ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
Lola
- ლოლაძე
- Posts: 538
- Joined: 28 ივლ 2005, 14:38
- Location: Howl's Moving Castle
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 04 ოქტ 2006, 09:55
დილა მშვიდობისა...
ერთი კითხვა მაქვს. მხოლოდ ერთი. 7-8 ოქტომბერს მივდივართ სადმე თუ ამდენი მზადება სულ წყალში გადამეყარა?

-
gobe
- მზიან ქვეყნის იეტი
- Posts: 2146
- Joined: 23 ივნ 2006, 11:30
-
Contact:
Post
by gobe » 04 ოქტ 2006, 12:44
Bocho,
მე პას.
გამატარეთ... ვინ არის შემდეგი?
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 05 ოქტ 2006, 10:38
ვერაფერი ვერ გავიგე
მე აქ დავრეგისტრირდი ლაშქრობებში სასიარულოდ და დამხვდნენ დამრტყმელი-მსმელი-პურისმჭამელები
ასე ხომ ისედაც ვცხოვრობთ ქართველები? რად მინდოდა კარავი.ჯი? მაშინ წავიდოდი და ხინკალი.ჯის წევრი გავხდებოდი
ბოლოს და ბოლოს ამ შაბათს სადმე მივდივართ? თან ძალიან მაგარი ამინდია

თუ არა ესეც ვთქვათ და წავალ ჩემი ხოდით არაგვზე, წავიღებ ანკესს და თოფს და ჩემს ჭიას გავახარებ როგორც ხდება ხოლმე

ქალბატონი რობინზონი რომ იყო და თემა "სტეფანწმინდა" გახსნა სად წავიდა? ახლა ავდგები და გავხსნი თემას კუალა-ლუმპური. მერე დავიწყებთ მსჯელობას როგორ წავიდეთ და ვიღადაოთ რა
იქნებ ვინმემ მითხრას რას ვაპირებთ. 1 დღე დარჩა მხოლოდ...
ბოჭო
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 05 ოქტ 2006, 11:05
ბოჭო,
ნუ ბრაზობ

გახსოვს რომ გითხარი უმეტესად მაშინ გამოდის გავლები თუ ვინმე გადაწვეტით ამბობს მე მივდივარ და ვის უნდა-თქო. აქაც იგივე მოხდა. იმასაც მიაქციე ყურადღEბა რომ "სტეფანწმინდა" გახნილია განყოფილებაში "სავარაუდო გასვლები" ანუ სადმე, ოდესმე ხომ არ წავიდეთ და არა განყოფილებაში "სამომავლო გეგმები" ანუ იმ განყოფილებაში სადაც მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია გასვლა. კიდევ ერთი, ამასაც ადრე ვწერდი, შესაძლებელია რადენიმე ჯგუფი ერთდროულად სხვადასვა ადგილას წავიდეს. არ ვიცი ამ შაბათ-კვირას რა იქნება, თუმცა იმას ვატყობ რომ შენს გარდა სტეფანწმინდაში რავის უნდა წასვლა. ალბათ არ სცალიათ, ან ეზარებათ, ან ბევრჯერ ყოფილან. მაგრამ თუ პირადად შენ გინდა წასვლა აიღე და პირდაპირ დაწერე - მე, ბოჭო, მივდივარ სტეფანწმინდაში შაბათს 7 ოქტომებერს, გავდივარ მარშრუტკით (თუ მარშრუტკით წახვალ) ამა და ამ საათზე, სავარაუდოდ მარშრუტი იქნება ასეთი და ასეთი. დავბრუნდები ამა და ამ დროს. დაჯდება კაცი დაახლოებით ამდენი და ამდენი ლარი. თუ ამას გააკეთებ დიდი შანსია რომ ერთი ორი კაცი გამოგეხმაუროს და მათთან ერთად წახვიდე, თუ არა მაშინ შენი გადასაწყვეტია გინდა მარტო წასვლა თუ არა.
მე პირადად ამ კვირას მივდივარ სამთავისის გათხრების სანახავად მიუხედავად იმისა ვინმე კიდევ წამოვა თუ არა. რატომღაც მგონია, რომ კიდევ ერთი მანქანა წამომსვლელებისა შეგროვდება.
ანდა ნახე ეჰ-დათო როგორ წავიდა კახეთში - მის შემთხვევაში კარვიდან არავინ შეუერთდა, მაგრამ მაინც წავიდა. ასეა, ხან ბევერი მსვურველი იკრიბება, ხანაც ძალან ცოტა და ხანაც სულად იშლება ხოლმე გასვლები..... რას იზამ.
გისურვებ ბევრ და კარგ გასვლებს. თუ გადაიფიქრე სტეფანწმინდა და სამთAვისი მოინდომე მხოლოდ ერთი რამ დაგრჩება მოსაგვარებელი - ტრანსპორტი. დილას გავალთ და ნაშუადღევს დავბრუნდებით. არც ბევრია სასიარულო და არც დამღლელი იქნება. სამთავისს უფრო ექსკურსიის ხაისათი ექნება. მოიფიქრე
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 05 ოქტ 2006, 12:35
Kakha
მადლობთ დაკვალიანებისთვის. სტეფანწმინდაში წასვლაზე იმიტომ ვწერ, რომ აქ მოსვლის შემდეგ პირველი, რაც ვნახე, სტეფანწმინდა იყო

რაც შეეხება სამთავისს, მე უფრო დიდი დროით 2-3 დღე გასვლის მომხრე ვარ და ამდენად სხვა დროისთვის გადავდებ. მადლობთ დაპატიჟებისთვის. დიდი მადლობა
Bოჭო
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 06 ოქტ 2006, 09:01
Bocho
ამინდებმა ისე აურია რომ 2-3 დღიანები შეიძლება აღარც იყოს. მაისამდე. ღამით ცივა მაინც უკვე. მარა ხევსურეთის საქველმოქმდო სავარაუდოდ 2 დღიანი იქნება იმიტო რო იქ სხვანაირად ფიზიკურად ვერ მოესწრება.
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 06 ოქტ 2006, 13:41
Nika

თუ მეცლება აუცილებლად წამოვალ

-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 06 ოქტ 2006, 18:18
Bocho
არ მეთმობი დასაკარგად! არადა ისეთი პირი უჩანს, გული არ აიცრუო ჩვენზე!
მართლა ვერ გაჩვენეთ "საქმენი საგმირონია!"
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 06 ოქტ 2006, 23:50
ააააააააააუუუუუუუუუუუჰ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ახალი თემა ვერ გასხენით? აქ უნდა ჩაიკარგოს ახლა ეს დისერტაციები???
Bocho
თუ კიდევ აქ ხარ პმ ნახე რა!!!!!!!!!!!!!!!!!
-
Bocho
- მაწანწალა
- Posts: 736
- Joined: 26 სექ 2006, 14:21
- Location: Tbilisi
Post
by Bocho » 07 ოქტ 2006, 10:50
chuna

მე ასე ადვილად არ ვიკარგები

... ხდება ხოლმე. მერე რა, სხვა დრს წავალთ. ჯინიანი

და ჯიუტი ვარ

ასე რომ, აუცილებლად შევხვდებით
ბოჭო
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 07 ოქტ 2006, 23:06
Bocho
კარგი ბიჭი ხარ! მათლა ჩვენიანი ხარ უკვე!
-
ptica
- Posts: 3
- Joined: 08 ოქტ 2006, 15:03
Post
by ptica » 08 ოქტ 2006, 21:50
HUBA გიგზავნი ჩემ კმაყოფილ ღიმილს

-
ptica
- Posts: 3
- Joined: 08 ოქტ 2006, 15:03
Post
by ptica » 08 ოქტ 2006, 21:52
chuna
გიგზავნი ღიმილს პ.ს.

-
ptica
- Posts: 3
- Joined: 08 ოქტ 2006, 15:03
Post
by ptica » 08 ოქტ 2006, 21:59
chuna
[ყველას პრივეტები))))

ხოოოო აი ასე მობხვდი ტქვენთან ჭუნას დახმარებით

იმედი მაქვ რომ ყბელას მალე გავიცნობ
აბა ჰეეე შეხვედრამდე