ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
ვნახოთ როგორ განვითარდება საქმეები და ექსკურსიის ორგანიზება, ისე ძალიან მინდა კარაველებთან გაცნობა (რამდენიმეს ვიცნობ)
დიდი სიყვარულით აბო.
დიდი სიყვარულით აბო.
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
ტბებთან კარგი საკარვე ადგილებიაTamari-ch. wrote:Naia -პს. ქვაბისხევიდან გზას თუ აუყვები ასე 12 კმ-ს შემდეგ ულამაზეს, კახისის ტბას მიადგები. იქვეა წეროს ტბაც. მაგრამ, თქვენ ალბათ ამისი დრო არ გექნებათ...
იმ ტბებთან რომ გავშალოთ კარვები -
ივარგებს ეგ ადგილი?
ანუ პირველ დღის ბოლოში ვნახავთ ქვაბისხევს და ავალთ მაგ ტბებთან..
იქ დავრჩებით ღამე -
გზა როგორია?
სამარშრუტო ავა?
ტბაზე ასვლას ნახევარი დღე მაინც უნდა. 12 კმ-იანი აღმართია გასავლელი. მიკროავტობუსი ვერ ავა, ვერც ჩვეულებრივი ჯიპი. იქ მხოლოდ მაღალი გამავლობისა და 3-ხიდიანი მანქანები დადიან. მგონი აჯობებს ტბებზე ცალკე გასვლა მოვაწყოთ.
მე ძალიან მინდა შემოგიერთდეთ, მაგრამ ივნისი ძალიან გადატვირთული თვე მაქვს

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
მშვენიერი მიმართულებებია.
თუ ტაძრების ნახვა გინდა, კახისის ტბაზე ასვლა იმდენ დროსა და ძალას წაიღებს,
რომ შენ მიერ ჩამოთვლილთაგან 4-საც ვერ ნახავ.
იქ მინიბუსებიც არ ადის.
პარასკევს საღამოს გასვლა მართლაც კგია და ღირს, გეზი წაღვერიდან დაიწყოთ.
ნახოთ ტომოთესუბნის
ეკლესია და სოფელ დაბას ჩამოუყვეთ.
შემდეგ ქვაბისხევი-მწვანე მონასტერისკენ გადაინაცვლოთ.
ღამის გასათევად აწყურის ციხის მიმდებარე უბანია კგ.
იქვე მტკვარი ჩამოდის.
აწყურთან კი დაისია საამო საცქერია.
ქვაბისხევის ეკლესიის წინამდებარე ველიც შესანიშნავია, იქ, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის მცველთა შენობაა.
ტყის გრილი სურნელი ტრიალებს.
კვირას, წამოსვლის დღეს კი ყვიბისის მიმართულებით წასვლას გირჩევთ.
ასე უფრო მიუახლოვდებით ხაშური-თბილისის გზას
პრინციპში, ტურის აწყურდან დაწყებაც შეიძლება

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
შენ, ალბათ, ამ ეკლესიას გულისხმობ.Tamari-ch. wrote:სოფელია დაბა და იქაა რამდენიმე ეკლესია. ერთია მარიამწმინდა და მეორეა კიდევ, ოღონდ ვისი სახელობისაა არ ვიცი. მხატვრობა არც ერთ ეკლესიაში არაა, მეორე ეკლესია უხვადაა შემკული ორნამენტებით.....
მართლაც ნდიდარია ჩუქურთმებით.

ტაძარში შესასვლელი კარის გამოსახულება მაფიქრებინებს, რომ წმინდა გიორგის ტაძარია

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
ოკ.
ტბები გამოირიცხა...
ღამის გასათევ ადგილზე კიდევ ვიფიქრებთ...

ამ გასვლაში უნდა ინახოს ტიმოთესუბანი და ქვაბისხევი.
გარდა მაგისა, სოფელია დაბა და იქაა რამდენიმე ეკლესია. ერთია მარიამწმინდა და მეორეა კიდევ, ოღონდ ვისი სახელობისაა არ ვიცი. მხატვრობა არც ერთ ეკლესიაში არაა, მეორე ეკლესია უხვადაა შემკული ორნამენტებით.....
მერე სადგერია კიდევ სოფელი და იქაა წმინდა გიორგის ეკლესია XIV საუკუნის....
ახალდაბასთან არის ნეძვის დედათა მონასტერი. აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომაა მოხსენიებული...
ქვაბისხევთან არის საკვირიკე- წმინდა კვირიკეს მონასტერი. ტაძარი მოხატულია.
ბორჯომთან რომაა სოფელი ჩითახევი იქაა კიდევ ერთი ეკლესია IX საუკუნის II ნახევრის.

ძალიან გთხოვთ 6-7 გამორიცხეთ და მე თქვენთან ერთად ვარ, ლევანი ვარ ვინც ვერ მიცნო
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
13- 14 იქნება ალბათ -
ხალიანასაც ეს თარიღი აწყობს
და ნავიგატორსაც-
ველოდებით ჩიტუციოს პასუხს...
ხალიანასაც ეს თარიღი აწყობს
და ნავიგატორსაც-
ველოდებით ჩიტუციოს პასუხს...
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
ნეძვი,
- IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მიერ. მდებარეობს ახლანდელი ბორჯომის რაიონში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში.ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთი აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთი გასასვლელით იყო დაკავშირებული.

ტიმოთესუბანი,

ბორჯომის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა).

ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესწულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხსვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.).
ლიტერატურა
გორდეევი დ., ტიმოთეს უბანი, "საბჭოთა ხელოვნება", 1940, â„– 4
Привалова Е. Л., РоÑпиÑÑŒ ТимотеÑ-убани, Тб., 1980
პრივალოვა ე., ქსე, ტ. 9, გვ. 719, თბ., 1985

ჩითახევი
- სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, (დვირის საკრებულო). მდებარეობს ბორჯომის ხეობაში. მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ბორჯომიდან 10 კილომეტრი. სოფლის მახლობლად დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი "მწვანე მონასტერი", რომელიც XIII საუკუნეზე გვიანდელი უნდა იყოს.

კავკასიკა გვწერს -
ახალდაბა მაოცებსსს იქ იმდენი რამეა თვალხილული და ზოგიც გამოსაჩენი. შუაგულ ახალდაბაში სადაც სასაფლაოა არის 3 ეკლესია ერთზე ამბობენ 5 საუკუნისააოო, მეორე 9-10, და ერტი 19, ამ სასაფლაოს თავზე "ტამარის ციხეა". ფოტოლეთი იცით. ნეძვში კი 4 ეკლესიააა.
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
საკამოდ მომხიბლა ამ გასვლის იდეამ
იმედია ხელიშემშლელი ფაქტორები არ იქნება და მექნება ბედნიერება რომ გამოგყვეთ. ოღონდ იქნებ ზუსტად დაიგეგმოს დღეები, რომ ასე თუ ისე მზადყოფნაში ვიქნებოდი 

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
tiskrine
ვფიქრობთ 13 -14 ივნისს
თუ ამინდმა არ შეგვიშალა ხელი...
ვფიქრობთ 13 -14 ივნისს
თუ ამინდმა არ შეგვიშალა ხელი...
ბორჯომის ხეობა-20-21 ივნისს
ნუ მოკლედ მე დავწერ დაახლოებიტ მე რაც ვიციი, მასუტი ტქვენ გადაწყვიტეტ, 2 დრე რა თქმაუნდა საკმარსი არაა ყველაფრის სანახავად:
1. ახალდაბა:
ახალდაბასტან სანამ ხიდზე გადახვალ არის ერტი სასაფლაო, იმ სასაფლაოზე რკინის ჯვარია ა, და ჯვართან არის ერტი ეკლესიის ნანგრევები სანახავად 10-20 წუტი საკმარისია, იგივე მხარეს არის კიდევ დავიტ გარეჯელის სახელობის ეკლესია V ან IX საუკიუნისაააოო (ადგილს წიფლნარი ქვია), ცოტა შორსააა გზატკეცილიდან 3 კმ ამის ნახვაზე დრო დაგეხარჯებატ საკმაო ამიტომ ვფიქრობ ვერ ნახავტ (აქვე საინტერესო ქვევრებია დამრებიტ და ქვევრის ტემაში დავდებ მოგვიანებიტ) ეს კი ამ ტაზრის სურატი

ხიდზე რომ გადახვალტ 1 კმში არის კიდევ ერტი სასაფლაო აქამდე ტრანსპორტი ადვილად მიდის.აქ არის 3 ეკლესია წმ.ნიკოლოზი, წმ.გიორგი და ღვთისობლის სახელობის, აქედანვე შეიძ;ლება ტამარიუს ციხეზე ასვლაას სულ 1,5 -2 სტ.
ამ სასაფლაოდან ტუ მარჯვნივ გააგრზელებთ გზას 3-4 კილომეტრში არის ფოთოლეთის წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესია, აქ იპოვეს ის წარწერა, ეხლა სარესტავრაციო სამუშაოები მიდის უაზის ტიპის მინიბუსი ადის სხვა არააა, ფეხიტ დიდი დრო დაგეხარჯებათ

ტ მარცხნივ გააგრზელებტ 3 კმში არის კავსირგაბმულობის სანატორიუმი და მის ეზოსი არის საკმაოდ კარგად სემონახული X-IX სს წმ. გიორგის ბაზილიკა 3 ნავიანი თუ სწორედ მახსოვსსს, აქ მინიბუსიტ უნდა მიხვიდეტ ტუ გაზისათვის გზა არ გააფუჭესსს

ამ ეკლესიიდან კი იწყება იწყება სოფელ ნეძვის გზა საკმაო შელახული ნეძვში არის რამდენიმე ეკლესია
საკმაოდ გამორჩეული თავის არქიტექტურით წმ გიორგის სახელობის

აქვეა ღვთიშობლის სახელობის ხის საყდარი, ელის ეკლესიის ნანგრევები მე არ მინახავს.
კიდევ უნა იყოს 2 ნაეკლესიარი.
2.კორტანეტი აქ არის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
3, ყვიბისი 2 ეკლესია 1 მოქმედი მეორე უმოქმედო
4.რველი აქ არის ციხე და ციხესთან ეკესიის ნანგრევი, უფრო ზვიტ სასაფლაო და იქაც ეკლესიაა.
5. ზანავი სუა სოფელშია ეკლესია, მე4 ბილიკის დასაწყისში კი ელიას სამლოცველოს საფუზველი
6დვირი უნდა იყოს კვირიკე სახელობის ეკლესია
7. ჭობისხევი სოფელშია ერტი ეკლესია
ლარები სოფელთან ახლოს კვირიკეს ეკლესია ცოტა მოსორებიტ ბარბარე 8სახელობის ეკლესიის ნანგრევები.
9 ჩითახევი მწვანე მონასტერი
ჩითახევიდან ქვაბისხევამდე გზის ტავზე ერტი პატარა ბაძილიკაა
10. ქვაბისხევი იციტ
11.ბორჯომი ჩვენთან მე 7 ბილიკზე(ლიკანი) არის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის ნანგრევები, სოფ ლიკანსი ეკესიაა სასაფლაოსთან, ლიკანში ძველ ბაზართან მოქმედი ეკლესია, იქვე პეტრეს ციხე, ფაფასი წმ. მარიამის სხელობის ეკლესია, პარკამდე არ მისული სილამაზის ხიდთან წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ასევე რამდენიმე მომცრო საყდარია ბორჯომსი,
12.სადგერი
13 დავბა 2 ეკელსიოა
14 წაღვერი
15.კიმოთისუბანი
და კიდევ ბევრია 2 დრისათვუს ვფიქრობ სოფ.საკირე, სოფ,ტაზრისი და სხვებიიი