ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Archil » 17 ოქტ 2006, 18:48

Nika wrote:სამწუხაროდ მე ვერ მოვდივარ. 2 დღით ვერ წამოვალ :(
შენც ერთი დღით წამოდი, შენ გგონია ჩვენ რომ 2 დღით ვაპირებთ, მართლა 2 დღიანი იქნება? მაგი კიდევ საკითხავია.. :? ამინდზეა დამოკიდებული, ხომ იცი...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by chuna » 17 ოქტ 2006, 19:50

რამე ახალი გაირკვა ან ტრანსპორტის ან წასვლის?
ხვალ ვაკეში ვარ და შემიძლია მივაკითხო lashas და benjamens
ტანსაცმელზე!
ხუთშაბათს მთელ დღეს მცალია პროდუქტებზე და საყიდლებზე სარბენად!

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 17 ოქტ 2006, 19:57

ჯერჯერობით მეც არაფერი მაქვს ამ დღეებში დაგეგმილი. ასე რომ საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მონაწილეობა მივიღო სირბილობანაში :D
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 17 ოქტ 2006, 21:56

ჭუნა გაიხარე!! მაკუკუმ თქვა, ჭუნამ იცის შორენა სადაც არის და იქ ცელოფანებით არის ტანსაცმელიო, დავახარისხე როგორც ჭუნამ მითხრა, ბავშვების ბევრი რამ აღმოჩნდაო, მე რომც არ ვიყო, შორენა გამოატანსო.

ლაშას და ბენამენს სამსახურში აქვთ გასატანებელიო.

მაომ, ბოტასები გადმომილაგა ჩემმა ახლობელმა თავისი შვილების, ორივე ფეხბურთელები არიან და ცოტა შელახულებია, ზოგიერთში შეიძლება წყალი შევიდესო, მარა ზაფხულში მაინც ხომ გამოადგებათო ვიფიქრეთ.

მაკუკუმ ასევე მითხრა რომ წამოსვლა ბევრს უნდაო და გული წყდებათ რომ ვერ მოდიანო... ხოდა დავრეკე ზურა-მძღოლთან, პაზიკი ყავს, გაზზეც არის ბენზინზეცო. გზა ძალიან კარგად იცის, ეტყობა მესაზღვრეებსაც იცნობს, გოგის ხომ არ ელაპარაკეო... კომენდანტია იქო... ასვლით ავალთო!! თუ იქეთ მხარეს რომ ნაშალი ჩამოდის ხოლმე იმან ხელი არ შეგვიშალა მივალთ ბოლომდეო. საწყისი ფასი 550 მითხრა... არა მაგდენს ვერა მეთქი, ხუთშაბათს დაგირეკავ და მზად იყავი დააკლო მეთქი.

პაზიკში 24 ადგილია. ხომ არ გავაღოთ კარები და ვისაც წამოსვლა უნდა წამოვიდეს... ცუდად გამოდის, ადამიანები ამდენ რამეს გვატანენ და ჩვენ კიდევ რომ არ მიგვყავს გულდაწყვეტილი არიან... ალბათ იციან რომ არ შეცივდებათ... :)
Last edited by Gvalva on 18 ოქტ 2006, 00:13, edited 1 time in total.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by zura N. » 17 ოქტ 2006, 22:53

ეს კვირა მეც თავისუფალი ვარ ყოველ დღე. დილით 11:00 -მდე და დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 15:30 წთ-ის შემდეგ :wink: .
რაც შეეხება პაზიკს მძღოლი თუკი იძახის რომ ამსვლელია და ავა, მემგონი მართლა კარგი იქნება, ძალიან ბევრს უნდა წამოსვლა და მართლა ცოდონი არიან. :(


Gvalva

უაზის მძღოლთანაც ხომ არ დაგირეკია? რა თქვა? ეგეც უნდა ვიცოდეთ თუკი პაზიკი ვერ ადის. :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Gvalva » 18 ოქტ 2006, 00:10

zura N.

პაზიკს ვუთხარი ეხლა თოვლია მარა მაღალი გამავლობის მანქანები დადიან მეთქი, ამინდი წესით აღარ უნდა გაუარესდეს მეთქი, თქვა ავალო, აშკარად იცის სადაც მიდის, ნაშალებზე და ხევებზე გარკვევით ლაპარაკობდა, მაგრამ მე 500 ლარი მძღოლისთვის მისაცემად ძააან მენანება, 500 ლარად ის ოჯახი... რა ვიცი რას იზამს... ალბათ გვერძე სამოთახიანს მიიერთებს :), მე მინდა 400-ზე დავიყვანო (თუმცა ამ თანხადაც იქნება სამოთახიანი, ლოჟიის გარეშე, ანდაკში :) ), ვუთხარი, არ გაუპროტესტებია მარა არ ვიცი დაგთანხმდება თუ არა.

აბა ჩამოვთვალოთ სია, რამდენ ადამიანს უნდა წამოსვლა, ალბათ ასე 20 ვიყოთ აჯობებს, ტვირთის დასალაგებელი ადგილიც დარჩება და ძალიანაც არ გავიწეწებით.

+-ები ალბათ უნდა შევკრიბოთ და მკაფიო ინსტრუქტაჟი ჩავუტაროთ (რის შემდეგაც, ვშიშობ, მათი რაოდენობა განახევრდება :) )

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 18 ოქტ 2006, 01:02

2006 წლის 21 ოქტომბერს
ხევსურეთში წამსვლელთა სია:


1. Gvalva
2. Chuna
3. Tekla
4. Maia
5. Archil
6. Zura N.
7. Gobe
8. Ana (Gobe-ს მეუღლე, ამ შემთხვევაში ცოლი)
9. ?
10. ...
Last edited by gobe on 18 ოქტ 2006, 01:21, edited 1 time in total.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 18 ოქტ 2006, 01:18

2006 წლის 21 ოქტომბერს
ხევსურეთში წამსვლელო კარ(ა)ველებო,


რაც შეეხება გზისთვის გამოყოფილ ფინანსებს, რას ფიქრობთ - 25-30 ლარი ნორმალურია კაცზე? (ოღონდ მხოლოდ გზა, საჭმელი ცალკე)

ჯერ უბრალოდ მხოლოდ პასუხია საინტერესო. დეტალები მერე...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by zura N. » 18 ოქტ 2006, 01:27

gobe wrote:2006 წლის 21 ოქტომბერს
ხევსურეთში წამსვლელო კარ(ა)ველებო,


რაც შეეხება გზისთვის გამოყოფილ ფინანსებს, რას ფიქრობთ - 25-30 ლარი ნორმალურია კაცზე? (ოღონდ მხოლოდ გზა, საჭმელი ცალკე)

ჯერ უბრალოდ მხოლოდ პასუხია საინტერესო. დეტალები მერე...
Я за. :wink:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Archil » 18 ოქტ 2006, 01:28

თუ 20 კაცია, მაშინ მე +1. შესაძლებელია მეტიც, მარა +1 ნაღდია. იმ სიცივეში გარეთ დარჩენას არ ვაპირებ. :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 18 ოქტ 2006, 01:38

Archil wrote:თუ 20 კაცია, მაშინ მე +1. შესაძლებელია მეტიც, მარა +1 ნაღდია. იმ სიცივეში გარეთ დარჩენას არ ვაპირებ. :lol:
ეს კაცი თავისას მაინც არ იშლის რა... ისე, პრინციპში მძღოლისთვის ფულის გადახდა აქედანვე ხდება როგორც მახსოვს. ასე რომ, იქიდან 1 კაცით ნაკლები თუ წამოვალთ არც ეგ არის პრობლემა.

არა, ცუდის თქმა კი არ მინდა, უბრალოდ... სპარტანული აღზრდა/ტრენინგის გამოცდილება არა მაქვს...

ისე კი, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში გამოცდილება თავისით მოდის... ჩვენს ოცდაერთოქტომბრულ შემთხვევაში გამოცდილება ჰაერის ტემპერატურასთან მიმართებაში უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია...

ეჰ, ...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by Archil » 18 ოქტ 2006, 01:56

გამოცდილება დაკოტაში მაქვს მიღებული. -40 გრადუსში რომ იქნები ადამიანი, იმის შემდეგ +10 სიცხეა აუტანელი. ასე რომ საკუთარ თავებს გაუფრთხილდით. შენი იდეა მომწონს, მეუღლე რომ მოგყავს, წინდახედული კაცის ნაბიჯია. ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 18 ოქტ 2006, 12:13

შეკითხვები და წინადადებები:

1. როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-22 ოქტომბერს? დღისითაც და ღამითაც.

2. როდის გადივართ საყიდლებზე? საათი, დღე და ა. შ... :)

3. გავაპიარო შატილში წასვლა? :)

4. რას ვყიდულობთ, იმ სიას ვინ დადებს? ;)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by gobe » 18 ოქტ 2006, 12:40

tekla,

1. დღევანდელი მონაცემებით

Image

Image

იქამდე კიდევ 2 დღეა, მოკლედ ვნახოთ.

შემომაქვს შესწორება. ხახმატზე ვწერდი, რომ ზღვის დონიდან დაახლოებით 2300 მ-ზეა-მეთქი. სექტემბრის "პახოდში" წაღებული მქონდა GPS. დღეს ვნახე მაშინ აღებული მონაცემები და ხახმატი ყოფილა 1914 მ-ზე (+- 5 მ). უღელტეხილი კი არის 2676 მ-ზე.

3. ვისაც წამოსვლის სურვილი აქვს და სიცივის არ ეშინია უნდა წამოვიდეს, აბა რა უნდა ქნას. ხოლო, ვისაც სიცივის ეშინია, არსებობს 3 სახის წამალი: 1) ცეცხლი; 2) სასმელი დაახლოებით 100 გრადუსიანი; 3) სასმელი დაახლოებით 40 გრადუსიანი.

ასევე იაფად გვაქვს ასკოფენი - დალევა და ოფლის მოდენა ერთია. :)
Last edited by gobe on 18 ოქტ 2006, 13:36, edited 1 time in total.

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
ხევსურეთი - საქველმოქმედო N 2

Post by tekla » 18 ოქტ 2006, 12:46

gobe


გაიხარე... და ღამე ???
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]