ვაა რა მაგარია! დაბადების დღეებს "დავმიქსავთ"
პარასკევს წასვლა არ მგონია კარგი იყოს:
1. არჩილი რომ წერს, ჯუთამდე კარგი გზააო, ჯუთამდე ტრანსპორტით მივდივართ. ფეხით ჯუთიდან ჭაუხამდე უნდა ვიაროთ. სიბნელეში სიარული ბევრად რთულია, ვინაიდან ვერ ხედავ ორიენტირებს, ეს გზის გაწელვას გამოიწვევს და ტვირთაკიდებულებს კაი 3 საათიანი ბოდიალი გამოგვივა. თან მდინარესაც უნდა გადავახტეთ. დღისით პრობლემებიც ნაკლებია და მთელ გზასაც დაათვალიერებ.
2. იქ ალპური ზონაა, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ მზიანი ამინდია, მთელი დღის მანძილზე გაჩერების შემთხვევაში ტვინი აგიდუღდება, ხეები არ არის, რომელსაც შეეფარები, კარავში უფრო ცხელა და ჩახუთულია. თუ მზე არ არის, ცივა.
3. ხედებით დატკბობის, ბანაკში მისვლის, დაბანაკებისა და მოლხენის მეტი საქმე არაფერი გვაქვს, ამ ყველაფერს კი ამჟამად გათვალისწინებული დრო მშვენივრად ეყოფა.
4. თუ ვინმე მაინცდამაინც გადაირევა იქაურობით, დარჩეს ბატონო ორშაბათსაც
