ბორჯომში ჩემს წასვლას ბევრი რამ ეღობებოდა - უმეტესად საქმები. რვის ნახევარზე უნდა შევხვედროდით სამთო ქიმიასთან და 7 საათზე ჯერ კიდევ პრეზენტაციებს მაბარებდნენ სტუდენტები.
ტაქსი, სახლი, ზურგჩანთაში ყველაფრის ჩაყრა, რაც ხელს მოყვა - მათარა და კარდალა არ დამავიწყდეს - მაგათ უკვე თავისებური ხიბლი აქვთ ლაშქრობისას და ისევ ტაქსი...
მათარაში აუცილებლად ვორონცოვული წყალი - შენი წყალობა უნდა მიგქონდეს სადაც მიდიხარ... და იქაური დალოცო, რომ იქაურიც დაგხვდეს...
გამცილებლები, მათ შორის ლამაც. სულით და გულით რომ ჩვენთან იყო მაგი კაცი, იგრძნობოდა ლაშქრობაში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში - სეტყვა, წვიმა და თქეში არ მოგვკლებია ამ ლაშქრობაში - დამსეტყვეო ცაოს თქმაც არ იყო საჭირო
ჩავედით, ბნელოდა უკვე. თიკოს მანქანას ვუფრთილდებოდით - ლამაზი პიპია ჰყავს და იქ სადაც ილიას ჯიპი გამოსაყვანი გახდა, როგორი სატარებელი იქნებოდა.
მივედით მეტყევეთა (რომლებსაც რეინჯერებს ეძახიან რატომღაც) კოტეჯში. კოტეჯის წინ კარვები გაიშალა

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
