გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 01 ივნ 2009, 15:12

Image

ისრითაა აღნიშნული კამენნაია ნევესტას ადგილი

აი ასეთი ლოდებია იქ -

Image


გოხნართან მართლაც რამდენიმე მეგალითური ძეგლია,
ლოდოვანზე წერია, რომ ის "სამი ნაწილისგნ შედგება: კარკნალი, ნასოფლარი და ნაციხარი. ციხე გეგმით ოთხკუთხაა, განსაკუთრებით გრანდიოზულია ზღუდის აღმოსავლეთი კედელი, სამხრეთ კედელში ცილინდრული კოშკებია,

გოხნარის ლოდოვანის ტერიტორიაზე არის რამდენიმე დოლმენისებური ნაგებობა".

ფოტოებზე კოშკები და დოლმენები არსად ჩანს.

ეს "კამენნაია ნევესტაა",
"ლოდოვანი ეტყობა ცალკეა.


მანგლისთან ასევე არის "მედვეჟაია ბალკა" - მეგალითური სადგომი, ესეც საინტერესო იქნება.

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by vasso » 02 ივნ 2009, 04:54

მედვეჟაია ბალკა )) ღირს ნახვად )
...

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by vasso » 02 ივნ 2009, 05:03

Tamari-ch ვერ იტყვი , ადგილზევე მიხვდები, თუ არა და არეალი დიდია მთელი მთა ლოდებით არის მოფენილი ... ერთობლივი ექსპედიცია დაიდოს)))
...

User avatar
fermeri
ასფალტზე მოარული
Posts: 11
Joined: 26 მაი 2009, 17:47
Location: ალპური ზონა
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by fermeri » 02 ივნ 2009, 20:29

Tamari-ch.


თამთა მეც აქ ვაააარ :D
მეცხვარე

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by GOGONA » 02 ივნ 2009, 22:31

ძალიან მინდა წამოსვლა და ჯერ რომ არ ვიცი ზუსტად?
კითხვის ნიშნით ჩაწერას რა აზრი აქვს :roll:
Who is John Galt?

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by GOGONA » 02 ივნ 2009, 22:32

Tamari-ch.
ყოჩაღ, რამდენი რამ მოგიკვლევია :)

აღვფრთოვანდი, გაიხარე :D
Who is John Galt?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 03 ივნ 2009, 00:58

კიდევ ერთი მეგალითური ნაგებობა აღმოჩნდა მაგ რაიონში -

საინტერესოა ჩხიკვთას სამებასთან (ასევე თეთრიწყაროს რაიონი, მხოლოდ სამშვილდის გზაზეა) არსებული მეგალითური გალავანი. ამ მთასაც დათვების მთა ქვია.


1) Tamari-ch.
2) ეკა - მეგზური
3) Gilgamesh (?)
4) Balaxa
5) fermeri (ლაშა)
6) ეკას + - სოფო
7) Chiamaya (?)
8 ) bususa
9) bususa-ს +
10) Kathryn
11) arcivi9
12) ამიგო
13-16) fermeri - ს (ლაშას) 4 +
17) ეკას +(?)
18 ) კიკი +
19)კიკი
20) იაკო (?)
21) GOGONA?
22) ბაიშა

ამ კვირის ბოლოს დაიდება ყველა დეტალი და გასვლის ზუსტი თარიღი..
ყურადღებით იყავით...
Last edited by Tamari-ch. on 03 ივნ 2009, 12:18, edited 1 time in total.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივნ 2009, 01:37

bususa wrote: პ.ს. ზუსტად დაწერე რა რამდენი კმ იქნება, მე ძალიან სენსიტიური ვარ კილომეტრებზე ... :lol:
გეხევწები, ქართულად მითხარი, რისი თქმა გინდა და ამის შემდეგ გეტყვი, რამდენად
შეძლებ ამ გასვლაში მონაწილეობას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ივნ 2009, 01:40

Tamari-ch.
არაჩვეულებრივ მასალას აგროვებ.
ისე მოხდა, რომ 7ში 1 ძნ კგ წყვილის ქორწილში მივდივარ.
თქვენს გაკვალულ გზებს გავივლი.
ჩხიკვთა და გოხნარი 1 დღეში ვერაფრით მოესწრება.
სულ სხვა და სხვა მხარეა.
გოხნარი მანაგლისის მხარესაა, ჩხიკვთა კოდა-ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე.
დაახლოებით ისეა, როგორც ანანნური და სამთავისი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 03 ივნ 2009, 11:28

vasso wrote:მედვეჟაია ბალკა )) ღირს ნახვად )
ვასო - შენ ნანახი გაქვს?
ზუსტად სადაა ეგ?
მანგლისთან - უფრო ზუსტად იქნებ გვითხრა.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Kakha » 03 ივნ 2009, 11:34

Tamari-ch.
ამ წუთას ველაპარაკე ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც უკვე წლების განმავლობაში სწავლობს ციკოპურ ნამოსახლარებს და შესაძლოს საქართველოშო ამ დროისათვის ყველაზე კომპეტენტურია.

ვითარება ასეთია: გოხნარის ციკლოპური ნამოსახლარი და გოხნარის ლოდოვანი სხვადასხვა ძეგლია.

გოხნარის ციკლოპური ნამოსახლარი ლიპარიტების ეკლეისასთანაა, მისგან ჩრდილოეთით, ახლოს, დაახლოებით 300-400 მეტრში. კიდევ უფრო ზუსტად თუ ეკლესია გზიდან (თუ წალკისკენ მივდივართ) მარცხნივაა, ციკლოპური ნამოსახლარი მარჯვნივაა.

გოხნარის ლოდოვანი არის ეკლესიიდან სამხრეთით. უფრო ზუსტად ხევის მეორე ფერდზე, სოფელ ახალსოფლის მაღლა. სოფლიდან მანქანით ვერ მიხვალთო, ასე 2-3 კმ იქნებაო. ვინმე გაიყოლეთ სოფლიდან რომ გაჩვენოთო.
არისო მეორე გზაცო - უნდა წახვიდეთ თეთრიწყაროდან წალკისკენო და რომ შედგები ბედენის ქედზე იქიდან უნდა გადახვიდეთო, უპირატესობა ისაა, რომ ამ გზით დიდი აღმართების ავლა არ მოგიწევთო, მაგრამ სად უნდა გადავუხვიოთ ადგილობრივის გარეშე ძნელი მისაგნებიაო. ამიტომ, მგონია, რომ ისევ ახალსოფლიდან ჯობია ლოდოვანზე ასვლა.

დოლმენებს რაც შეეხება: ვიციო რომ მელიქსედ ბექს და სხვაბს უწერიათო, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენიო. ეგება გაგიმართლოთ და მიაგნოთ, მაგრამ მე ვერფრით ვერ მივაგენიო.

ვნახოთ თუ მოვიცლი მეც შემოგიერთდებით.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 03 ივნ 2009, 11:51

Kakha
გაგვიხარდება თქვენი და ბატ. გიორგის წამოსვლა-
კიდევ უფრო საინტერესო გასვლა გვექნება.
საჯაროში გავალ ხვალ და იმ წიგნს მოვიძიებ...

მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა -
რომ იმ არემარეში რაღაც დიდი საკულტო ცენტრი იყო -
მანგლითანა ყოფილა კიდევ ერთი მეგალითური ნაგებობა..


ლაპარაკია ძეგლებზე რომელთა ასაკი 3000 - 4000 წელია!!

საინტერესო და გამოუკვლეველია ეს ძეგლები

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Kakha » 03 ივნ 2009, 14:22

Tamari-ch.
თრიალეთი და ჯავახეთი მოფენილია ციკლოპური ნაგებობებით. ნაგებობეს პირორბითად ვწერ, ხანდახან ეს მართლაც ნაგებობებია, უფრო ხშირად მეთლი კომპლექსები და თან სხვადასხვა ხასიათის. ასე რომ გოხნარი ამ მხრივ არაა მთლად უნიკალური. რელიგიურ-საკულტო ცენტრებია თუ არა ძნელი სათქმელია. როცა რაღაცის დანიშნულება ზუსტად არ ვიცით ხშირად ამოტივტივდება ხოლმე "საკულტო" ხასიათის ინტერპრეტაცია.

User avatar
vasso
ბოდიალა
Posts: 108
Joined: 19 აგვ 2008, 21:34
Location: tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by vasso » 03 ივნ 2009, 15:51

medvejaia balka da kamennaia nevesta ert adgils kvia ,ase mitxres sopelshi.
...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 03 ივნ 2009, 19:59

Kakha wrote:Tamari-ch.
თრიალეთი და ჯავახეთი მოფენილია ციკლოპური ნაგებობებით. ნაგებობეს პირორბითად ვწერ, ხანდახან ეს მართლაც ნაგებობებია, უფრო ხშირად მეთლი კომპლექსები და თან სხვადასხვა ხასიათის. ასე რომ გოხნარი ამ მხრივ არაა მთლად უნიკალური. რელიგიურ-საკულტო ცენტრებია თუ არა ძნელი სათქმელია. როცა რაღაცის დანიშნულება ზუსტად არ ვიცით ხშირად ამოტივტივდება ხოლმე "საკულტო" ხასიათის ინტერპრეტაცია.
კარგი იქნებოდა მათი დათვალიერება...



ვასო ესე იგი მედვეჯაია ბალკა და კამენნაია ნევესტა ერთი და იგივეა?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]