IV დღე
პაპანწყვირეს ტბა – ხამისქური - ცაიში
გაჩერება I – ხამისქური (3-4 კილომეტრი)
სანახაობები:
• ხამისქურის ციხე
გაჩერება II – ცაიში (8-10 კილომეტრი)
სანახაობები:
• ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X – XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა)ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოლოცვა.
• იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის მონახულება.
• ცაიშის მინერალური წყლები.
ღამისთევა ცაიშის საკურორტო ზონაში;
ხამისქური
ხამისქური ადგილმდებარეობა:
ხობის რაიონის სოფელი ხამისქური კოლხეთის დაბლობზე ურთის მთის კალთაზე მდებარეობს.
ესაზღვრება :
ჩრდილო-დასავლეთით _ სოფ. ცაცხვი
აღმოსავლეთით _ სოფ. ხეთა
სამხრეთ-აღმოსავლეთით _ სოფ. თორსა
სამხრეთ-დასავლეთით _ სოფ. დიდინეძი
საშუალო სიმაღლე ზ. დ. 20_25 მ.
ყველაზე მაღალი ადგილი _ ურთის მთა 400 მ. ზ. დ.
სოფლის ფართობი 18,4 კვ. კმ-ია.
აქედან:
სახნავი მიწების ფართობი _ 490 ჰა
მრავალწლიანი ნარგავები _ 207 ჰა
საძოვარი _ 403 ჰა
ტყის ფართობი _ 447 ჰა
წყალს უკავია 7,19 კვ. კმ.
გზები _ 4,1 კვ. კმ.
მანძილი ზუგდიდამდე _ 18 კმ.
ხობამდე _ 8 კმ.
ინფორმაცია სოფლის წარმოშობის შესახებ:
I ვერსია
სოფელი ხამისქური ხეთის თემში შედიოდა. ხეთის თემი ეკუთვნოდა ქორთაძეებს, დღეს ეს გვარი ქორთუების სახელითაა ცნობილი და მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ხამისქურში _ ამის შესახებ დოკუმენტებში XVI ს. არის ცნობები. ასე, მაგალითად, ს. ცაიშის დავთარში მოხსენიებულია ხეთა და ქორთაძეები, რომელიც ინახება ზუგდიდის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში.
ხამისქურის ტოპონომია ასეთია: ს. ხამისქურის ტერიტორიაზე არის ციხე-სიმაგრე ჯიხა (ჯიხა მეგრულიდან ქართულად ციხეს ნიშნავს), რომელიც თურქების მიერ უნდა იყოს აშენებული. ზოგიერთი ისტორიული ცნობის მიხედვით, ქორთოძეების მიერ ყოფილა აშენებული, სადაც თურქები გამაგრებულან XVII ს-ში.
თურქი ხანი ადგილობრივ ადამიანს მოუკლავს. დადევნებიან მას, მაგრამ მდინარე სახალიკოსთან დაკარგულა მისი კვალი.
“ხანის ქური” ანუ ხანის მკვლელის ნაკვალევი დაიკარგა, იმ ადგილას სადაც ნაკვალევი დაიკარგა, “ხანის ქური” უწოდეს, შემდეგში ამოვარდა “ნ” და გახდა “მ” _ სოფელს ეწოდა ხამისქური.
II ვერსია
ხამისქურის თავდაპირველი სახელია ქამისქური (ქამისკური). ორი ქანის ერთ სიტყვაში თავმოყრა მეგრულში იშვიათია და სწორედ ამით არის გამოწვეული ქამისქურის ტრანსფორმაცია ხამისქურად. სახელი ხამისქური ნაწარმოებია სამი სიტყვისაგან ქამი+სქუა+რე (ქამი+შვილი+არის).
თვითონ სოფლის სახელიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ტერიტორიაზე ოდიდგანვე (ოდოიასგანვე) ცხოვრობდა ხალხი, რომელიც თავს ქამის შთამომავლად თვლიდა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ბიბლიურ ნოეს სამი ვაჟიშვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. აზროვნების ჩამოყალიბებული სტერეოტიპის მიხედვით მიჩნეულია, რომ იაფეტი _ ევროპელთა წინაპარია, სემი _ ებრაელი წარმოშობის ხალხის, ხოლო ქამი _ ზანგთა და სხვა მდაბალ რასათა წინაპრად მიიჩნევა. სინამდვილეში ნოე სიმბოლოა წარღვნის შემდგომი ახალი ცხოვრების. ქამი წარღვნის შემდგომი ცხოვრების პირველი საფეხურია, სემი _ მეორე, ხოლო იაფეტი თანამედროვე წარსული და მომავალი.
როგორც ეტყობა, ურთის მთაზე შემოგარენში თავმოყრილი იყო უძველესი სჯულის მსახურთა, უდიდესი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ცენტრი ზევსამდელი ცივილიზაციის ეპოქაში ურთა ურანოსისადმი მიძღვნილი მთაა.
ცაიში ცისთვისაა მიძღვნილი, ხამისქური ახალი სჯულის მქადაგებელთა ცენტრია, ხოლო წარღვნის შემდგომი ახალი სჯულის სწავლების მეორე საფეხური გაგრძელდა ხეთაში.
ხეთაში ეს ცენტრი არსებობდა ჩვენს ერამდე. კაცობრიობის განვითარების მესამე ერა ანუ იაფეტერი დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან. ქრისტ. რელიგიის შემოსვლის შემდგომ სჯულისმიერი სწავლების ცენტრი გადადის მცხეთაში. (მცხეთა _ მეორე ხეთა ანუ მირონცხეულ ხეთა).
ხამისკურის ციხე-სიმაგრე.ჯიხა (ხეთის ციხე)
წერილობით წყაროებში ეს ძეგლი ხეთის ციხედაა ცნობილი. ადრე ხამისკურის ტერიტორია გამოუყვიათ სოფელ ხეთიდან და ციხეც ამ ფარგლებში მოექცა.
ძეგლი წარმოადგენს სამი კოშკით გამაგრებულ ციხე-სიმაგრეს. აშენებულია კლდოვან დედაქანზე კირქვით, კირის ხსნარზე. კედლების სიმტკიცისთვის "არმატურად" ხის ძეგლებია გამოყენებული. ჯერ აუშენებიათ კოშკები და შემდეგ გალავანი. მათ შორის არ არის გადაბმა. კოშკები და გალავნის კედლებში გამართულია ნიშები. სათოფურები მხოლოდ კოშკებშია ჩაშენებული. სართულთაშორისი გადახედვა თაღოვანია.
ნომერ 3 კოშკში მისი დიდი ფრაგმენტია შემორჩენილი. კარიბჭე ჩაშენებული აქვს გალავნის ჩრდილოეთის კედელში. გაწმენდის შედეგად გამოვლინდა მორკალულად ნაგები ორი კედელი ,რომელშიც კარიბჭეს გარეთა მხრიდან აქვს მიშენებული. კარიბჭეს ფრაგმენტები და რკინის ლურსმნები. გალავნის აღმოსავლეთით კედელში ჩაშენებულ ნიშს ადგილობრივი მკვიდრი სასანთლე ნიშნს ეძახის. წმენდისას ამოიფრქვა სანთლის მძაფრი სურნელი. ნიშს ირგვლივ შემოუყვება დიდი ზომის ქვის წყობა, რომელიც აბსიდის შთაბეჭდილებას ტოვებს.
გალავნის საძირკველთან მიშენებული კედლები და თიხატკეპნილი იატაკი დაფარული იყო ნახშიროვან-ნაცროვანი ფენით, როგორც ჩანს, ქვის საძრკველზე გამართული ხის ნაგებობა ყოფილა გალავანზე მიდგმული. სათავსო ხანძრითაა გადამწვარი. ნაყარ მიწაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობის მსხვილფეხა საქონლის ძვლები, თიხის ჭურჭლის ნატეხები, რკინის ლურსმნები, პურის საცხობი ქვის ანუ კეცის ნატეხები. მათთან ერთად აღმოჩნდა ორი პატარა დანა, თიხის ორნამენტირებული ყალიონი, შვლის დამუშავებული რქა და ვერცხლის მონეტა, რომელიც კიდესთან არის გახვრეტილი და შემდგომ საკიდადაა გამოყენებული. მონეტაზე წარწერა არაბულად არის შესრულებული. მოჭრილია თბილისის ზარაფხანაში 1698 წელს თურქეთის სულთნის -თურღას ხელდასმით.
კოშკი ნომერი 2 ციხე-სიმაგრის ინტერიერში კუთხით სოლისებურადაა შეჭრილი. წმენდის შედეგად , სამხრეთ კედელში დადასტურდა სათოფურები. კოშკის პირველ სართულზე გამართულია მარანი. დასტურდება წითლად გამომწვარი ოთხი ქვევრი, რომელთა პირები ამოდის მეორე სართულის იატაკის ზედაპირზე. სამაგრისთვის ქვევრები კირის ხსნარითაა შელესილი. მეორე სართულის იატაკი დაგებულია ქვის ფილებით. კოშკში მარნის აღმოჩენის ფაქტი იშვიათობაა.
როგორც არქიტექტურული იერსახე, სამშენებლო ტექნიკა და ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მხარს უბამს წერილობით წყაროებსდა ციხე_სიმაგრე გვიანი შუასაუკუნეებით, კერძდ ახ.წ.მე-18 საუკუნის პირველი ნახევრით უნდა დათარიღდეს.
ცაიში
სოფელ ცაიშის წარმოშობა:
ცაიშის შესახებ მეცნიერულ ლიტერატურაში მრავალი მოსაზრება არსებობს. კაკაბაძის აზრით, ტოპონიმს რელიგიური საფუძველი უდევს: “(კოლხები)“ ყველაზე მეტად თაყვანს სცემდნენ ურანიოსსა და გეას“ (ზეცასა და დედამიწას)“ ცაიში ღვთის კუთვნილებას ნიშნავდა.
კალისტრატე სამუშიას აზრით, “ცდ-იონი“ ცაიშად წოდებული სოფლის ძველი სახელიდან ჩანს. აქ აღმოჩენილი ლომის თავი, შუბლზე მზის გამოსახულებით, ზოგიერთ არქეოლოგს მზე-ღვთაების ქანდაკებად მიაჩნდა.
ამ მიდამოებში მზე-ღვთაების კერპის აღმოჩენა წარმართობის ხანაში, მზე-ღვთაების სამლოცველოს არსებობაზე მიუთითებს და ეს მიდამოა ის, სადაც ამჟამად ცაიშის ეკლესია დგას ან მის ზემო უბანზე, რომელსაც ციონს ეძახიან. მეცნიერი ასევე დასძენს:“ციურ ღვთაებათა შორის, მთვარესთან ერთად, მზე-ღვთაებაც ითვლებოდა.მისი კერპი აქ მდგარა, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ცაიში(ცეში)უნდა ნიშნავდეს მზე-ღვთაებას.
ცისა... ასე, რომ გეოგრაფიული სახელები: ცაიში(ცეს) და ურთის მთა წარმართული პერიოდის მზე და მთვარის კულტთან დაკავშირებული სახელებია და წარმოსდგება სწორედ მზე-ღვთაების სალოცავ ხისგან-თელასაგან მეგრულად“ცდ“-გან.
ძველ აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებული იყო ხის კულტი. ხე ცოცხალი სიმბოლოა ორი სამყაროს შემაერთებელი ღერძისა - ზეცისა და მიწისა.
ამდენად, ტოპონიმი ცაიში უკავშირდება მზე-ღვთაების სალოცავ ხეს-თელას, მეგრულად “ცდ“-იონს, რომელიც, თავის მხრივ, მითრას კულტთან არის დაკავშირებული.
ცაიში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსოა, მისი მოხსენება მე-6 და მე-8 საუკუნეების ბერძნულ წყაროებში იმაზე მეტყველებს, რომ ცაიშის საეპისკოპოსო უფრო ადრე უნდა შექმნილიყო, მე-6 და მე-8 საუკუნეთა მიჯნაზე მაინც. მე-10 საუკუნისათვის იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაექვემდებარა და ერთ-ერთი უძლიერესი ქართული სასულიერო და კულტურული ცენტრი გახდა.
სოფელი ცაიშის ადგილმდებარეობა:
ზუგდიდიდან 10-15 კმ-ის დაშორებით, სოხუმ-თბილისის გზატკეცილზე საქართველოში ერთ-ერთი ახალგაზრდა კურორტი ცაიში მდებარეობს.
სოფელი ცაიში მდებარეობს საქართველოს მთათაშორისი ბარის შემადგენლობაში შემავალ კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ჯუმის ხეობაში, შავი ზღვიდან 18 კმ-ზე. ცაიშის ფართობია 15000 კვ.კმ.
ცაიში ემიჯნება ურთასა და ბოკოთას მთებს, განფენილია მდინარე ჯუმის ფერდობებზე და მდინარისპირა დაბლობზე.
ბუნებრივი რესურსები:
ცაიში მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივი წყაროები. ცნობილი გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ცაიშის მინერალური წყლები, როგორც სამკურნალო საშუალება უძველესი დროიდანაა ცნობილი.
მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ამ წყლის ღირსებები ხალხს უკვე აღარ სცოდნია, როგორც ჩანს, იგი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამჩნევდნენ მხოლოდ, რომ ამ წყალს სასმელად განსაკუთრებით ეტანებოდა პირუტყვი.
ამ პერიოდში, ცაიშის მინერალურ წყალს ყურადღება მიაქცია იქ სტუმრად ჩასულმა მოქალაქე ჯაბა ჩხოლარიამ, მან ეს წყალი ფერით, სუნით და გემოთი პიატიგორსკის მინერალურ წყლებს შეადარა და რადგან რევმატიული დავადებებით იყო შეპყრობილი, დაიწყო აქ აბაზანების მიღება. რამდენიმე ხანში მკვეთრი გაუმჯობესება იგრძნო. ამის შესახებ უამბო ადგილობრივ პროვიზორს ილიკო მეუნარგიას, რომელმაც 1906 წელს მოსკოვში გააკეთებინა ამ წყლის ანალიზი, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შეიცავს გოგირდ წყალბადს და მასში სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებათა დიდი მარაგია.
1951 წელს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოების წარმოებისას ცაიშში აღმოჩენილ იქნა 83 0 ჩ ტემპერატურის რთული ქიმიური შედგენილობის მინერალური წყალი.
ცაიშში არსებობს ორი ტიპის მინერალური წყალი: 1.ცაიშის ახალი ჰიპერთერმული 83 0 ჩ ტემპერატყრის მქონე, სულფატურ-ჰიდროკარბონატულქლორიდულ-ნატრიუმ-კალიუმინიანი წყალი. 1956 წელს ძველი მინერალური წყაროების რაიონებიდან 700 მეტრის დოშორებით ღრმა ჭაბურღილიდან (725მ) მიღებულიქნა ახალი ტიპის ცხელი მინერალური წყლის შადრევანი(830ჩ ტემპერატურის).
გარდა აღნიშნული წყაროებისა, ცაიშში (ურთას მთის კალთებზე) არსებობს მინერალური წყალი, რომელშის გოგირდწყალბადის რაოდენობა 100 მილიგრამია ლიტრში. აქ არის აგრეთვე სოდიანი წყალი, კუჭის წყალი და ცივი აბანო.
ცაიშის ძველი მინერალური წყლების ამოსვლის რაიონში 2-3 მეტრის სიღრმეზე მიწის ფენა კუპრისფრადაა შეღებილი. ავადმყოფები ძველი დროიდანვე იყენებდნენ, როგორც სამკურნალო ტალახს. ეს ტალახი კონსისტენციით რბილია, აქვს გოგირდის სუნი.
ცაიშის წყალი კურნავს სახსრების ქრონიკული რევმატიზმით დაავადებულებს. ასევე ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებით ჩატარებული მკურნალობა დადებით შედეგს იძლება დისტროფიული და ტრამვული ათრიტების შემთხვევაში.ცაიშის მინერალური წყლების გავლენით იცვლება ნერვული სისტემის ფუნქცია, იგი იწყებს ნორმალიზებას, აღგზნებადობა მკვეთრად მცირდება, რის შედეგადაც უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
ცაიშის მინერალური წყლების მოქმედება დადებითი აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთელ რიგ დაავადებათა შემთხვევაში.
ცაიშში საკმაო რაოდენობით მკურნალობდნენ ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფები. ცაიშის მინერალური წყლების აბაზანებს კარგად იტანენ ისეთი ავადმყოფების კი, რომლებსაც წნევა 200-220 მმ აქვთ. ასეთ ავადმყოფებს აბაზანები ენიშნებათ მეტი სიფრთხილით.
ცაიშის მინერალური წყლების აბაზანები დადებითად მოქმედებს კანის მთელ რიგ დაავადებებზე(ეგზემა, ფსორიაზი, ნერვოდერმიტი, ქავილი, ჰიოდემიტები და სხვა). აგრეთვე იხმარება გინეკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევაში.
კურორტზე სამკურნალოდ ჩამოსულ ავადმყოფთა საკმაოდ დიდ კონტიგენტზე დაკვირვების შედეგად შემჩნეულია, რომ ცაიშის ორივე მინერალური წყლის გავლენით ჩქარდება, როგორც ჭრილობების შეხორცება ასევე დაზიანებული ძვლისა და ნერვული ღეროს აღდგენილი პროცესები.
ცაიშის მინერალური წყლის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა ქრონიკული პარაპროექტიტისა და ბუასილით დაავადების შემთხვევებში. ასევე ეს წყალი დადებითად მოქმედებს თვალის ლორწოვანი გარსის ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებათა(კონიუქტივიტი, ბლეფარიტი) შემთხვევაში.
სოფელ ცაიშის კულტურული ძეგლები:
ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-14 საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიეთი ნიშანი უკვე მე-8 საუკუნის დამდეგს ძირითადად მასში სამი სამშენებლო პერიოდი გამოირჩევა. აქვე გვხვდება უფრო ადრეული, კერძოდ მე-10 საუკუნის და უფრო გვიანდელი მე-17 საუკუნის ხუროთმოძღვრების ნიმუშებიც.
ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა დღეისთვის სრულიად შეუსწავლელია. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი, დიდ ფრაგმენტად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა შესრულების თავისებური მანერით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. აღსანიშნავია მე-17 საუკუნის წმინდა გიორგის ფრესკა, პატრიკონის დასავლეთ კედელზე მე-17 საუკუნის დედოფალ ნესტან-დარეჯანის ფრესკა, მე-17 საუკუნის ცაიშის ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა, მე-17 საუკუნის სცენა წმინდა გიორგის ცხოვრებიდან.
ცაი