გაგრძელება
18.05.09
19.05.09
"დილა გათენდა ლამაზი კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა"
გავემზადეთ უშგულში გასამგზავრებლად.
დონის "შავლეგოთი" ასვლას ვერ შევძლებდით, რადგანაც არ ღირდა გარისკვა და გადავწყვიტეთ ბიძაჩემის მირიან კვიციანის ნივით ავსულიყავით ევროპის უმაღლეს დასახლებულ პუნქტში, რომელსაც სახელად რატომღაც "უშგულს" ვუწოდებთ
გავედით დილის 10:00 საათზე.
გზა უშგულამდე უპრობლემოდ გავიარეთ
თავდაპირველად შევედით სოფელ მულახში, წვირმის უღელტეხილის გადავლის შემდეგ აღვმოჩნდით ენგურის ხეობაში (ცნობისთვის ენგური მესტიაში არ ჩამოდის

მესტიაში ორი მდინარე მოედინება 1) მესტიისჭალა და 2) მულახისჭალა

)შევედით სოფელ იფარში და მოვინახულეთ იფარის უძველესი ეკლესია (
"ნაკიფარი"). გავცდით სოფელ იფარს და სანამ სოფელ კალაში შევიდოდით მოვინახულეთ ქურდიანების კოშკი, რომელიც ქვაზეა ამოზრდილი და მდინარე ენგური ულოკავს ძირს.
ავედით სოფელ კალაში და ლაგურკას (წმ. კვირიკეს) ეკლესიას შორიდან გადავუღეთ ფოტოები...
...და ავედით უშგულში*...
ლამარიას სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ, კშიშტოფმა და ჯუსტინამ გადაწყვიტეს წასულიყვნენ, მწვერვალ, შხარის ძირში და დაკვირვებოდნენ იქაურ გარემოს გასაოცარსა და გასაშტერებელს... მე, დონმა და ბიძაჩემმა გადავწყვიტეთ დავლოდებოდით ლამარიას კომპლექსთან. 4 საათის შემდეგ ისინიც მოვიდნენ, საოცრად გახარებულნი

შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და ჩავედით საოჯახო სასტუმროში, კერძოდ ბონდო ნიჟარაძის ოჯახში (საკონ. ინფ. იხილეთ ამ თემის პირველ წერილში

)
სასტუმროში მისვლისას, ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა გადაწყვიტეს მოენახულებინათ თამარ მეფის საზაფხულო კოშკები** გადაწყვიტეს და განახორციელეს კიდეც, თანაც გზაში მაჩვი დაინახეს და ფოტოც გადაუღეს

შებინდებისას დაბრუნდნენ. ვივახშმეთ და დავწექით... ღამე თურმე მწარედ ვხვრინავდი და დონს გავუღვიძებივარ მეც მიპასუხია რაღაც მაგრამ არ მახსოვს არაფერი... ეტყობა მთვარეულობაც დამჩემდა
დილა გათენდა საოცარი, თუ წინა დღეს შხარა არ ჩანდა ახლა იგი მთელი თავისი დიდებულებით წარმოგვიდგა და დაგვცქეროდა, როგორც უდიადესი სიდიადური მედიდურება
ავდექით ამ უდიადეს სიდიადურ მედიდურებას*** გადავუღეთ ფოტოები და გამოვემგზავრეთ მესტიისაკენ... გამოვიარეთ კალა, იფარი, წვირმის უღელტეხილი (დავინახეთ ორკუზიანი უშბა:D), მულახი და ჩამოვედით მესტიაში დაახ. 3 საათზე
მე მიმიყვანეს სახლში, დონი; მირიანთან (ბიძაჩემი), კშიშტოფთან და ჯუსტინასთან ერთად წავიდა მესტიის ზემოთ ალპურ მდელოებზე სასეირნოდ. ისეირნეს, ფოტოები გადაიღეს და საღამოს 8 საათზე დაბრუნდნენ სახლში. სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ მთიდან მე და ჩემმა პატარა ბიძაშვილმა გიორგიმ დონის "შავლეგო" გავაშავეთ ანუ ნაცრისფერი (მტვრისფერი) იყო და თავის ფერზე დავსვით ანუ გავრეცხეთ

:D:D:D:D
ვივახშმეთ ვიმუსაიფეთ და ადრე დავწექით რათა მეორე დღეს დილით 6 საათზე ავმდგარიყავით და წამოვსულიყავით უკანა გზაზე ანუ თბილისში
გაგრძელება იქნება
ნ---------------------------------------------------
უშგული*-ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი, მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე ულამაზესი მწვერვალის შხარას (5068 მ.) ძირში. უშგული რეალურად წარმოადგენს თემს სადაც შესულია რამდენიმე მცირე სოფელი:
1)მურყვმელი (მურყვ-კოშკი)
2)ჩაჟაში (ჩაჟ-ცხენი)
3)ჩვიბიანი (ჩვიბ-ქვემო)
4)ჟიბიანი (ჟიბ-ზემო)
**თამარ მეფის საზაფხულო კოშკები- გადმოცემით თამარ მეფე სოფელ უშგულში ადიოდა და იქ ისვენებდა ზაფხულშიც და ზამთარშიც (უშგულში არის ასევე თამარ მეფის ზამთრის კოშკები) საინტერესოა რომ ვიტორიო სელას ფოტოკადრებში უშგულის საზაფხულო კოშკები უფრო მეტია დაფიქსირებული, კერძოდ 5 კოშკი, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი კოშკი დგას მხოლოდ და გალავნის ნანგრევებიღაა შემორჩენილი
უდიადეს სიდიადურ მედიდურებას***- იგულისხმება შხარა
