გაგრძელება........
კი არა და
ჰხოოდა მას შემდეგ, რაც მალვოლიომ ფეხი იღრძო და ჩანჩქრეციხესიმაგრეუნახავები ბანაკში დავბრუნდით დათამ იგივე ჰანიბალმა იგივე 1-1მა "მაისებმა" შუაგულ რაჭაში , იმ წყალუხვმრავალმდინარიან მხარეში ცოცა-ცოლის ანუჰხთ კოკა-კოლის დალევა მოინდომა,
რის გამოც ბანაკიდან მოშორებით
სოფლის მაღაზიისაკენ გაეშურა თავის მაისებთან ერთად
მაგრამ
ჩვენ
გოგოები
როგორც ნამდვილი ჯენტლვუმენი გოგონები ბიჭებს მარტო ხომ ვერ გავუშვებიდთ
ასე რომ
მე
ელოიზა
პერწკლი
სალომე
თებრო
რუსკა
თავადი
დათა
რეზი
და
კაკი
ცოცა-ცოლის საყიდლად გავეშურეთ....
რაღა თქმა უნდა სამოჯახიან სოფლის მაღაზიაში კოკაკოლა არ აღმოჩნდა
თუმცა
მაღაზიაში დაგვამშვიდეს
აგერ
სულ რაღაც 5-6 კილომეტრში
კიდევ ერთი სოფელია
ცოტა უფრო მეტსულმოსახლიანი და იქ შეიძლება იშოვოთ თქვენი ნანატრი კოკაკოლაო
მერე რა რომ უკვე საღამო იყო
და
ტყეში მგელი დათვი ტურა მელა დაიარებოდა
გავეშურეთ გაურკვეველი მიმართულებით...
ჰხოდა ამ თავგადასავლისას რამდნიმე ნაწილი უნდა გამოვყო
პირველი: - საწყალობელი გველის გარდაცვალება
მივდივართმივდივართ, ტყე და ველი დიდია
კი არა და
უეცრად გზაზე
თავისთვის, საწყლად
გამოისრიალდა პატარა გველუკა...
საცოდავი
მოსრიალებდა სევდიანი თვალებით
ამ ქვეყნის ამაოებაზე ჩაფიქრებული
არაფერი ცუდის წინათგრძნობა არ აწუხებდა
და
ამ დროოოს
მას უეცრად თავს დაესხნენ
მტარვალი რეზი და კაკი
რომლებმაც წამის მეასედში
გამაოგნებელი ყვირილით
"მოკვდი გველო! მოკვდი გველო!"
გველუკა ჰაერში შეათამაშეს.....
ჰხუხ...
საწყალი გველი იქვე გულის შეტევით გარდაიცვალა.....
ამბავი მეორე - როგორც წვიმს, ისე წვიმს....
ჩვენი მოგზაურობა კოკა-კოლის საძებნელად
გაურკვეველი მიმართულებით
იქამდე გაგრძელდა
წვიმის
ცხრა სახეობა
ერთად არ დაგვატეხა თავს...
გალუმპულგაჟუჟუნშხაპუნწვიმებულები გზად მიმავალმა სატვირთო მაქანამ შეგვიფარა
რომელსაც საბარგულზე სახურავის ნაცვლად უბრალო ტენტი ჰქონდა გადაფარებული
და
სადაც იმაზე გაძლიერებულად წვიმდა
ვიდრე გარეთ......
თურმე მანქანის საბარგულში თავად ზნაკვის გამგებელი იმყოფებოდა..
რა სახე ექნებოდა მას და კიდევ დანარჩენ ორ ადამიანს
როდესაც გაიგეს
რომ იმ წყალდიდობაში
კი არა და
წვიმადიდობაში
კოკა-კოლის საყიდლად მივდიოდით
თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ....
სხვათაშორის, ზნაკვის გამგებელს
ჯიბეში ციფრული ფოტოაპარატიც აღმოაჩნდა'მაგრამ ვეჭვობ
ოდესმე ვნახო
მის მიერ გადაღებული სურათები
ამბავი მესამე - აქა ამბავი ჩვენი ლოთაობისა....
დიდსაბარგულიანმა მანქანამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა რაღაც გაურკვეველ სოფელში ჩაგვიყვანა...
გადასველებულგალუმპულგაწვიმარებულები სოფლის ცენტრში დებარე
მოსაცდელში შევცვივდით
სადაც წვიმას თავს ჩვენს გარდა კიდევ სამი ადამიანი აფარებდა...
ნუ ალბათ მიხვდებით მათ გაოცებას
როცა
ასეთ მდგომარეობაში გვიხილეს...
კი არა და
მთავარი: კოკა-კოლა არც იმ სოფლის მაღაზიაში აღმოჩნდა
სამაგიეროდ, მოსაცდელში შეხვედრილი ადამიანების წყალობით
მალე მოსაცდელში არაყი
და
თხილი გაჩნდა...
ნიამნიამ...
არა ნუ სამი-ოთხი ჭიქა არაყი
დიდი არაფერია
სულ არ ვართ ლოთები
სულ არ
ჰხოდა ისა...
ამბის კულმინაცია ის იყო, რომ
იმ გაურკვეველ სახელიან სოფელში
კინაღამ
თებრო გავათხოვეთ
მოსაცდელში მყოფი ერთ-ერთი პიროვნება
თებროს გამოუტყდა
რომ
ცოლგანაშვები იყო
და
მერე სიამოვნებით გადაიღო მასთან ხელგადახვეული სურათი......
ამბავი მეოთხე : დაბრუნება ბანაკში
წვიმამ რომ გადაიღო
და
არაყიც გათავდა უკვე ღამდებოდა
ჩვენ კი წინ 5-6 კმ იანი გზა გველოდა
ტყეტყე სასიარულო...
მაგრამ
არყის წყალობით გადალაღებულებს ეს გზა სულაც არ გვაშინდება..
მერე რა
რომ
მოსახლეობამ გაგვაფრთხილა
ტყეში
დათვი
და
მგელი
და
ტურები
დაიარებიანო....
ჰხუხ ისა...
სიმართლე რომ ვთქვა
ეს გზა ბუნდოვნად მახსოვს...
მახსოვს
რომ
ყველაფერზე ვიცინოდით
კიდევ მახსოვს
რომ
წვიმდა
კიდევ მახსოვს
რომ
ბნელოდა
კიდევ მახსოვს რომ არ ვიცოდით სად მივდიოდით........
როგორც იქნა მივაღწიეთ ზნაკვამდე
აღმოჩნდა
რომ
წვიმის გამო
დანარჩენებს თავი რომელიღაც შენობისთვის შეეფარებინათ...
ჩვენ
შენიბაში ღამის გათენება აღარ ვისურვეთ
და
იქვე
ზნაკვის შუაგულში
ზნაკვის გამგეობის ეზოში გავშალეთ თავადის კარავი
სადაც
6 გოგო უმშვენიერესად მოვთავსდით....
ნუ მართალია წინაპრების ტრადიციები ვერ გავაგრძელე
და
თავადი ვერ მოვკალი
სამაგიეროდ
მისი
კარვიდან გამოვაძევე
:ბოლი
კი არა და
საშინლად დაღლილევს მალე ჩაგვეძინა და იმედი გვქონდა რომ დილამდე ჩვენი ძილის სიმშვიდეს ვერავინ დაარღვევდა
მაგრამ
ხანგძლივ ეს სოფელი გაახარებს ვნმეს განა
კი არა და
იმაზე მეტად ახარებს თურმე
ვიდრე მოსალოდნელია....
ვინ სთქუა რომ რაჭველებს დროის შეგრძნება შენელებული აქვთო...ჰმ...
რაჭაში ჩემი დაბდღე ზუსტად 24 საათით ადრე მოვიდა..
დიახაც...
ტკბილად ჩაძინებულები უეცრად ჩვენს კარავთან შექმნილმა ხმაურმა გამოგვაძვიძა
ზუსტად 5 წუთი დამჭირდა გონზე მოსასვლელად...
ვუყურებდი ჩვენი კარვის წინ მყოფ არჩილს, მალვოლიოს, თავადს და მაისას
რომელთაც ხელში უამარვი ფერადი ბუშტები
და
შუშხუნებით ანთებული ტორტი ეჭირათ
და
რა ლამაზიი დღეააა
რა მზიანიი დღეა
ო
მიმღეროდნენ.....
სიურპრიზმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი
რომ
შესაძლებელი იყო
ვინმეს
ჩემი დაბდღის წინასწარ მოსალოცად
თბილისიდან
პატარა ტორტი
და
ბუშტები
და
სუშხინები
და
საპნის ბურთები წამოეღო
ისე დავიბენი
მადლობა
წესიერად ვერც ვსთუი
და
ისა
მადლობა
პ.ს. არ მაქვს ილუზია
რომ
ამხელა ნაბჟუტურალს
ვინმე
წაიკითხავს
მაგრამ
მაინც...................
