ჩამოვედით: ლამა!!! აცა, ანანო, ამირანი, ინოლა, ცისკრინე, ნიცა-ნიცა, შორენა, ვერა (+) თამუსია და მე
იქ დარჩნენ ჯნოსი, ფიქრია (+), მონადირე, გიორგი, ლაშა
მემგონი არავინ გამომრჩა.. თუ კი?
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი წაიღო წვიმამ და სეტყვამ, იქ შაბათ დილიდან მზე იყო, საღამოსკენ მსუბუქი წვიმა მხოლოდ. კარვების გაშლისას აღარ წვიმდა.
რაც მთავარია ძირითად მარშრუტზე წვიმას გადავრჩით, თორემ იქნებოდა იქ შუა ტყეში კონცერტები
ხოლო მეორე დღეს, ანუ დღეს, ანუ კვირას დღის 1-2 საათზე დაახლ. დაიწყო შხაპუნა წვიმა. ზუსტად ამ დროს ჩავედით ჩვენ ნუნისის სანატორიუმთან, სადაც გამოგვიჩნდა მარშრუტკის ვარიანტი და წამოგვიყვანა თბილისში, რადგან 4 საათიან მატარებელს ვეღარ მიუსწრებთო. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად, თბილისამდე ჩამოვედით მარშრუტკით.
ყველა ძალიან კმაყოფილია. დაღლილ-დახოცილი, მაგრამ უზენასიამოვნები...
დავიღალეთ სასტიკად... რადგან სიარული დავიწყეთ კოტეჯიდან, და არა იმ საწვიმიდან თუ საწვიმარადან... თუ რაც ქვია
ჯამში რამდენი კმ იყო არ ვიცი, მაგრამ გაუთავებელი აღმართები და დაღმართები იყო 10-12 სთ-ს განმავლობაში.
ჰო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა.
პარასკევს ზანავში ღამის 12 სთ-ზე ჩავედით... და კოტეჯის ძებნაში ცოტა დაიკარგეთ
იქ ტალახი იყო და ცოტა ვიბუქსავეთ... თუმცა ეს დიდი ხანი არ გაგრძელებულლა
აი ასე...
უჰჰ...