ჩემო უზემტკიცესერთგულმეგობრობავ, ლაივიდან ცოტა ხნით მეც აქ გადმოვინაცვლებ და გილოცავთ შენ და ირმას გაბედნიერებას!!!!!
გაბედნიერება ჯერ ეხლა იწყება!
ღმერთი გწყალობდეთ და გეწეოდეთ!
გაიხარეთ და იმრავლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!
სხვანაირად არც შეიძლება იყოს,
ლამას
ლამაზი ოჯახი გექნება!!
ჩვენ კიდევ, - შენი მეგობრები, ხო იცი სადაც ვიდგებით?.. წვიმასა და ქარში გადაგეფარებით, მზეში მოგიჩრდილავთ, სუფრაზე გიმერიქიფებთ, ზღვაში გინავებთ, ნავში გინიჩბებთ, ღამით მშვიდად რომ გეძინოს, ეზოს ძაღლობასაც გავწევთ და პატარა ჩქამზეც დავიყეფებით, თუ ,,დამსეტყვე ცაოს" თქმა მოგინდა და დაგეზარა, შენ არ შეწუხდე, ჩვენ ვიტყვით, თასმებს შეგიკრავთ, თმას დაგვარცხნით, საყელოს გაგისწორებთ და წავიდა ჯვრისწერაზე...

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...