის მონაწილეთა უმეტესობა.

ტრულიმ უკვე ზეპირად იცოდა იქაურობა და ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებოდა, ზოგს გვახსენებდა, ზოგსაც გვაცნობდა.


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 16:22

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ ვარძიაში

მე და ამირანმა ვარძიაში ახალი მეტსახელები მივიღეთ საჩუქრად, ავტორი - ზაზა. ამირანს სახელად კაპიტანი ეწოდა, მე კი - მაესტრო.

ჰოდა, არ გაგიკვირდეთ თუ პერიოდულად, ჩვენ თავებს ამგვარადაც მოვიხსენიებ.

პირველი ღამე ვარძიის ძირას, მდინარე მტკვრის პირას გავათენეთ, კარავიც აქ გაიშალა. მე, ცხადია, გარეთ დავწექი. ჩემი რეკომენდაციით ზაზაც გარეთ მოთავსდა და ამის შემდეგ გარეთ წოლა ბევრად პრიორიტეტული გახდა - ვიდრე კარავში, თუმცა, შემდგომ წვიმების შიშით, ორიოდედ თუ ერთხელ (არ მახსოვს) ჩვენც მოგვიწია კარავში დაძინება, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, კი, ერთნახევარჯერ... მაგრამ ამაზე შემდგომ.

ვარძიაში ნაწილმა კარავი გაშალა, ნაწილიც შეშაზე ვნადირობდით. ეჰ, როგორ ვინატრეთ მაშინ თავადის ნაჯახი, მაგრამ სად იყო...

ესეც ზაზა

Image


შეშის მოზიდვას ლამის მეც და ამირანიც შევეწირეთ, როდესაც ხან ხეზევე ვუტყამდით იმ ტოტს, რომელზედაც ვიდექით, ხან მოქაჩვისას ცხვირ-პირში გვხვდებოდა.

ასე იყო თუ ისე, დაკაწრულ-სისხლიანებმა საკმარისი შეშა მოვაგროვეთ, შემდეგ კი მშვენიერი ტრაპეზიც გავშალეთ.

ზაზას შესანიშნავი შავი ღვინო ჰქონდა წამოღებული ორი ლიტრა და ხუთი დღის განმავლობაში გვეყო, ისე, რომ ორჯერ სტუმრებიც კი დავპატიჟეთ... აი, ასეთი ბარაქიანი გამოდგა ეს ღვინო. საიდუმლო კი იმაში იყო, რომ მხოლოდ თითო ან ორ ჭიქას ვსვამდით ტრაპეზზე კაი სიტყვის - სადღეგრძელოს სათქმელად და დაგემოვნებისათვის და ასე ბარაქიანად, არც ღვინო გვაკლდა სუფრებზე და არც სათქმელი.

ზაზა, მაესტრო არჩილი, ტრული და კაპიტანი ამირანი

Image

კაპიტანი ამირანი, ტრული, მაესტრო არჩილი და ზაზა

Image

ტრული, არჩილი ანუ მე და ზაზა

Image

ტრული და მე

Image

ზაზა

Image

ამ ფოტოს კი ავტორმა "მაესტრო და კაპიტანი" უწოდა

Image

ასე, დაგვიღამდა ვარძიის ძირას. ცაზე ვარსკვლავები მრავლდებოდნენ, მტკვარი იავნანას გვიმღეროდა. ვარძიის ტაძარი გვლოცავდა. ჩვენ თითქმის ბედნიერები ვიყავით, მონატრებით გამოწვეული არასრული ბედნიერების შეგრძნების შევსებას კი ჩვენთვის სასურველ ადამიანებთან მიმოწერით ვცდილობდით.

ვარძიის მთვარე და ღამის ვარძია დაგვნათოდა თავზე. ვარძიელი ბერების ლოცვა კი მადლად გვეფინებოდა სულში.

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 17:29

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

დილა გათენდა მზიანი.

ზაზა პირველი წამოხტა, მას მიყვა ტრული - გააჩაღეს ცეცხლი.

მე და ამირანი კი, როგორც ცნობილი მეძილეები, უფრო მოგვინებით:

აქ მე მძინავს:

Image

აქ ამირანმა გაიღვიძა, "დილა მშვიდობისა კაპიტანო" - უსურვა ზაზამ:

Image

ვინც ჩემთან ერთად მოგზაურობს, იცის, რომ დილით საძილეში მორთმეული ყავა განსაკუთრებით მიყვარს (ეს ისე, ვინც არ იცის ;) ).

ჰოდა, იმ მზიანი გათენებისას, როდესაც ჯერ კიდევ ციოდა და მზის სხივები ჯერ კიდევ სუსტად დაიარებოდნენ მიწაზეც და ჩვენზეც, ჩემმა მეგობრებმა სიამოვნებით მომართვეს ცხელი ყავა. ამისათვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ტრულის და ზაზას.

Image

წავიხემსეთ, ავიღეთ კარავი და ვარძიის კომპლექსისაკენ გავემართეთ.

Image

Image

დირექტორის კაბინეტში ჩვენი ავლა-დიდება დავყარეთ, ბატონ ვალოდიას წინასწარი მადლობა გადავუხადეთ და მოვუბოდიშეთ შეწუხებისათვის და კვლავ მოვინახულეთ ვარძია.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 17:50

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ტრული

Image

Image

Image

Image

Image



მაესტრო არჩილი

Image

Image

Image

Image

Image

Image



ზაზა

Image

Image

Image

Image



კაპიტანი ამირანი

Image

Image

Image

Image

Image

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 18:00

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ფრესკები ვარძიაში

1. დაკეტილი ტაძრის ფრესკები:

ეს ფრესები დაკეტილ ტაძარშია გადაღებული სარკმლიდან. ჯერ ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ იყო დაკეტილი, მაგრამ შემდგომ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

სავარაუდოდ, კომუნისტების "ნამუშევარია", რომ ფრესკებზე სახეები და თვალებია დაზიანებული.

მძიმე სანახავია, მაგრამ მაინც დავდებ ამ ფოტოებს:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 18:13

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

2. მოქმედი ტაძრის ფრესკები

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 22:03

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენ ვარძიაში

წინ ზაზა ზის, ხოლო ამირანი ნათელშია :)

Image

ზაზა და ტრული

Image

ტრული, ამირანი და ზაზა

Image

Image

ტრული და ზაზა

Image

Image

კაპიტანი ამირანი და მაესტრო არჩილი

Image

ოთხივე

Image

მე და ტრული

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 14 ივნ 2009, 22:22

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ვარძიის ხედები და პეიზაჟები

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by Truli » 15 ივნ 2009, 11:36

Image
დაპირებული რუქა. რეპორტაჟიც იქნება
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 17 ივნ 2009, 22:51

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი 4

ვანის ქვაბები


ვარძიიდან ვანის ქვაბების სანახავად გადავინაცვლეთ.

გზაში:

Image

Image

Image

Image

გზაში ადგილობრივებიც შეგვხვდნენ.

Image

ასე, სიცხეში სიარულით, საუბარსა და მონათხრობებით მივადექით ვანის ქვაბებს.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 18 ივნ 2009, 14:17, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 17 ივნ 2009, 22:57

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მივუახლოვდით ვანის ქვაბებს:

Image

ვანის ქვაბები

ვანის ქვაბები, გამოქვაბული კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (რაიონულ ცენტრი ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.

ვანის ქვაბები დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს.

1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია.

1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა.

1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება", , 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.

XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული.

სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები. ოვალური კლდის უბეში ტერასულად განლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიგა ეზოს ქმნის.

კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესტან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი.

სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც ქვაბთა თანდათან განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს.

ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა.

წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება წარწერები ლექსად. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძვ. ქართული პოეზიის ნიმუშები. გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, ქაჯეთის ციხიდან რომ წერს ტარიელს (1300, 1301), როსტომიანის ერთი სტროფი (2903), ლირიკული ლექსები სასულიერო და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რომელთაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს და ხალხური ლექსები.

ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შმოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების
ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 17 ივნ 2009, 23:04

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ეს ფოტოები ასახავს იმას, რაზედაც წინა პოსტებშია საუბარი.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 17 ივნ 2009, 23:06, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by lama » 17 ივნ 2009, 23:06

........
Last edited by lama on 17 ივნ 2009, 23:22, edited 1 time in total.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში


User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by Archil » 17 ივნ 2009, 23:27

კეში არ გიძებნიათ? მაგ ადგილებში ვმალავთ ხოლმე :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]