მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Chiamaya » 11 ივნ 2009, 16:56

Int3lig3nt wrote:lali

ალბათ ჯობია 60 ლარზე შევუთანხმდე, ისეთი დაღრეჯილი ხმით მითხრა, ხვალ დარეკეო, სულ არ გადაიფიქროს :D.
:D მემგონი მართლა ჯობია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by guruli » 11 ივნ 2009, 18:30

ინტელ, მეც მგონია, 10 ლარი არ ღირს სალაპარაკოდ. საღამოს მოგვაკითხოს და დღის განმავლობაში სადაც უნდა, იქ იაროს. :) სარეისოს ლოდინს ბევრად ჯობია დაქირავება.
lali, ამინდი მეც მასე - დღისით მოღრუბლულობა და ღამეა წვიმა ნავარაუდევი.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Int3lig3nt » 11 ივნ 2009, 19:20

guruli
არც მიფიქრია ვაჭრობა, უბრალოდ პირველად რომ დაველაპარაკე, დიდუბეში, ჩქარობდა და მაშინ მითხრა 50-60 ლარიო.

ახლა რას ვფიქრობ, 20 ლარის სამწვადე ხომ არ მეყიდა ხვალ და იქ შეგვეწვა.
თუ ცოტაა? არ ვიცი რა ღირს ხორცი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by lali » 11 ივნ 2009, 20:19

Int3lig3nt wrote:guruli


ახლა რას ვფიქრობ, 20 ლარის სამწვადე ხომ არ მეყიდა ხვალ და იქ შეგვეწვა.
თუ ცოტაა? არ ვიცი რა ღირს ხორცი.
ამ თანხაში დაახლოებით2 კილომდე ხორცი მოვა,

მწვადის გარდა სხვა რაგაცეებიც იქნება, ციტცოტა საგზალს ალბათ, ყველა წამოიგებს და იოლად გავალთ :D

აქ მთავარი ''კულტურული პროგრამაა'' :D, ნიკამ თქვა ჭადრაკს წამოვიღებო, ტურნირის გამართვას გეგმავს ტრაპეზის შემდეგ, ლუკას კი თავისი ბურთი მოაქვს.

ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ :D
esec gaivlis....

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Int3lig3nt » 11 ივნ 2009, 22:48

სიას ტრული და დედამისი დაემატნენ :).

წივწივას კი დღეს დისშვილი შეეძინა და იმედია შაბათს ხელი არ შეეშლება წამოსვლაში :).

1-2. int3lig3nt + დედა
3-4-5. lama + დედა + მამა
6-7-8. nikushanikusha + lali + ლუკა
9-10. z g a r b i + დედა
12-13-14. chiamaya + დედა + მეგობარი
15-16-17. მირანდა + მარიტა + დედა
18-19. ტრული და დედა
20. წივწივა

lali
რა ვიცი, სხვა საჭმელებიც გვექნება და სიმბოლურად თითო ნაჭერი მწვადი კი გამოგვივა 2 კილოში :D.
ხვალ ვიყიდი ნიკორაში ხორცს და ჩავაბასთურმებ.

ჰოო, ჭადრაკი და ბურთი კარგია :).

10 საათს დავწერ შეხვედრის დროს. შორი გზა არ გვაქვს და ძალიან ადრე შეკრება არ იქნება საჭირო.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by lama » 12 ივნ 2009, 00:18

ჩემი წამოსვლა ცოტა სათუო გახდა მაგრამ მშობლებს მაინც გამოგაყოლებთ :)

რავიცი აბა? შეიძლება გადაუდებელი საქმისთვის უნივერსიტეტში დამიბარონ და.... :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Int3lig3nt » 12 ივნ 2009, 00:31

lama
უშენოდ ეს ის ლაშქრობა არ იქნება, რაც უნდა იყოს ;).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by miau » 12 ივნ 2009, 10:07

მეც შემოგიერთდებით, თუ ქვეყანა არ დაიქცა :)

ისა და, მეზობლებზე იყო ლაპარაკი და მე ჩემს მეზობელს წამოვიყვან :D
მშობლები უარზე დგანან :(
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by guruli » 12 ივნ 2009, 10:21

Int3lig3nt
ახლა რას ვფიქრობ, 20 ლარის სამწვადე ხომ არ მეყიდა ხვალ და იქ შეგვეწვა.
თუ ცოტაა? არ ვიცი რა ღირს ხორცი.
მგონი, მართლაც ცოტაა. მაგ ფულით "ნიკორაში", ალბათ, 2 კგ სამწვადეც არ მოვა. ცოტაც დავამატოთ.
15-16-17. მირანდა + მარიტა + დედა
მირანდები მეტნი არ არიან? :roll: აკი მთელი ოჯახიო? :roll:
10 საათს დავწერ შეხვედრის დროს. შორი გზა არ გვაქვს და ძალიან ადრე შეკრება არ იქნება საჭირო.
ინტელ, 9 იყოს - დამიჯერე. ახლოს კია, მაგრამ საყიდლებიც ხომ გვექნება პური, ყველი და ამგვარი წვრილმანები. შენი დროით, 11-ზეც ვერ გავალთ.
წივწივას კი დღეს დისშვილი შეეძინა
ვულოცავ, ღმერთმა სასახელო ადამიანი გაზარდოს.
lama
ჩემი წამოსვლა ცოტა სათუო გახდა
რავიცი აბა? შეიძლება გადაუდებელი საქმისთვის უნივერსიტეტში დამიბარონ და....
ცხადია, მშობლებს სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ ძეგვიდან ფეხით ჩამოგივარდები იმ უნივერსიტეტში და ვაი, ვაი, რა დღეს დაგაწევ!!! :twisted: :twisted: კედ;ლებზე გაგიყვან და გამოგიყვან, გაგიყვან და გამოგიყვან, კიდევ გაგიყვან და გამოგიყვან!!! :twisted: :twisted: ახლა შენ აირჩიე - გადელებული გურულის მსხვერპლი გინდა გახდე ეს ახალდანიშნული კაცი თუ უნივერსიტეტიდან გირჩევნია გამოძვრე. :P
ადამიანო, სულ როგორ უნდა წაიმთიელო ამ ფილარმონია კაცმა - უშენოდ ეს გასვლა იქნება?! :D
lali
ლუკას კი თავისი ბურთი მოაქვს.
აჰა, ესე იგი, მე და ლუკა "ჩავბრატებულვართ" და ეგაა. :D
ხალხნო, ბადმინტონიც ხომ არ გაქვთ ვინმეს? :? :?
ხვალ მზიანი ამინდია გამოცხადებული - მხოლოდ ამ ერთი დღით და მერე 20-მდე ისევ წვიმები გაგრძელდებაო, გრძელვადიან პროგნოზში გამოაცხადეს. პლუს - ტემპერატურაც დაიწევს 25-26 გრადუსამდე, დასავლეთში კი კიდევ უფრო დაეცემაო. ხვალინდელი დღის პროგნოზი ზუსტად ისაა, რაზეც მე და lali ვწერდით.
მოკლედ, ხვალ გვიმართლებს ამინდში. :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by guruli » 12 ივნ 2009, 10:24

miau
მეც შემოგიერთდებით, თუ ქვეყანა არ დაიქცა

ისა და, მეზობლებზე იყო ლაპარაკი და მე ჩემს მეზობელს წამოვიყვან
მშობლები უარზე დგანან
მოდი, მოდი - გელით გაშლილი ხელით. მეზობელსაც მივესალმები და აი, მშობლებსაც თუ დაიყოლიებ, მთლად უკეთესი. მამაშენმა კარგი სამწვადეს არჩევა და კარგი შეწვა იცის. :oops: :oops:

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Chiamaya » 12 ივნ 2009, 10:30

guruli wrote: ხალხნო, ბადმინტონიც ხომ არ გაქვთ ვინმეს? :? :?
ბადმიტონი მგონიმე მაქვს ოღონდ ზუსტად არ მახსოვს ბურთიც მაქვს თუ არა :roll: :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by guruli » 12 ივნ 2009, 10:33

Chiamaya
ბადმიტონი მგონიმე მაქვს ოღონდ ზუსტად არ მახსოვს ბურთიც მაქვს თუ არა
ისე არა ქნა, უბურთოდ წამოიღო და იქ ვეძებოთ სოფელში. :lol: :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by guruli » 12 ივნ 2009, 10:36

ხალხნო, სამწვადედ ვინმეს სპეციალური კონტეინერი თუ გაქვთ, გამოიყოლეთ. და ინტელ, ერთჯერად ჭურჭელს ვყიდულობთ თუ ყველას ჩვენ-ჩვენი მოგვაქვს? სასურველია, სასმელი წყალისთვის ჭურჭელიც ვიქონიოთ - როგორც მახსოვს, უშუალოდ ეკლესიაში არაა წყალი, თორემ დაბლა არაა პრობლემა.

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Chiamaya » 12 ივნ 2009, 10:39

guruli
გავარკვიე რომ ბურთიც გვაქვს და ე.ი. წამოვიღო?

guruli
მოვიტან შენ გადმოგცემ და ატარე.
Last edited by Chiamaya on 12 ივნ 2009, 10:47, edited 1 time in total.

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
მშობელთა ლაშქრობა - ძეგვის სამება. 13 ივნისი, შაბათი.

Post by Chiamaya » 12 ივნ 2009, 10:45

................................................................................

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]