ჰხოდა თავდაპირველად
მწუნეშარვლიანს
იგივე
გობლინას
იგივე
ნატურშიკას
იგივე
რუსკას
ვულ20ავ დაბდღეს
ახლა როგორ იყო ეს ამბავი....
ქრისტეს შობიდან 2009 წლის 22 მაისს 17 საათზე შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან... უფრო სწორად 17 სთ ზე უნდა შევკრებილიყავით, თუმცა გვარსა და სახელს არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ ვიცი მათ გამო ანზორის სამარშუტო ტაქსში კი არა და მარშუტკაში მხოლოდ და მხოლოდ 6 საათისათვის აღმოვჩნდით..ისიც იმიტომ, რომ ცამ შეიკრა წარბები და სად მიდიხართ დაეტიეთ თბილისშიო და დაიგრუხუნა და წამოვიდა წვიმა...მაგრამ ყველა წვიმა წვიმა ხომ არ არის... ჰხოდა ესეც იყო წვამაზე უფრო უწვიმესი..მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ გველოდა...თუურმე...
ჰხოდა ასთრე
კარაველების 90%-ს ერთხელ მაინც უმგზავრია ალბათ ანზორის "მარშუტკით" ( მარშუტკა უფრო მემარშუტკება და მომკალით თუ გინდათ, ვაჰხთ

), რომელიც 20 კაცზე კი არა და 20 ადამიანზეა გათვლილი...
მაგრამ უცებ :სიურპრიიიიიზ: და მოულოდნელად თავზე დაგვადგნენ ლოლა და სმაილი

ნუ ჩვენ ხომ გავიხარდა და გაგვიხარდა, მაგრამ ტრულის განსაკუთრებით

თან ჩვენმა უშველებელმა ჩანთებმაც ტრანსპორტში ყველაზე საპატიო ადგილები დაიკავეს..ასე რომ რაჭისაკენ ჩაჭედილგადაჭედილ ნახევრად ფეხზე მდგომარენი გავემგზავრეთ..მაგრამ მაგას კარაველი რის კარაველია თუ სიმაღლეები არ დაიპყროო და მალე ზოგიერთი ჩანთების ზემოთ სამარშუტო ტაქისის შერზე აკრული აღმოჩნდა.... ჰხუხ ... (აქ უნდა იყოს ახლა ფოტომტკიცებულებანი, რომელიც მე სამწუხაროდ მე არ აღმომაჩნდა)
ვიარეთ, ვიარეთ, ცხრა მთა კი გადავიარეთ მაგრამ ცხრა ზღვა კი არა ერთიც არ შეგვხვედრია...
ჰხუხ
მერე დღე შეცვალა ღამემ...წვიმა ნისლმა...ლოლას და სმაილის წივილ-კივილი "მაისების" წივილ-კივილი მსუბუქფორმებში ნათქვამია... მმმ...ზეაღმატებითმა ხმაურმა...

( ჰხოდა ვინც არ იცის "მაისები" თავადი და მისი სამი პლუსია, აი ისინი 1 მაისს კაცთა საერთაშორისო დღე რომ გამოაცხადეს )
მოკლედ, რაჭას რომ მივუახლოვდით და სისხლმა და ფესვებმა ერთხმად რომ დაიწყო ყივილი კი არა და კივილი მშობლიურ მიწაზე დაბრუნების გამო ერთ დროს ჩემი წინაპრების მიერ მოკლული თავადის სულმა შეკრიბა შავი ძალები და ჩამოანისლა გზა და ჩვენი ზნაკვაში ასვლა შეუძლებელი გახადა....
ჰხოდა გადავწვიტეთ ის ღამე შაორზე დავბანაკებულიყავით და მეორე დღეს, მზის შუქზე გვეხილა რაჭა

.... ღამით დასაბანაკებელი ადგილის პოვნა არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა... სამჯერ დავარტყით წრე შაორს და ბოლოს ერთ მოშიშვლებულ ადგილას გავშალეთ კარვები...მალე კოცონიც დაინთო და სუფრაც გაიშალა.... არც გიტარა და ცხელი ტაში დაგვკლებია..მითუმეტეს, რომ ტამტამიც თან გვქონდა, რომლის ხმაც შემდგომში ჩემს სიზმრებს ფონად გასდევდა, მაგრამ ეს მერე....
გადაშავებულ ცაზე მოციმციმე 2-3 ვარსკვლავი გვაიმედებდა,
რომ
ღამეც გავლადია
და
ღამეს შეცვლის მზე
და
თან მზიანი
ო
მგზავრობისგან დაღლილებს მალე ჩაგვეძინა,
თუმცა
როგორც ჩანს, დაღლამ ყველაზე არ იმოქმედა...
შაპრის ნაპირას სიცილხარხარტამტამხმაურგიტარსიმღერა დილამდე გაგრძელდა,
რასაც შედეგად ის მოჰყვა
რაც მოჰყვა
კი არა და
ეს მერე...
მეორე სერიაში.........
სურათები ვისაც გაქვთ ამ დღის კი არა და ღამის დააწყეთ
რა
თორემ მე ფოტოა[არატის არსებობა მხოლოდ მეორე დილით გამახსენდა
