pauna
teo-
ჰხოდა ისა....
კი არა და
ნიკორწმინდაში, ტაძარში სანთლებს ერთი ძალიან საყვარელი ბებო ყიდიდა

ჰხოდა იმან გვკითხა, ვინ ხართ, აქ რამ მოგიყვანათო და ზნაველი ვართქო წარმოშობით, რომ ვუთხარი, ისე დაგვლოცა ყველა.....

ზნაკვა ძალიან კარგი სოფელიაო... აი ახვალთ და ნახავთ როგორ მოგეწონებათო...
ჰხოდა
ავედით....
გზად ყველა შემხვედრს ევკიტხებოდით, როგორ მიგვეღწია ზნაკვამდე.....

და აი...როგორც იქნა....
არის
აღსრულდა
20 ნება
კი არა და
მე ზანკვაში ამოვყავი თავი
ჰხუხ
მართალია როგორც "ფესვებში" ისე არ დამხვედრია მთელი სოფელი ქოლგებით ხელში, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზნაკვაში ზამთარ-ზაფხულ მოსახლე მხოლოდ 4-5 ოჯახიღაა შემორჩენილი... დანარჩენები სოფელს მხოლოდ ზაფხულობით უბრუნდებიან... არადა ზნაკვა ისეთ ლამაზ ამწუნებულ ტყემინდვრებშია მოქცეული, რომ ვუსაყვედურე ჩემს წინაპარს რა მოგარბენინებდააა, რა გეჩქარებოოდაააა, ცოტაა მოგეცადაა სეენ - საწყალოო შეეენ, უბედუროოო შეენ - მეთქი, ვაჰხთ.....
სანამ დასაბანაკებელ ადგილს მოვძებნიდით, გადავწყვიტეთ სოფელში გავევლო და ჩემი მოგვარეები - კვახაძეები მოგვეძებნა

როგორც გვითხრეს, ზნაკვაში კვახაძეების 17 ოჯახი ცხოვრობს,,, თუმცა, ამჟამად სოფელში მხოლოდ ორი ბებო იმყოფებოდა
საკარვე ადგილების საძებნელად წასულებს გზად მაქაანა შემოგვხვდა, რომელმაც არ დაიზარა და ერთ აგშლილ მინდორთან მიგვიყვანა, საღამოს ბანაკამდე წყალიც გამოიყვანა და ზნაკვაში აუცილებლად სანახავი ადგილებიც ჩამოგვითვალა...
რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
მან
ჩემი წინაპრის ზნაკვადან გამოქცევის ისტორიაც გვიამბო
თუუურმე, ზნაკვაში ყოფილა თავადი წულუკიძე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.. აბა კვახაძე მაგას მოითმენდა??! :ჰმ... ჰხოდა ერთხელაც, როცა ამ თავადის საქციელი უკვე აუტანელი გახდა გლეხებისთვის, ამ ჩემს წინაპარს დაუჭერია ეს თავადი წულუკიძე, ფეხზე ჯაჭვი მოუბია, ტანზე თაფლი წაუსვია და კლდის ქიმზე გადმოიკიდავს... თავად კი შიო მღვიმეს მონასტერში გამოქცეულა....
აი ასეთი სადისტის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, ასე, რომ მიფრთხილდით!!!
ჰხოდა ისა...
ტრადიციების გაგრძელებას შევეცადე,
მაგრამ ისა.......
