პრეზიდენტის მოთხოვნით, მცირეწლოვანი ინა ცარელაშვილი საავადმყოფოში დააბრუნეს
09 / 06, 2009 10:15
Font size:
მძიმე დამწვრობის მქონე 4 წლის ინა ცარელაშვილის მშობლების ინიციატივით საავადმყოფოდან გაყვანის ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.
პრეზიდენტი წუხელ ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა და განაცხადა, რომ როცა საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, კანონის რომელიმე ნორმა შემაფერხებელი ფაქტორი ვერ გახდება. პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრს შემთხვევის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.
„ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ ინტერპრესტაციას უკეთებს კანონს და ვის როგორი სარწმუნოებრივი ხედვა აქვს. მოვითხოვ, ბავშვი საავადმყოფოში სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი. ვავალებ პოლიციასა და პროკურატურას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და აღარასდროს დაუშვან, რომ კანონი და სახელმწიფო ასეთ უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ასეთ დროს არ მაინტერესებს მშობლების აზრი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ინა ცარელაშვილის საავადმყოფოში დატოვებაზე იეღოვას მიმდევარმა მშობლებმა უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც გოგონას სისხლის გადასხმა დასჭირდა. ცარელაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ მათი სარწმუნოებრივი მრწამსი სისხლის გადასხმას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, ექიმები იძულებული გახდნენ ბავშვი მშობლების ხელწერილის დაფუძველზე საავადმყოფოდან გაეწერათ.
4 წლის პაციენტი საავადმყოფოში უკვე დააბრუნეს.
ჰხოდა ეგრე
