29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by imerkhevli » 03 ივნ 2009, 00:01

ულამაზესი რეპორტაჟია... :)

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by ninola » 03 ივნ 2009, 00:06

ჩვენ
Image

თურმე იქვე მარწყვიც იწონებდა თავს :lol:
Image
ულამაზესი და უთოვლიანესი ------------ჯუმათიდან გადავიღე
Image
Image

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by ninola » 03 ივნ 2009, 00:09

imerkhevli
:) მადლობა უფალს რომ ასეთი სილამაზე ვიხილეთ
Image

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by ninola » 03 ივნ 2009, 00:15

დანარჩენს ხვალ გავაგრძელებ
:) თქვენს ფოტოებსაც თუ ატვირთავთ ძალიან გავიხარებდი
განსაკუთრებით კი ჩიტუციოს და სემირამიდას საყურადღებოდ ვამბობ, ოთო-ფოტოსაც ძალიან კარგი სურათები ექნება:)
ესეც ხედი ჯუმათიდან
Image
Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by burdula » 03 ივნ 2009, 00:16

კარგია ხალხო კარგი,გაიხარეთ :wink:
bag,music and a long road...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by Archil » 03 ივნ 2009, 00:27

გურიაში რა გინდოდა...

ჯუმათიდან ორივე კავკასიონი მოჩანდა - დიდი და მცირეც, ორივე თოვლიანი. დიდებული ადგილია პირდაპირ. მთელი დასავლეთ საქართველო ხელისგულზე გაქვს გადაშლილი. ქუთაისი, ფოთი, ლანჩხუთი, ბათუმი, ოზურგეთი და ჩოხატაური და მათი მიმდებარე სოფლები შენს თვალწინაა და ...

გურულების დამახაისათებელი თვისება ყოფილა მთის წვერზე ეკლესიის აგება. ჯუმათის მორჩილი გვიყვებოდა, რომ მთის წერზე აგებულ ეკლესიას, რომელიც თვეების განმავლობაში მეტრანახევრიანი თოვლითაა მოწყვეტილი დანარჩენ სამყაროსგან, წყალი 9 მეტრიანი ჭისგან აქვს. დაუჯერებელია, თუ როგორ შეიძლება მთის წვერზე წყალი გროვდებოდესო, მაგრამ ასე ხდება და...

ჯუმათის სამრეკლოს რეკონსტრუქციისას ადამიანის ძვლები უნახიათ. პატრიარქს წმინდანებად უღიარებია ისინი.

ჯუმათის ძირითადი ეკლესია მთავარანგელოზისაა. მეორე, ნავში მიშენებული ხარების სახელობის. იქ შენარჩუნებულია ძველი ხის კანკელი.

გურულები პოლიტიკურად აქტიური ხალხია. ამდენად კომუნისტების შემოსვლამ ყველზე მეტად ამ კუთხეში დააზიანა ეკლესია მონასტრები. არადა გურულების დამსახურებაც ქართული ეკლესიის განვითარებაში დიდია. თუნდაც საგალობლები რომ ავიღოთ. საგალობლების გურულმა სკოლამ დიდი ღვაწლი შეიტანა ქართული საგალობლების განვითარებაში.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by guruli » 03 ივნ 2009, 00:50

Archil
ჯუმათიდან ორივე კავკასიონი მოჩანდა - დიდი და მცირეც, ორივე თოვლიანი. დიდებული ადგილია პირდაპირ.
ეს ჩემს სოფელზეა ნათქვამი, ეს კი - ჩემს ეზოზე:
დაუჯერებელია, თუ როგორ შეიძლება მთის წვერზე წყალი გროვდებოდესო, მაგრამ ასე ხდება და...
ჩემი სახლი მთლად მთის წვერზე არაა აგებული, მაგრამ ყველა მხრიდან გვარიანი ფერდობები კი ესაზღვრება. ამის მიუხედავად, ეზოში 11-მეტრიანი ჭა გვაქვს.
სურათები - სუპერ, მაგრამ კიდევ ველოდებით - სხვასაც ბევრს ნახავდით კარგ ადგილებს.


User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by ჩიტუციო » 03 ივნ 2009, 09:23

:სუფს სუფს:

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by perwkli » 03 ივნ 2009, 09:35

ტრანსცენდენტალიზმში


ეს ვინმემ მითარგმნეთ რა :roll:
/.............
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by Archil » 03 ივნ 2009, 09:39

guruli

თუშეთს რომ დეიარები, სამშობლოში რეიზა არ წამოი ძამა ა? გვაკლდი ნამეტნავად :)

ჰოდა

დილა იყო ცა ლაჟვარდა..

წინა ღამეს ხო ჩამეიქცა თბილისში ცა და არ დატია აფერი მშრალი, ჰოდა ატალახებული გზის დანახვას რომ ველოით გურიაში და ყველა საწვიმრებით ვიყავით გახაზირებული, მე შენ გეტყვი არ იცის იქანა წვიმა და ავდარი თუ... ცა ჩამუა მიწად იმფერი იცის. ჰოდა რო მივეით, ქე დაგვხვდა იქაურობა გასინსილებული. ნამის ნასახი არ იყო, მარა რა გინდა, ეძინა ოზურგეთს, ნამეტნავად ადრე მოგვსვლია ჩასვლა.

ვიზაკუსკეთ, სურათები ქე ნახეთ. აფერი განსაკუთრებული.

დილით ბებო ვნახეთ ერთი, იმფერი გურულით უბნობდა, ზეციერი თუ გოუგებდა მარტო რას ჩიოდა, ნუ, გურულებიც რა თქმა უნდა, თვარა სხვა ხორციელი ვეფერს...

სემირამიდამ მეც გურული ვარო, მარა ნამყოფი არაო... გადვირიე და ეგ იყო.. ამფერი ციცაი და.. სირცხვილი, მარა აფერი, გამოსწორდა მაი ამბოვი.

ჩემი ფოტო კამერა აბალდუის ვათხუე წინა ლაშქრობისას და არ დამიბრუნა და დავრჩი ისთე, ტენტი დამიბრუნა და მაგით სურათს რაფრა გადავიღებდი ა? ეხლაც საცხა მესხეთში დატანტალობს და რაი ვუყო არ ვიცი. ასთე რომ მაგას ჩემგან ნუ ელით. დანარჩენებს მოსთხუეთ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by ჩიტუციო » 03 ივნ 2009, 09:41

ოზურგეთში ვიქირავეთ მარშრუტკა (არ შემისწორო ალექს :P არც მინი ბუსია ქართული ასე რო რა მნიშვნელობა აქვს :P) და წავედით ჯუმათის მამათა მონასტერში. ეს მონასტერი ჯუმათელი ეპისკოპოსის საზაფხულო რეზიდენცია იყო ხოლმე, საზამთრო სოფელ ბოგირში ქონდა.


ტაძარი მთავარანგელოზთა სახელობისაა. ესაა დარბაზული ეკლესია (სავარაუდოდ X-XI საუკუნეები), რომელსაც მოგვიანებით ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი მიაშენეს. ტაძარმა როგორც ჩანს რამდენჯერმე განიცადა შეკეთება. ფასადებზე ეს კარგად ჩანს.

Image

Image

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by KSOVRELI » 03 ივნ 2009, 09:47

maikomaiko wrote: ტრანსცენდენტალიზმში


ეს ვინმემ მითარგმნეთ რა :roll:
/.............
როცა დიდი გოგო გაიზრდები, მერე გეტყვი :D მანამდე კი, გირჩევ, ე.წ. რეალური სამყაროს ფარგლებს არ გასცდე :D
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by ჩიტუციო » 03 ივნ 2009, 09:50

ტაძარში შესასვლელი სამხრეთითაა გაჭრილი და რო შედიხარ პირველს რასაც თვალი ხედავს ესაა ჩრდილოეთის კედელზე მთავარანგელოზის უზარმაზარი გამოსახულება.

Image
ვიკბინები... Image მართლა...

Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
29/30/31.05 აჭი,შემოქმედი,ლიხაური,ჯუმათი/გურული ტური 1

Post by Archil » 03 ივნ 2009, 09:53

ჩიტუციო

ისე, 8-ნი ვრჩებითო ჯუმათის მონასტერში ზამთარშიო.

ანუ მთლიანად მოწყვეტილები არიან თოვლით სოფლისგან და ორ ძაღლთან ერთად ატარებენ ზამთარს

ყოველდღე ლოცვა გვაქვსო. მრევლის სიუხვეს ნამეტარი არ უჩივიან, აღმართი მოხუცებს აბრკოლებს, ავტობუსი რომ დაინიშნოს, ვივლიდითო ყოველდღეო, ჩივიან თურმე მოხუცები. ახალგაზრდობა სოფლიდან მოგეხსენებათ გაკრეფილია. მოხუცების ზურგზე (პირდაპირი მნიშვნელობითაც - ქვემოთ რომ ჩავედით ერთი ხანშიშესული ქალი ზურგით მიათრევდა შეშას ტომრით) გადადის მთელი სოფლის ტვირთი. თუმცა ყოველდღე მაინც ამოდიან მომლოცველებიო. ქვემოთ რომ ქალი შეგვხვდა და გვესაუბრა, იმანაც ფეხით ავდივარო მონასტერშიო, საუბრისას სახე გაუცისკროვნდა, ისე გახარებული საუბრობდა.

ჯუმათი ბევრჯერ დანგრეულა და აშენებულა. თურქეთთან სიახლოვე თავისას შვებოდა ბუნებრივია. ბოლოს მაინც კომუნისტებმა დაანგრიეს. ბერებს ერჩოდნენ ძალიან თურმე. 300-მდე ბერი ყოფილა მონასტერში. ვინ გააჩერებდა მაგათ იქ მერე...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]