გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 28 მაი 2009, 17:43

ეჰ...
მოკლედ ასე ჩემო ძმებო და დებო,
წავალ მე გოხნარში...
იქნებ გამიმართლოს და ვიპოვო კიდეც დოლმენი...
:D
იქვეა მანგლისიც სადაც ულამაზესი ეკლესიაა -
მანგლისის სიონი-
მანგლისის სიონი — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონის დაბა მანგლისთან.
თარიღდება მეოთხე საუკუნით. მას მრავალი ბრძოლა გადაუტანია. დღესდღეობით მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი

Image


როგორ რუქაზე ჩანს -
სამი ეკლესიაა გოხნარში -
ლიპარიტების, წმ გიორგის და წმ მარიამის,

ახლოსაა ასევე ალგეთის წმ მიხეილის სახ ეკლესია
დიდი თონეთის წმ გიორგის სახ ეკლესია
შეიძლება მოვახერხოთ ახალსოფელის ორი ეკლესიისა და ზირბითის წმ გიორგიც ვნახოთ...

მაინტრესებს კიდევ რუქაზე რას ნიშნავს Zv. goxnaris eklesia-
ის სულ სხვა ხეობაშია..
:roll:


Image


Image



გასვლის სავარაუდო თარიღი - 7 ივნისი

(თუ ამინდმა გვიმტყუნა შევცლით თარიღს)

მგზავრობის ფასი 160 ლარი -
ეს თანხა გაიყოფა წამომსვლელთა რაოდენობაზე
სასურველია წამომსვლელთა რაოდენობა 10 კაცზე მეტი იყოს.
იდეალურ ვარიანტში 16 კაცი
სამარშრუტოში 22 კაცი ეტევა.

1) Tamari-ch.
2) ეკა - მეგზური
3) Gilgamesh (?)
4) Balaxa (?)
5) გატუზო (ლაშა)
6) ხალიანა (?)
7) Chiamaya (?)
8 ) :arrow:

გავალთ რესპუბლიკის მოედნიდან -
დილით 8:30 - ზე
Last edited by Tamari-ch. on 01 ივნ 2009, 21:18, edited 3 times in total.

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Chiamaya » 28 მაი 2009, 17:57

Tamari-ch.
ძალიან საინტერესოა
არასდროს ვყოფილვარ.
თუ მოვახერხე წამოვალ. :wink:

User avatar
bususa
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ივლ 2008, 14:52
Location: Tbilisi...
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by bususa » 28 მაი 2009, 18:57

თამთ, ძალიან საინტერესო რამეა... ამჯერად მაინც თუ ბევრი არ იქნება საბოდიალო, აუცილებლად წამოვალ ჩემს პლიუსთან ერთად .... ძალიან მინდა ... მაგარი იდეაა ... 8)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 28 მაი 2009, 19:01

1) Tamari-ch.
2) ეკა - მეგზური
3) Gilgamesh (?)
4) Balaxa (?)
5) გატუზო (ლაშა)
6) ხალიანა (?)
7) Chiamaya (?)
8 ) bususa
9) bususa-ს +


bususa საბოდიალო სავარაუდოდ იქნება იქვე კლესიასთან -
დაახლოებით ისეთივე -
როცა კორპუსის გარშემო დაკარგულ ნივთს ეძებ.
:lol:


თეთრიწყაროს ტერიტორიაზეა .

ისტორიული ძეგლები: სამშვილდის ნაქალაქარი (ქალაქი ჩაისახა ძვ.წ. I ათასწლ. შუა საუკუნეში და იარსება XVIIIს-მდე), გუდარეხის (XIIIს.), დიდი თონეთის სამების (X-XIსს.), ფიტარეთის გუმბათოვანი (1213-22), წინწყაროს დედაღვთის (VIII-Iხსს.) ეკლესიები; ნადარბაზევის სასახლე (X-XIსს.), მანგლისის ციკლოპური ტიპის მოედანი “გულდამაანთ მამიდა” (უძველესი ხანა და ადრინდელი შუა სს.), სასახლე ტბის მიდამოებში (გვიანი შუა სს.), ფარცხისის ციხე-დარბაზი (X-XIსს.), ფიტარეთის ციხე (შუა სს.).
Last edited by Tamari-ch. on 06 ივნ 2009, 17:15, edited 1 time in total.

limpompo
ბოდიალა
Posts: 298
Joined: 18 მაი 2008, 19:27
Location: tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by limpompo » 28 მაი 2009, 19:31

წამოვალ თუ გამომიშვა ბებიამ :D :D და მინდააა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 28 მაი 2009, 19:51

limpompo
ნერვიული ბებიები და მამიდები არ გვინდა -
არც მე ვარ პიონერთხელმძღვანელი
და არც კარავია საბავშვო ბაღი...

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Giorgi Bagrationi » 28 მაი 2009, 21:35

გასათვალისწინებელია, რომ სოფ. გოხნარში ძალიან დანგრეული გზა ადის (თუ ამ ბოლო წლებში არ შეაკეთეს) და შესაძლოა სამარშრუტო მიკროავტობუსმა ვერ იაროს. ასეთ შემთხვევაში თუ ფეხით მოგიწიათ სიარული 1 დღეში ნამდვილად ვერ ჩაეტევით, არადა შესანიშნავი ძეგლებია :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 28 მაი 2009, 21:47

Giorgi Bagrationi
რამდენი კილომეტრია ფეხით სასიარულო?

ისე გოგა გვიწერდა აქ -
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

გოხნარი მანგლისიდან 14-15 კმითაა დაშორებული.
ახლომახლოს დასახლებები არ არის.
თეთრიწყაროს რაიონს ეკუთვნის.
ადვილია მისასვლელად


მე მგონი ადის გზა
:roll:


User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Katy » 28 მაი 2009, 21:54

რა საინტერესოდ გავხსნიდი ზაფხულის სეზონს კარავზე.. ძალიან ლამაზი ლაშქრობა გამოვა

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Giorgi Bagrationi » 28 მაი 2009, 21:57

გოგა რაზეც წერდა (ლიპარიტების ეკლესიაზე) თითქმის გზის პირასაა და სოფლიდან საკმაოდაა მოშორებული. სხვა ძეგლები სოფლებში დგას სადაც გზა მანგლისიდა ბევრად ახლოდან იწყება. თუ წასვლამდე შემხვდებით (tamari-ch -ს ვგულისხმობ) რუკის მოხმარებას და საჭირო ინფორმაციის ამოღებას ვასწავლი.

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by nusa » 28 მაი 2009, 21:59

ვახ, ძალიან საინტერესოა :)
ეგებ შევძლო წამოსვლა, მაგრამ ჯერ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი
დიდი თონეთის წმ გიორგის სახ ეკლესია
ამ ეკლესიის შესახებ რა ვიცით?
სასაფლაოს ტერიტორიაზე რომაა იმაზე ხომ არ ამბობთ? :roll:
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 28 მაი 2009, 22:00

Giorgi Bagrationi
მადლობთ - სიამოვნებით შეგხვდებოდით...
:)

ახალსოფელი და ზირბითის წმინდა გიორგისთან მისვლა რამდენად რთულია?
ანუ ამ მარშრუტში ჩაეტევა?

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Giorgi Bagrationi » 28 მაი 2009, 22:05

თუ გოხნარში ახვალთ ახალსოფელს გაივლით, ხოლო ზირბითში ახალსოფლიდან უნდა გადაუხვიოთ. :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გოხნარი - მანგლისი - ახალსოფელი - 7 ივნისი

Post by Tamari-ch. » 28 მაი 2009, 22:07

nusa
Katy
kiki
მოიფიქრეთ და წამოდით - ჯერ ბევრი დროა მანამდე...
:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]