თბილისის რკინიგზის სადგურის ბლოკირება დასრულებულია, - ამის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებს „მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ აცნობა.
მისი განცხადებით, გარკვეული მისია შესრულებულია, ვინაიდან შეფერხებულია გადაზიდვები. გამყრელიძის ინფორმაციით, სამტრედიაში რიგი მატარებლები გაჩერებულია.
მისივე თქმით, დღეს მთავარი ეპიცენტრი არის პარლამენტთან და არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებამ შეტევა იქ მყოფ აქციის მონაწილეებზე განახორციელოს, ამიტომ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.
ამის შემდეგ დავით გამყრელიძე მოპიკეტეებს სთხოვა, გაეთავისუფლებინათ ლიანდაგი და მოეწყოთ მსვლელობა კვლავ პარლამენტისკენ და გვერდში დადგომოდნენ იქ მყოფ აქციის მონაწილეებს.
რაც შეეხება იმას, განახლდება თუ არა ხვალ რკინიგზის ბლოკირება, გამყრელიძის თქმით, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ყველაფერი ცნობილი გახდება პარლამენტის წინ მიმდინარე საინფორმაციო მიტინგზე, რომელიც ტრადიციულად, ხვალ 18.00 საათზე გაიმართება.
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური ოპოზიციას 26 მაისის 22.30 საათიდან ჰქონდა გადაკეტილი.
კი არა და
მე აქედან შევკრიბე შავი ძალები
და
დავშალე
