ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by Tamari-ch. » 10 ივნ 2009, 21:01

ეს საოცარი წერილი მომწერა ერთმა იუზერმა
და ვერ ვითმენ რომ არ გაჩვენოთ!!!
:shock: :) :D

გამარჯობათ ქვევით ნახავთ სოცარ სურათს და ქართულ ასოთმღვრულ წარწერას შესრულებულს ჩვენ ს წელთ აღრიცხვამდე 370 წ სედ წერია კეისარი ფარნავაზი..................
უძველესი ქართულ წარწერიანი მონეტა ქრისტემდე 370-იან წლებშია მოჭრილი. (მონეტათა ღაღადი)

ის აზრი რომ უძველესი ქართული დამწერლობა ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვაში არსებობდა ნელ-ნელა იკვეთება.
ამ აღმოჩენებს ყველანაირად ხელს უშლიანსაქართველოს მტრები, მაგრამ ჭეშმარიტება იმარჯვებს

არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა. ამით დგინდება, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული. მასში ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული.

თვალს ახარებს ამჟამინდელი ქართულწარწერიანი ფულის ნიშნები. სასურველია, ფარნავაზ I მეფის ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი მონეტის ერთი ან ორივე მხარის („შუბლის» და „ზურგის» ანუ „წაღმა» და „უკუღმა» მხარის) რაიმე სახით აღბეჭდვა ერთ-ერთ ამჟამინდელ ფულზე, ვთქვათ, ლითონის //მეტალის ერთლარიან ახალ მონეტაზე. აუცილებელია ფარნავაზ პირველის სახელმწიფო მოღვაწეობის 24 საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისში, ცხუმში, ბათუმში, თელავში და, შეძლებისდაგვარად, სხვა კერებში, სადაც ქართველები მოსახლეობენ.

ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის

დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა.

იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრია-ხობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].

ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.

Image
ეს არის ფარნავაზი ზედ ასოთმთვრული
წარწერა 370-წელს ქრისტეშობამდე შესრულებული.
კეისარი ფარნავაზი
Last edited by Tamari-ch. on 11 ივნ 2009, 02:00, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by Tamari-ch. » 10 ივნ 2009, 21:05

ქართველთა უშუალო წინაპრებს - კოლხებს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში, ლეგენდარული მეფე აიეტის ეპოქაში, ჰქონიათ კვირბები - მაგარ სხეულზე ამოკვეთილი ნიშნები (თანამედროვე რუკის მსგავსი); კოლხეთში ინახებოდა ტყავზე ნაწერი წიგნი ("ოქროს საtსმისი”), რომელშიც აღწერილი იყო ოქროს მოპოვების ხერხები. ჩვენთვის უცნობია, როგორი სახისა იყო ეს დამ-წერლობა.

ქართული ანბანური დამწერლობის შესახებ წყაროებში დაცულია რამდენიმე ცნობა:
1) ქართული საისტორიო ტრადიციით, ქართველებს ფარ-ნავაზამდეც ჰქონიათ დამწერლობა. იგი შეუდგენიათ ქართ-ველ ქურუმებს ებრაულ და ქალდეურ დამწერლობათა სა-ფუძველზე: "არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი ჟამთაცა შინა ვიდრე ფარნავაზამდე. წერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა. ესე იგი ქურუმთა მიერ, რომელთაც უხუცესთა და ხევისბერთა უხმო-ბენ. იგინი იყვნენ კერპთა მღვდელნი და მემსხვერპლენი ერისანი ღმერთთა მიმართ და წერილი მათი არს წერილი ესე ხუცური ჩვენი... წერილნი ხუცესნი პირველსა ჟამსა ქმნილ არს წერილისა-გან ებრაულისა და ქალდეურისა და მსგავსცა არიან ასოთა მათთა ჩვენი ხუცურნი"... (ცნობა შემონახულია თეიმურაზ ბაგრა-ტიონის ნაშრომში: "ქართული ანბანის წარმოშობის შეს-ახებ"; თავად თეიმურაზ ბაგრატიონს დოკუმენტი დამოწმე-ბული აქვს ანტონ II კათალიკოსის კუთვნილი წიგნიდან "მა-ტიანე შემეცნებათა". 1836 წელს ეს ისტორიული საბუთი ფრანგულად გამოაქვეყნა მარი ბროსემ).

2) XI საუკუნის მემატიანის - ლეონტი მროველის მოწმო-ბით, ქართული ანბანის შექმნა მიეწერება მეფე ფარნავაზს (ძვ. წ. IV-III საუკუნეები): "ამან [ფარნავაზმა] განავრცო ენა ქართული... და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული" ("ქართლის ცხოვრება").

3) V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის - კორიუნის თხზულებაში: "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა" დაცუ-ლია ცნობა, რომ სომხური დამწერლობა შექმნა მესროპ მაშტოცმა (361-440 წწ.), მანვე გამოიგონა ქართული და ალ-ბანური (ალვანური) დამწერლობები.

ივ. ჯავახიშვილმა დაწვრილებით შეისწავლა კორიუნის ზემოაღნიშნული თხზულება და მიუთითა, რომ კორიუნის შრომაში მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია მერმინდელი, კერძოდ, VI საუკუნის დამლევის ჩანართია. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ V საუკუნის სომეხი ის-ტორიკოსი ლაზარ ფარპელი, რომელიც კარგად იცნობდა კორიუნის თხზულებას, მაშტოცს მიიჩნევდა მხოლოდ და მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად. ამის შესახებ ასევე არაფერია ნათქვამი სომეხი ისტორიკოსების ფავსტოს ბუზ-ანდისა (V ს.) და მხითარ აირივანელის (XIII ს.) ნაშრომებში. პირიქით, აირივანელი ქართული დამწერლობის შემქმნელად ფარნავაზს ასახელებს.

სომხურ ცნობათა სიყალბე ჩანს, აგრეთვე, ”ეპისტო-ლეთა წიგნში”, სადაც შეკრებილია სომხეთის ეკლესიის მეს-ვეურთა მიმოწერა სხვა ქვეყნების ეკლესიის მეთაურებთან V-XIII საუკუნეების მანძილზე. წიგნი სომხურიდან თარგმნა და გამოკვლევითურთ გამოსცა ზაზა ალექსიძემ. "ეპისტოლეთა წიგნიც" მოწმობს, რომ მოგვიანო პერიოდის გადამწერლებმა და რედაქტორებმა ძველი ტექსტები საკუთარი შეხედულებე-ბისა და სურვილისამებრ გადააკეთეს. ამის ერთ-ერთი ნი-მუშია XIII საუკუნის სომეხი მოღვაწის ვარდაპეტის სიტყ-ვები: "...მესროპმა მისცა მათ (ქართველებს - ჟ.ფ.) ანბანი და მესროპმავე უკურთხა ვარძიის ჯვარი".“
სომხური წყაროების წინააღმდეგობანი და ქართული ანბანის შესახებ ჩანართის მერმინდელობა კარგად არის შეს-წავლილი ზ. ალექსიძისა და ალ. აბდალაძის მიერ. დადგენილია, რომ VII საუკუნის დასაწყისში, როცა ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართული და სომხური ეკლე-სიები (სპარსეთი ხელს უწყობდა სომხურ ეკლესიას და ავი-წროებდა ქართულ და ალბანურ ეკლესიებს), შაჰისა და არაბე-ბის წაქეზებით გაძლიერებული სომხები ცდილობდნენ რე-გიონში პირველობის დაჩემებას და ამ მიზნით ისტორიული დოკუმენტების გაყალბებასაც არ ერიდებოდნენ.

მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნა დაუჯერებე-ლია იმ მიზეზითაც, რომ მას ქართული არ სცოდნია (ასევე არ სცოდნია ალბანური ენაც). და, საერთოდ, ანბანის შექმნა ისეთ დიდ მომზადებას მოითხოვს, რომ შეუძლებელია V საუკუნის დასაწყისში ერთ კაცს შეექმნა სამი სხვადასხვა სისტემის ენისათვის არსებითად განსხვავებული დამწერ-ლობები; მეტიც, უკანასკნელ ხანებში ისიც გაირკვა, რომ სომხური ანბანის ავტორი სირიულ და ბერძნულ დამწერ-ლობებთან ერთად სანიმუშოდ იყენებდა ქართულ ანბანს.

ქართული დამწერლობის წარმომავლობის კვლევის თანამედროვე ეტაპზე სომხურ ვერსიას ჩვენში აღარავინ აღიქვამს სერიოზულად, მისი სიყალბე საფუძვლიანადაა დასაბუთებული. ამიტომ ქვემოთ, დამწერლობის წარმოშობის თეორიების განხილვისას, მას აღარ შევეხებით.

ქართული დამწერლობის სახეები და შექმნის დრო /ჟ.ფეიქრიშვილი/

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by Giorgi Bagrationi » 11 ივნ 2009, 15:47

Tamari-ch.
ფოტოზე ასახულ წარწერაზე ვერაფრით ვერ იკითხება „კეი~ი ფ~ზ" და რამდენად სანდოა მონეტის ანტიკურობა? :roll:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by Tamari-ch. » 11 ივნ 2009, 15:53

Giorgi Bagrationi
წუხელ მთელი ღამე ამაზე ვეძებდი ინფორმაციებს -
აი რა მივაკვლიეთ -
http://www.wildwinds.com/coins/greece/c ... zos/t.html
აქ ამ წარწერას კითხულობენ არამეულად-

ვინ იყო ეს Pharnabazos??

CILICIA, Tarsos. Pharnabazos, Satrap of Hellespontine Phrygia. 413/2-387 BC. AR Stater (10.60 gm). Struck circa 379-374 BC. Facing female head turned slightly left, wearing single-pendant earring and necklace / 'FRNBZW' in Aramaic left, 'HLK' in Aramaic right, bearded and helmeted male head (Ares?) left, wearing crested Athenian helmet. SNG Levante 69; SNG France 243; BMC Lycaonia pg. 165, 15; SNG Copenhagen 267; SNG von Aulock 5925 var. (reverse head right). Lustrous, superb EF. [See color enlargement on plate 6] ($3000)

Pharnabazos was a member of the Persian nobility with close connections to the Persian king, and satrap of Hellespontine Phrygia, which later became the satrapy of Daskylion. When he was appointed satrap in 413/2 BC, Pharnabazos and Tissaphernes, the satrap of Lydia and Caria, were involved in negotiations between Sparta and the Persian Empire against Athens. As a result, Sparta received financial assistance from Persia. Lysander, the Spartan admiral, defeated the Athenian navy and thus forced Athens' surrender, and Persia itself would acquire control of the Greek cities in Asia. Tensions arose, however, among all the parties involved: Tissaphernes, because of his machinations against Pharnabazos, lost Lydia; Pharnabazos became rightly distrustful of Lysander and the Spartans, who saw events as an opportunity to expand their power in the Aegean; and the young Cyrus II, who had been sent to settle the difficulties that had arisen, was soon embroiled with his brother in a war over the Persian throne.

In 399 BC, a new war between Sparta and Persia ensued. Agesilaus, one of the Spartan kings, attacked the satrapy of Hellespontine Phrygia. Though hard pressed by the Spartan invasion of his territory, Pharnabazos was able to organize the Persian fleet under the command of the mercenaries Konon of Athens and Evagoras of Salamis, and destroy the Spartan fleet at Knidos in 394 BC. At the same time, he assisted Athens with financial aid to further undermine the Spartans. The land campaign, however, was less successful and the war dragged on. The arrival of a Spartan delegation at the Persian capital resulted in a peace treaty and, contrary to the wishes of Pharnabazos, a renewed alliance. For all of his work, Pharnabazos was recalled from his satrapy and married to the king's daughter, Apame.

The weakness of Persian power during this period prompted Egypt to declare its independence. Two successive attempts by the Persians to recover Egypt were unsuccessful, largely due to the actions of the Greek mercenaries which the Pharaoh had hired. Pharnabazos was one of the Persian commanders in the second of these, in 380 BC. In 377, the Persians prepared to attack again; this time with Pharnabazos as sole commander. Gathering a large navy at Akko and reinforcing his army with Greek mercenaries, Pharnabazos tried to take the Egyptian capital at Memphis. A disagreement between himself and the Greek commander, Iphicrates, caused the Persians to bog down in the Delta and the recovery of Egypt once again failed. The ultimate fate of Pharnabazos is unknown, as he disappears from the historical record thereafter.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by Tamari-ch. » 11 ივნ 2009, 15:55

ანუ ამ ქართული სტატიის დამწერი ამტკიცებს რომ ეს Pharnabazos იგივე ფარნავაზ მეფეაო.

ვინაიდან იმის მერე რაც Pharnabazos ქრება ისტორიაში -
მაშინ სწორედ ჯდება მეფე ფარნავაზი ტახტზე.
სტატიის ავტორი წერს -
ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა

კიდევ ერთი დეტალი
ის შიფრავს წარწერას როგორც კე - ფზ -
კეისარი - ფარნავაზი -

არადა სიტყვა კეისარი ჩვ წ -აღმდე I საუკუნიდანაა ხმარებაში
ან როცა მეფე ფარნავაზი ემფობდა
კეისარი არ იხმარებოდა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by qvevri » 12 ივნ 2009, 09:15

Tamari-ch.
რას შვრები ძღაბო შენ? საწყალი მეშროპ მაშტოცი საფლავში გადაბრუნდა მგონი :D :D :D
არადა მაგან მარტო ქართული კი არა მგონი ნახევარი მსოფლიოს ხალხების დამწერლობები შეჰქმნა :lol: :lol: :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჩვენ გვქონდა დამწერლობა ქრისტეშობამდე - რაის მაშტოცა!

Post by Tamari-ch. » 12 ივნ 2009, 10:56

მაშტოცა დიდი ხნის წინაა ჩამოწერილი
:lol:

სანამ მაგ მონეტების ამბავი გაირკვევა -
მანამდე
აი ესეც უნდა იყოს აქ -

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]