გოხნარი
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
გოხნარი
თამარიჩ, მე ვარ ნამყოფი გონარში და არა ერთხელ. დოლმენები მანდ არაა. რაც შეეხება მეგალითურ ნაგებობებს არის, იქვე ეკლესიიდან ფერდზე რომ დეშვებით დაინახავთ ნასახლარებს აგებულს მშრალი წყობით. რამდენადაც ვიცი, მანდ გათხრები არ ჩატარებულა. ის რაც ჩანს, ანუ მეგალითური დასახლება ყველა ნიშნით შუა საუკენეებისაა. ასეთი ტექნიკით (მშრალი წყობით, ანუ უდუღაბოდ ნაგები თითქმიდ დაუმუშავებელი ბაზალტის ქვებით) ნაგები სოფლები მართლაც ბრინჯაოს ხანიდან გვხვდება, როგორც ჩანს, მაგრამ პრაქტიკულად უწყვეტად შენდებოდა შუა საუკუნეების ჩათვლით. მოკლედ, გავიმეორებ - მე რაც ვნახე გოხნარში შუა საუკუნეებია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ არ ღირს ნახვა და რომ არაა შთამბეჭდავი.
დოლმენის ნახვა ვისაც გინდათ ადით კუს ტბაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმში, იქ დგას ერთი (ცხადია გადმოტანილი) თიანეთი სიონის ტაძარი რომაა მუზეუმში იმის შემოგარენში.

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
გოხნარი
Kakha
საიდან გადმოიტანეს კუს ტბაზე ეს დოლმენი?
სიონიდან?

არა - ეს ის არაა რაც ვნახე ლიტერატურაში -
ფოტოც დევს იმ წიგნში
გვირაბებიც არისო
- დოლმენია ფოტოზე...

კახა - ბატონო -
აი დავასკანერე ის წიგნი -
სადაც წერია ამ მეგალითზე -

როგორ ცხედავთ -
ფოტოზე კლასიკური დოლმენია გამოსახული
აი დავასკანერე ის წიგნი -
სადაც წერია ამ მეგალითზე -

როგორ ცხედავთ -
ფოტოზე კლასიკური დოლმენია გამოსახული
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
გოხნარი
ალგეთის ხეობა, ხეობა („ქვეყანა“) ისტორიული ქვემო ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით — მდ. მტკვარი, სამხრეთით — მდ. ქცია და წინწყაროს პლატო, დასავლეთით — წალკა-თრიალეთის ზეგანი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის კვალი (კიკეთი, აბელია, ფარცხისი, არდისუბანი, მუხათი). ხეობის ზემო წელის სამხრეთ-დასავლეთით, ბედენის პლატოზე, გათხრილია შუაბრინჯაოს ეპოქის ვეებერთელა ყორღანები. ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები, მეტწილად სამოსახლო გორებზე (ზირბითი, ჩხიკვთა, მაწევანი, თონეთი, საფუძრები, არხოტი და სხვა). მათგან ზოგს შემოვლილი აქვს მშრალი წყობით ნაგები ე. წ. ციკლოპური გალავანი.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ვრცელისამაროვანია შესწავლილი ალგეთის ხეობის შუაწელზე — „მადნისჭალაში“. ძნელად მისადგომი ბუნებრივი სიმაგრეები იყო უძველესი სამოსახლოები — ლოდოვანები (ბედენის, ლაკვის, გოხნარის, დურნუკისა და სხვა), რომლითაც დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საცხოვრებლად. ადრინდელი ანტიკური ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალგეთის სამარხი, ამავე ხანის ძეგლებია აღმოჩენილი აბელიაში, მანგლისში, არდისუბანში, ასურეთში. მანგლისშივეა მოკვლეული ელინისტური ხანის მასალა (ცხოველთა და ფრინველთა ნივთები). როგორც ჩანს, მანგლისი, სადაც დიდი სავაჭრო-ეკონომიუკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გზები გადიოდა, ადრევე იქცე ალგეთის ხეობის ერთ-ერთ ცენტრად. ვახტანგ გორგასლის დროს იგი საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა და ამ დროიდან მთელმა ალგეთის ხეობამ „მანგლისის ხევის“ სახელი მიიღო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მანგლისის ხევის საზღვრები სცილდებოდა ალგეთის ხეობის გეოგრაფიულ ფარგლებს და ვერეს (სკვითრეთის) ხეობის დიდ ნაწილს მოიცავდა.
ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვემო ქართლი და მასთან მანგლისის ხევიც თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. IX საუკუნის ბოლოს თრიალეთის ბაღვაშები დაეპატრონნენ და ალგეთის ხეობის თავში კლდეკარის ციხე ააგეს. ალგეთის ხეობა ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის გაყოფილი აღმოჩნდა. მისი ზემოწელი კლდეკარის საერისთავოში შედიოდა, ქვემოწელი კი თბილისის საამიროს შემადგენლობაში რჩებოდა. თბილისის საამიროს იცავდა ორბეთის, ბირთვისისა და ფარცხისის ციხეთა ძლიერი ერთიანი სისტემა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა ალგეთის ხეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში: ვინც მას ფლობდა, ის იყო ალგეთის ხეობის ბატონ-პატრონი. ამიტომ იყო, რომ კლდეკარის ერისთავები თავგამოდებით ებრძოდნენ თბილისის ამირებს ამ ციხეებისათვის. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ალგეთის ხეობა სამეფო მამულად აქცია. განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს იყო მჭიდროდ დასახლებული და დაწინაურებული „ქვეყანა“, რასაც მოწმობს ამ ხანის უამრავი ნასოფლარი და მატერიალური კულტურის ძეგლი. აქ მდებარეობდა საქართველოს მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები: კოჯორი, ტაბახმელა და გუდარეხი.
იმის გამო, რომ ალგეთის ხეობის ზემო- და ქვემოწელი რელიეფითა და ჰავით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, აქ მეურნეობის მრავალი დარგი იყო განვიტარებული. ხეობის ქვემოწელში წამყვანი ადგილი ოდითგანვე ეკავა სახნავ მიწათმოქმედებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე გაპარტახდა და მომთაბარე თურქმანი ტომების საზამთრო საძოვრად იქცა.
ხეობის შუაწელში განვითარებული იყო მევენახეობა, მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. ზემოწელში უმთავრესად მემინდვრეობა და მესაქონლეობა იყო გავრცელებული. ალგეთის ხეობაზე გადიოდა ცნობილი ცხვრის გზა. თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ მიმავალი კახეთის ცხვარი გაივლიდა კოჟრისა (კოჯრის) და ორბეთის ციხეების ძირას და მდინარე ალგეთზე გადებული სპეციალური ცხვრის ხიდით ადიოდა ბედენის პლატოზე, რომელიც უშუალოდ თრიალეთს ეკვრის.
XV საუკუნისათვის, როდესაც საქართველოს ფეოდალურ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ახალი ვითარება შეიქმნა და სათავადოების სისტემა წარმოიშვა, ალგეთის ხეობა ქვიისა და მაშავერის ხეობებთან ერთად საბარათიანოს შემადგენლობაში მოექცა. XVI—XVII საუკუნეებში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა, რომელთა დიდი ნაწილი ისევ ალგეთის ხეობაში ჩამოყალიბდა (საგოსტაშაბისშვილო — ცენტრით ამლივ-ტბისში, საგერმანოზიშვილო — ცენტრით გუდარეხში და ა. შ.). XIX საუკუნეში ალგეთის ხეობა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად ალგეთის ხეობის ზემოწელი თეთრი წყაროს რაიონს ეკუთვნის, ქვემოწელი — მარნეულის რაიონს.
ალგეთის სამარხი, წინწყაროს სამარხი, ადრინდელი ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია 1940 წელს ალგეთის ხეობაში სოფ. წინწყაროსთან (თეთრი წყაროს რაიონი).
ალგეთის სამარხი წარმოადგენს ქვაყუთს, რომელიც მდიდრულ ინვენტარს შეიცავდა და როგორც ჩანს, ადგილობრივი წარჩინებული პირის სამარხი იყო. აქ იპოვნეს: მიცვალებულის ბაგეებსა და თვალებზე დასაფარებელი ელექტრუმის ორნამენტირებული ფირფიტები, ელექტრუმის სამი ბალთა, ელექტრუმისა და ვერცხლის სამაჯურები, რკალგახსნილი, ფარაკიანი ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლისა და ბრინჯაოს საკინძეები, ლანგრები, მინის ფიალა, ვერცხლის ჩამჩა, კაპარჭის ვერცხლის გარსაკრავი, ბრინჯაოს სამფეხი, ბრინჯაოს ისრისპირი, ახალგორული ტიპის ბრინჯაოს სამი ლაგამი და ცხენის აკაზმულობის სხვა ნაწილები. ელექტრუმის ბალთებზე გამოსახულია ქალღმერთი, ფარაკიან ბეჭდებზე - მითოლოგიური პერსონაჯები. ალგეთის სამარხში მოპოვებული ნივთები ქრონოლოგიურად და ხასიათითაც ახლოს დგას ახალგორის განძთან და კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიურ და სოციალურ დიფერენციაციას ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში. ნივთები დაცულია აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 83%98"-დან
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 1%E1%83%90